შეუთავსებლობა. სექსუალური პრობლემები. ანორგაზმია. რად გვინდა სექსი

ყველას სექსუალური ცხოვრება უპრობლემო როდია. შეიძლება უმრავლესობას საქმე კარგად აქვს ამ მხრივ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში სადაც სექსუალური განათლება ფაქტობრივად არ არსებობს და სექსი ჯერ კიდევ ბევრისთვისაა ტაბუ, ესეთი პრობლემები ხშირად არ აშკარავდება და ამ პრობლემების მქონე ადამიანები მუდმივად დაჩაგრულები არიან.

რას ნიშნავს შეთავსება სექსუალურ ცხოვრებაში?

     მოკლედ ძალიან ბანალურად აღგიწერთ ამ ყველაფერს. ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა. ქორწილამდე სექსი არ ჰქონიათ, იქორწინეს, ყელაფერი ვარდისფერია და ძალიან ძალიან კარგადაა, თუმცა დაღამდა, წყვილი განმარტოვდა და სექსით ასრულებს გრანდიოზულ ქორწილის დღეს. თუმცა, მათი ღამე სულ არ იქნება ისეთი გრანდიოზული, როგორიც დღე იყო. აღმოაჩენენ რომ მიუხედავად სიყვარულისა სექსში ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ამის მრავალი მიზეზი არსებობს 

1)შიში პირველი სექსის მიმართ + გამოუცდელობა

2)სწრაფი გათავება (ძირითადად კაცების მხრიდან)

3)ორგაზმის ვერ მიღწევა

ამ ყველაფერმა შეიძლება სტარტი მისცეს იმ კურსს, რომელიც ოჯახს დაანგრევს და მალევე ეს კურსი შეუქცევადი გახადოს. განვიხილავთ თითოეულ მოცემულობას.

    1) შიში პირველი სექსის მიმართ შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე კაცის მხრიდანაც. მამაკაცის შემთხვევაში შიშს წინ ძირითადად გამოუცდელობა უძღვის. ამ შიშმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია – ანუ, არ აგიდგეს და ეს უფრო აღვივებს სექსის შიშს მომავალში. ქალების მხრიდანაც შიში უმთავრესი ფაქტორია რადგან უმეტესობას ჰგონია რომ ძალიან ეტკინება და სისხლდენის შიში აქვთ. სისხლდენის შიში კი სიკვდილის შიშშიც კი შეიძლება გადაიზარდოს. დამერწმუნეთ, როცა ფიქრობ რომ სექსით მოკვდები, ნამდვილად საშიშია. პირველ ღამეს სექსის მაგივრად ჭიდაობა შეიძლება გაგრძელდეს მეორე და მესამე ღამესაც, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სრულიად გააქროს წყვილში ერთმანეთს შორის მიზიდულობა, რაც მეტ წილად კაცის შემთხვევაში ხდება. ამას მოყვება შემდეგ ურთიერთობის დაძაბვა, პიროვნების ცვლილება, სხვა ქალებთან „გაგულავება“ და სხვა მოვლენები.

    2) სწრაფი ეაკულაცია არის მამაკაცის მიერ ორგაზმის სწრაფად მიღწევა და სპერმის გამოყოფა. ამ პრობლემის გამო ქალების 72% მსოფლიოში ვერ აღწევს ორგაზმს  რადგან ქალბატონებში ორგაზმი რამდენიმე ტიპის არსებობს და მისი მიღწევა შედარებით ძნელია. ქალბატონებს  15-20 წუთი სჭირდებათ ორგაზმის მისაღწევად და ძირითადად  ეს ქალბატონები ანორგაზმიით იტანჯებიან, რის გამოც  უამრავი ურთიერთობა ინგრევა. აქვე ჩნდება კითხვა მაშინ რატომ არ იკავებს თავს მამაკაცი სწრაფი ეაკულაციისაგან. ორგაზმისაგან თავის შეკავება ფსიქოლოგიური ფაქტორია და იწვევს პროსტატის დაავადებებსა და ერექციულ დისფუნქციას. მამაკაცის ორგაზმისგან თავის შეკავება ხშირად ვერ ხდება სპეციალური სპრეის ან ლუბრიკანტის გარეშე, რასაც ჩვენს სექს შოპში რამდენიმე სახისას იპოვით.

