როგორ ვიყიდო?

თუ 00:00-დან 12:00-მდე უკვეთავ, კურიერი დაგიკავშირდება დაახლოებით 13:00-ზე და შეთანხმდებით ზუსტ დროზე და ადგილზე.

თუ შეკვეთასთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნები გაქვს (მაგალითად გჭირდება რომ შენი შეკვეთა 11:00-მდე მიიღო რადგან მერე უეჭველი აეროპორტში უნდა იყო ან რამე ასეთი) დაურთე კომენტარის სახით შეკვეთის გაკეთებისას ან/და მიწერე ლაივ საფორთს.

 

პროდუქტები შენია მას შემდეგ, რაც გადაიხდი. თუ დადებ ორდერს და მიუთითებ ქეშით გადახდას, შენს შეკვეთას გავაუქმებთ თუ შემდგომ 2 დღეში არ აიღებ. თუ კარტით გადაიხდი – უკვე გადახდილია! გაგიმზადებთ შენს პაკეტს და თუ გინდა შემდეგ წლამდეც შეგინახავთ, იდება თავისთვის სადმე სანამ მოწოდებას არ მოინდომებ.

თუ პროდუქტი სტოკშია, ეგ იმას ნიშნავს რომ შეკვეთას მიიღებ ან დღესვე, ან შემდეგ დღეს.

თუ პროდუქტი მარაგში არაა მაგრამ შეკვეთა შეგიძლია, ეგ ნიშნავს რომ ნივთის დამზადება დასრულებულია და უახლოეს 5 დღეში მარაგში მივიღებთ.

თუ პროდუქტები მარაგში არაა – ბოდიში, შეიძლება კაი დრო დაჭირდეს…

დაფუძნებული თბილისში - შიფინგი მთელს საქართველოში!

პაკეტები:

ჩვენ ვიყენებთ ლამაზ, ასეთ ანონიმურ შეფუთვებს ან პატარა გაუმჭვირვალე პაკეტებს. სასაჩუქრე შეფუთვების გაკეთებაც მოსულა!

KikuGE_Packings

მიტანა:

კიკუს ყავს თავისი პირადი კურიერები რომლებიც რწმუნდებიან იმაში რომ წინასწარ იცი როდის მიიღებ შენს რამეებს, გაწვდიან მალე და ჯიგრულად.

KikuGE_Delivery

სტოკი:

ჩვენ ჩვენი სტოკი და ექსკლუზიური პარტნიორობა გვაქვს ჩვენს რამდენიმე საფლაიერთან, ასე რომ დაითრიე კაი ექსკლუზივები აქ!

KikuGE_Stock

ჩატი 24/7

თუ ადმინებს არ ძინავთ ან არ დაყლეპროჭაობენ, მალე მოგწერენ. თუ არ გპასუხობთ, მაშინ დატოვე შენი იმეილი რომ დაგიკავშირდეთ მოგვიანებით – მონაწერს უეჭველად ვნახავთ.