არის თუ არა სექსი ეფექტური ვარჯიში

არსებობს მრავალი სტატია და მეცნიერული კვლევა იმის სესახებ თუ რამდენად ეფექტური ვარჯიშია სექსი,  მეცინერთა აზრი ამ საკითხის მიმართ უმეტესად ერთგვაროვანია და პასუხია არა. დამტკიცებულია რომ 23-27 წუთიანი სექსუალური აქტის განმავლობაში (პრელუდიის გათვალისწინებით) მამაკაცი წვავს საშუალოდ 105-112 კალორიას, ხოლო ქალი 67-71 კალორიას. დამეთანხმებით რომ ეს ნამდვილად ცოტაა ვარჯიშთან მიმართებაში, რადგან დადგენილია რომ 30 წუთის განმავლობაში საშუალოდ სიჩქარით სირბილის დროს მამაკაცი 212-219 კალორიას, ხოლო ქალი 156-179 კალორიამდე წვავს. ასვე british research scientist center-ის მიერ დამტკიცებულია რომ სექსის დროს წუთში ადამიანი წვავს 3.5 კალორიას, რაც თითქმის ზომიერი სისწრაფით სიარულის ანალოგიურია. აქვე ავღნიშნავ რომ  საშუალო და დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად არ არსებობს სექსის კულტურა, რის გამოც სექსი პრელუდიის გარეშე ხდება, მხოლოდ 5-6 წუთის მანძილზე. კალორიების დაწვისთვის კი 5-6 წუთი საკმაოდ მწირი დროა.

მეტი ვიდრე ვარჯიში

   ტრადიციული გაგებით სექსი ვერ ჩაითვლება ვარჯიშად. ოდითგანვე სექსი იყო სიამოვნებისა და გამრავლების აქტი და არავინ არ უწოდებდა ვარჯიშს სანამ ადამიანმა კალორიების თვლა არ დაიწყო. თუმცა წუთში 4-5 კალორიის დაწვა ვფიქრობ უკეთესია, ვიდრე ნულის. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობით დაკავება ჯობია უმოქმედოდ დჯდომას. ასევე არ შემიძლია ავუარო გვერდი იმას, რომ სექსს ძალიან ბევრი დადებით თვისება აქვს. 10-12 წუთიანისექსი, და……. აბა მოემზადეთ სამედიცინო ენით დაბომბვისთვის: 3 ფაქტს გამოვყოფ.

  1. კარდიოვასკულალური (გულ-სისხძარღვთა) სისტემა იწყებს გაჯანსარებას. კონკრეტულად სისხლძარღვში იშლება ქოლესტერინი და ათეროსკლეროზული კერები (აქვე ათეროსკლეროზს ცოტა ვრცლად განვმარტავ: სისხლში ცხიმოვანი კრისტალების სიჭარბე იწვევს სისხლძარღვების კედლის სხვადასხვა უბნების “გაცხიმოვნებას”- ე.წ. “ათერომების”, ანუ “ათეროსკლეროზული ფოლაქების” წარმოქმნას. ისინი თვითონვე ავიწროვებენ სისხლძარღვს, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევს, მაგრამ, ამას გარდა, შესაძლოა ჩამოიფცქვნან, დაწყლულდნენ და დაითრომბონ, რაც სისხლის მომოქცევას კიდევ უფრო აუარესებს. სწორედ ეს ათერომებია ის ნაღმები, რომელთა მოგვიანებულმა ამოქმედებამ შესაძლოა შეიწიროს გული, ტვინი, თირკმელები, კიდურები და მრავალი სხვა ორგანო.ჩვენი სისხლძარღვების ქსელის “დანაღმვას” ათეროსკლეროზი ჰქვია).
  2. უმჯობესდება პულმონალური (ფილტვის) სისხლმომარაგება, უმჯობესდება ბრონქების გაშლის ხარისხი და იზრდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება.
  •  იზრდება სეროტონინის და ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონების) გამოყოფა, რაც აისახება ჩვენს ხასითზე და გუნება-განწყობაზე დადებითად, საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ასტაბილურებს ძილ-სიფხიზლის ციკლს.