  3) ორგაზმის ვერ მიღწევა მამაკაცებში იშვიათად, ხოლო ქალების 72% ში ფიქსირდება და გამოწვეულია არასწორად არჩეული სექსუალი პარტნიორის გამო, რის გამოც ურთიერთობები ინგრევა. თუ კაცი ხარ და ამას კითხულობ, წარმოიდგინე რომ ვერ გათავებინებს შენი ცოლი, ვერასდროს. დიდი დრო არ დაგჭირდება სანამ ფიზიკურ მიზიდულობას დაკარგავ და მინიმალური შედეგი ურთიერთობაში ის იქნება რომ ინიციატორი სექსში არასდროს იქნები.

არასწორი სექსუალური ცხოვრება ქალისთვის შეიძლება გახდეს ანორგაზმიის მიზეზი. ანორგაზმია ქალისთვის სქესობრივი დისჰარმონიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

უმრავლეს შემთხვევაში ანორგაზმია არის შეძენილი, ანუ ის რაღაც მიზეზებით არის გამოწვეული, თუ, რასაკვირველია, ამას არა აქვს ანატომიური ხასიათი, ანუ ორგანული დაზიანება, რაც შეუძლებელს ხდის ორგაზმის მიღწევას.

 ანორგაზმია ინდივიდუალურია და მისი გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა. ყველაზე ხშირად ანორგაზმიის მიზეზია შეუთავსებლობა პარტნიორებს შორის. ხშირად პარტნიორი არის სექსუალურ ურთიერთობაში რიტმის, სიხშირის განმსაზღვრელი. სამწუხაროდ, ჩვენთან არსებული მენტალიტეტის, ფსიქოსომატური და ფსიქოსექსუალური აღზრდის გამო ქალები ხშირად ვერ ბედავენ კორექტირება შეიტანონ პარტნიორის ქცევებში. თუ ამას ახერხებენ, რიგ შემთხვევებში ისინი აღწევენ კიდევაც შედეგს. თუ ქალი არ არის მომზადებული სქესობრივი აქტისათვის, ბუნებრივია, ანორგაზმასთან გვექნება საქმე, ამიტომ პარტნიორთან საუბარიცაა საჭირო. მან ქალი უნდა მოამზადოს აქტისათვის, ანუ პრელუდიის პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს. ზოგიერთ ქალს სჭირდება 5 წუთი, ზოგს, 20 წუთამდე – ეს არის ინდივიდუალური და გასათვალისწინებელი. ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალის ეროგენული ზონების, ანუ მგრძნობიარე ადგილების სტიმულაციას, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუცდელი და ფეხებზე მკიდია მამაკაცები ვერ/არ ახერხებენ. ესეც განაპირობებს ანორგაზმიას.

   გარდა ამისა, ანორგაზმიას შეიძლება იწვევდეს გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ჭარბი წონა, ფსიქიური მოშლილობა, დეპრესია და ნევროზული მდგომარეობა. ხშირად ჯადოსნური წრე იკვრება, ანუ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას ქალი მიჰყავს ნევროზულ მდგომარეობამდე, ნევროზული მდგომარეობა კი, თავის მხრივ, იწვევს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. როცა ნევროპათოლოგთან, ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან მიდის ქალი, მას აუცილებლად უნდა ჰკითხოს ექიმმა, როგორი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ნევროზული აშლილობის მსუბუქი ფორმები მიუთითებს შეუთავსებლობას პარტნიორთან. მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ დაავადებებსაც: თუ ქალს აქვს გადატანილი მძიმე ტრავმა მშობიარობის შემდეგ, შეიძლება ანორგაზმია განვითარდეს. ნაწიბურები, ტრავმები – ამის კორექტირება უნდა მოხდეს ქირურგიული გზით. კოსმეტოლოგიური ოპერაცია უნდა გაკეთდეს ამ დროს, რომ ეს არ იყოს ხელშემშლელი. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზის შერჩევას, რადგან გარკვეული პოზების დროს ხდება ეროგენული ზონების სტიმულირება, ამიტომ ექიმთან ვიზიტისას ქალთან ერთად პარტნიორიც უნდა მოვიდეს. სანამ ანორგაზმიის მკურნალობას დავიწყებთ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი. თუ ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი ფსიქოსომატურია, უნდა აღმოიფხვრას პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ინდივიდუალური მკურნალობა. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფიზიოთერაპია. რა თქმა უნდა, არსებობს სექს სტიმულატორებიც, რომელიც რაღაც შემთხვევაში შედეგებს გვაძლევს, მაგრამ ძირითადი მიზეზის მკურნალობა უნდა მოხდეს, რომ შედეგი გრძელვადიანი იყოს.

