ჩვენს შესახებ

რამდენიმე ბიზნეს იდეა გვქონდა. დიდი ენთუზიაზმი, ბევრი კრეატივი, და ცოტა ფული.

ბევრი ვიფიქრეთ, ავწონ-დავწონეთ და დავიწყეთ იდეა N3-ის განხორციელება. არანაირი მარკეტინგის გაიდ ბუქი არ გამოგვიყენებია, არც ბიზნესს ვსწავლობთ. უბრალოდ ვართ ჩვენ და საიტის პოსტებში ამოგვიკითხავთ ადმინისტრაციის პიროვნებას, ისეთებად როგორებიც ვართ მეგობრებთან, სახლში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იდეა N3 იყო კიკუ. სექს-შოპი რომ უნდა ყოფილიყო, ვიცოდით. დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით, ბევრი დაბრკოლებაც გადავიარეთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე სახელის დარქმევა აღმოჩნდა. კიკუ სპონტანურად მოვიფიქრეთ, ბანკში ანგარიშის გახსნისას. ვისაც დათა თუთაშხია გაქვთ ნაყურები, გემახსოვრებათ ალბათ კიკუს მომენტი. სხვა რავი, რა გითხრათ. მესენჯერის ფუნქცია საიტს აქვს და რაც დაგაინტერესებთ, იმაზე მოგვწერეთ. მხოლოდ გაყიდვებისთვის არ ვართ, ლაპარაკიც შეგვიძლია.

დასახელება “KIKU.GE”

პატივისცემით, ჩვენ.