   ასევე დავამატებ რომ სექსს შეუძლია გაგათავისუფლოს ყოველგვარი შფოთვისა და დეპრესიისგან, ხელს უწყობს რელაქსაციასა და სტრესის ნაკლებობას. რეგულარული სექსი გიცავს გულ-სისხლძაღვთა დაავადებებისა და პროსტატი სკიბოსაგან, აუმჯობესებს გარეგნობას, ხდება კერატინის გამოყოფა და აძლიერებს თმას. მამაკაცებში კი, რომელთაც ხშირად აქვთ სექსი, ხება ტესტოსტერონის ჭარბი გამოყოფა რაც იწვევს სიმელოტეს და თმის ცვენას. სწორედ ამიტომ არიან მელოტი მამაკაცები ყველაზე სექსუალურები. ასევე სექსი არის ძლიერი იმუნური სისტემის გარანტი.

ვარჯიშად გადაქცევა

   თუ ძალიან გეზარება ვარჯიში და გიჟდები სექსზე, ეს არის მთავრი მიზეზი რის გამოც სექსი უნდა აქციო ვარჯიშად. თუმცა, უნდა გაითვალისწინო რომ სექსი თავისი არსით არ არის ვარჯიში. თუ გინდა რომ სექსი აქციო ვარჯიშად, მაქსიმალურად უნდა გაზარდო მისი დრო, შენი გაქაჩვის ფარგლებში. ასე სექსი ოდნავ, მაგრამ მისი დატვირთვით მაინც დაემსგავსება კარდიოვარჯიშს, აუცილებელია გაიზარდოს პრელუდიის დრო (პარტნიორი ბევრად უფრო ნასიამოვნები დარჩება და ალბათ მოგეჯაჭვება კიდეც თუ პრელუდიაში მაგრები იქნები).  გათვალისწინე რომ პრელუდიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენს მოთმინებაზე, აქტის ხანგრძლივობის გასაზრდელად და პოტენციის გასაუმჯობესებლად კი ძალიან კარგია სექსამდე რამდენიმე წუთით ადრე აკეთო ჩაჯდომები (ბუქნები). ეს ააქტიურებს შორისის მიდამოს კუნთებს, რომელთა ტონუსში ყოფნა და დიდი სისხლმომარაგება დაგეხმარება ძლიერი ტონუსისა და ერექციის შენარჩუნებაში. ეს ყველაფერი კი უზრონველყოფს სწრაფი ეაკულაციის (მალე გათავების) გაქრობსა და ბევრად ძლიერ, ხანგრძლივ და ინტენსიურ ორგაზმს. ამ ვარჯიშებს შეასრულებთ 1 კვირაში იგრძნობ როგორ გაიუმჯობესდება სექსის ხარისხი.

  ასევე, ჯანმრთელი და სწორი კვება ხელს უწყობს როგორც წონის პრევენციას, ასევე ჯანსაღი სექსის  ხარისხს.

   საბოლო შეჯამებით კი მინდა გითხრათ, სწორი კვება, სწორი სექსი და ვარჯიში არის ცხოვრების განუყოფელი, აუცილებელი ნაწილი. ეს ყველაფერი უნდა აქციოთ თქვენთვის საარგებლო აქტებად, იმისთვის რომ გქონდეთ ჯანმრთელი და ჯანსაღი სხეული. ასე რომ, იდეალისტური ფორმულა მარტივია: სწორი კვება, სწორი სექსი, ვარჯიში. სამივე მიმართულება თუ ნორმაში გაქვს, იქნები ისეთი ენერგეტიკის მატარებელი რომ ყველასთვის, შენივე საკუთარი თავის ჩათვლით, შენი წარმატება ცხოვრებაში მარტივი დასაჯერებელი იქნება და ასეც მოხდება.