   ქალს, რომელიც ორგაზმს ვერ აღწევს, ეწყება სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, თანდათანობით უფერმკრთალდება ის შეგრძნებები, რომელიც მას პარტნიორთან ურთიერთობისას გააჩნდა. ანორგაზმია არცთუ იშვიათად ხდება ქალის დაავადების, დეპრესიების, ნევრასთენიული მდგომარეობის, ჰიპერტონული დაავადებების მიზეზი. უნდა გვახსოვდეს, რომ სექსი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ადამიანის და მისი სრულყოფილად არქონა თავისთავად იწვევს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ბევრი დაავადება ვითარდება. ცუდი შედარებით და გლეხური ენით – წარმოიდგინე რომ ფსელის და მძღნერის ნახევარს მუდმივად იკავებ. არაერთი ახალგაზრდა ქალი მიდის ნევროპათოლოგთან, ფსიქოლოგთან, თავის ტკივილის, უძილობის მიზეზით. მე, როგორც სექსოლოგი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალთა 50-60 პროცენტის პრობლემა აქედან მოდის. სექსი არის ადამიანის ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აქ არაფერი გასაოცარი და სამარცხვინო არ არის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სისტემატურად არ ჭამს, ან არ სძინავს… როგორ შეიძლება ის ჯანმრთელი იყოს? ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, რომელიც სისტემატურად არ კმაყოფილდება, იწვევს ჯანმრთელობის გარკვეულ და ხშირად სერიოზულ პრობლემებს. თუ ანორგაზმია დიდხანს გრძელდება, ქალს შეიძლება სექსის მიმართ ზიზღის გრძნობაც გაუჩნდეს, რაც თავის მხრივ იწვევს კონფლიქტს პარტნიორებს შორის. პრობლემების მოსაგვარებლად კი ექიმთან კონსულტაცია არის აუცილებელი. ამიტომ, არასდროს გაგიტყდეთ.

           სექსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

აზრი სექსის და ზოგადად ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობის შესახებ ხშირად ორად იყოფა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხშირი სექსუალური აქტი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ზოგიც კი პირიქით. სექსუალური კავშირის სიხშირის ნორმების დადგენა შეუძლებელია, რადაგან ეს დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, როგორიცაა ტემპერამენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.


სქესობრივი კონტაქტების ინტენსივობა ოჯახური ცხოვრების ხანგრძლივობის შესაბამისად იცვლება: ქორწინების პირველ თვეს (ან პირველ თვეებში) ცოლ-ქმარს სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე შეიძლება ქონდეს, მომდევნო რამდენიმე თვე – კვირაში 3-4-ჯერ, შემდგომ – კვირაში 2-3-ჯერ და უფრო იშვიათად, რამდენიმე წლის შემდეგ კი 2 კვირაში 1-2-ჯერ.

სქესობრივი აქტი რთული ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია. იგი წყვილის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესაბამისად მიმდინარეობს და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საყოველთაოდ აღიარებული ნორმები ვერ იარსებებს. პრობლემის შემთხვევაში წყვილმა უნდა მიმართოს სექსოლოგს.

   სექსი აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, წმენდს ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინისაგან,  ამაგრებს  და აძლიერებს კუნთებს. აქედან გამომდინარე, უმჯობესდება გარეგნობა, კანის ფერი, თმის ხარისხი. იმატებს ორგანიზმში კერატინის გამოყოფა. წარმატებული სქესობრივი აქტის შემდეგ ქალბატონები ივსებიან ბედნიერების ჰორმონით – ენდორფინით, რაც აისახება მათ განწყობაზეც და მამაკაცზე.

სექსის უარყოფითი მხარეები

შესაძლოა წამოიჭრას „მამაკაცური პრობლემა”- ხშირი აქტის შემდეგ (დღეში 4-დან 6- მდე), კაცებს შესაძლოა შეუმცირდეთ ერექციის დონე და სპერმის რაოდენობა, დროებით გაუარესდეს ხარისხი, რაც რა თქმა უნდა აღდგენადია და არ უკავშირდება მუდმივ პრობლემას.


დასასრულისთვის კი მინდა  მადლობა გადაგიხადოთ ყირადღებისათვის და იმისთვის რომ ამ ვრცელი და რთული თემებით ინტერესდებით. მინდა გითხრათ რომ  სექსით უნდა დაკავდეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც იქნებით ამის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ნუ იტყვით ამაზე უარს, თუკი გაგიჩნდებათ სურვილი, რადგან თავშეკავება  მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი კარგი რჩება სასიამოვნოდ, თუკი ის არ გასცდება ნორმებსა და საზღვრებს.