პირველ რიგში –  რა არის მასტურბაცია? ვინ არის მძრეველა? ვინ ანძრევს/თითაობს?

   მასტურბაცია (ონანიზმი) არის ნორმალური ფიზიოლოგიური აქტი. ეს სექსუალური გამოხატულების ერთერთი ფორმაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს სექსუალური კმაყოფილება და სიამოვნება მიანიჭოს.

   სამწუხაროდ გვიწევს ცხოვრება ისეთ რეალობაში სადაც ადამიანები ერიდებიან ერთმანეთთნ ამ თემაზე საუბარს და ნძრევა უმეტესად სირცხვილად მიიჩნევა. ზოგადად სირცხვილად ისეთი რამ მიიჩნევა ხოლმე რაც საზოგადოების უმრავლესობის ნორმების წინააღმდეგ მიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ესაა მსოფლიო სტატისტიკა: მამაკაცთა 97% მასტურბირებს, ხოლო ქალთა 89%.

   მასტურბაციის დროს არ აქვს მნიშვნელობა ნატურალი ხარ, გეი, ტრანსი თუ ლესბოსელი. ყველა მასტურბირებს და ეს სავსებით ნორმალური ფიზილოლგიური ქცევაა. არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ რომ მხოლოდ მარტოხელა ადამიანები მასტრუბირებენ, ასევე იმის შესახებ რომ ხშირიად ვინც მასტურბირებს  გონებრივი შესაძლებლობები უქვეითდება. ეს ყველაფერი მცდარია მიუხედავად ადამინის სოციალური თუ ურთიერთობის სტატუსისა, ყველა ადამიანი მასტურბირებს.

   საზიანოა თუ არა მასტრუბაცია?

   არა. პირიქით, ამით ორგანიზმს გაჯანსაღებაში ეხმარები. სექსის დროს სულ სხვა ნივთიერებათა მიმოცვლა ხდება. შეიძლება ვთქვათ რომ სექსი ჯობია და უმრავლესობის შემთხვევაში და სექსი მასტრუბაციის სურვილს გადაწონის, თუმცა მინიმუმ 1000-ში ერთხელ მაინც მოგინდება რომ ხელი წაგიცდეს ხოლმე, მითუმეტეს თუ პარტნიორი არ გინძრევს.

   მოკლედ ცუდი არ არის მასტრუბაცია, მაგრამ კარგია თუ არა?

  1. მასტურბაცია არის საკუთარი თავის ამოცნობის გზა. ბიჭების შემთხვევაში საქმე ბევრად მარტივია და ბევრი ვერც გაიგებს, თუმცა ქალის შემთხვევაში მასტრუბაციისას შენ უკეთ შეგიძლია გაიგო რა გსიამოვნებს სექსში, რაც უფრო თავისუფალს გხდის პარტნიორთან და პარტნიორსაც ზუსტად იმის გაკეთებას თხოვ რაც გსიამოვნებს. სწავლობ საკუთარ თავს მოკლედ, რაც კარგი სექსისთვის უმნიშვნელოვანესია
  • ორგაზმის დროს ახდენ ენდორფინების გამოყოფას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რადგან ეს ჰორმონი სიხარულის და ბედნიერების ჰორმონია და აგავსებს დადებითი ემოციებით. ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ ეს ჰორმონი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია,  რაც მენსტრუაციის დროს სტრესისა და სპაზმის მოხსნაში დაგეხმარება.
  • იწყებ უფრო საღად აზროვნებას რადგან თვის ტვინის ნეირონებს აიძულებ უკეთ იმუშაონ მასტურბაციის დროს.

   ოქეი. ანუ სასარგებლო ყოფილა მასტრუბაცია. მაგრამ ძალიან ბევრი მასტრუბაცია?

კვირაში 7-9 ჯერ მასტურბაცია სავსებით ნორმალურია და სასარგებლოა ორგანიზმისთის.   ხოლო კვირაში 12-16 ჯერ მასტურბაციამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას. ესენია მამაკაცებში თმის ცვენა, ვინაიდან ანდროგენები (მამაკაცის ჰორმონები) მატულობს სხეულში, სპერმის ხარისხის გაფუჭება რომელიც რეგენირებადია თუ ნორმის ფარგლებში ჩადგებით, და ქალბატონებში კი შეიძლება შევხვდეთ ჰორმონალურ დისბალანს და ტკივილს საზარდულის მიდამოში.

დასარულისთვის კი მინდა გითრათ რომ მასტურბაციაში ცუდი ნამდვილად არაფერია. მასტურბაცია არ არის სირცხვილი. ოღონდ გაითალისწინეთ ჩემი გულითადი რჩევა და დაიცავით ბალანსი, არ გადაამოეტოთ არაფერს რადგან ყველაფერი ზომიერი არის სასარგებლო, დოზის გადამეტებამ კი შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.


არსებობს მრავალი სტატია და მეცნიერული კვლევა იმის სესახებ თუ რამდენად ეფექტური ვარჯიშია სექსი,  მეცინერთა აზრი ამ საკითხის მიმართ უმეტესად ერთგვაროვანია და პასუხია არა. დამტკიცებულია რომ 23-27 წუთიანი სექსუალური აქტის განმავლობაში (პრელუდიის გათვალისწინებით) მამაკაცი წვავს საშუალოდ 105-112 კალორიას, ხოლო ქალი 67-71 კალორიას. დამეთანხმებით რომ ეს ნამდვილად ცოტაა ვარჯიშთან მიმართებაში, რადგან დადგენილია რომ 30 წუთის განმავლობაში საშუალოდ სიჩქარით სირბილის დროს მამაკაცი 212-219 კალორიას, ხოლო ქალი 156-179 კალორიამდე წვავს. ასვე british research scientist center-ის მიერ დამტკიცებულია რომ სექსის დროს წუთში ადამიანი წვავს 3.5 კალორიას, რაც თითქმის ზომიერი სისწრაფით სიარულის ანალოგიურია. აქვე ავღნიშნავ რომ  საშუალო და დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად არ არსებობს სექსის კულტურა, რის გამოც სექსი პრელუდიის გარეშე ხდება, მხოლოდ 5-6 წუთის მანძილზე. კალორიების დაწვისთვის კი 5-6 წუთი საკმაოდ მწირი დროა.

მეტი ვიდრე ვარჯიში

   ტრადიციული გაგებით სექსი ვერ ჩაითვლება ვარჯიშად. ოდითგანვე სექსი იყო სიამოვნებისა და გამრავლების აქტი და არავინ არ უწოდებდა ვარჯიშს სანამ ადამიანმა კალორიების თვლა არ დაიწყო. თუმცა წუთში 4-5 კალორიის დაწვა ვფიქრობ უკეთესია, ვიდრე ნულის. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობით დაკავება ჯობია უმოქმედოდ დჯდომას. ასევე არ შემიძლია ავუარო გვერდი იმას, რომ სექსს ძალიან ბევრი დადებით თვისება აქვს. 10-12 წუთიანისექსი, და……. აბა მოემზადეთ სამედიცინო ენით დაბომბვისთვის: 3 ფაქტს გამოვყოფ.

  1. კარდიოვასკულალური (გულ-სისხძარღვთა) სისტემა იწყებს გაჯანსარებას. კონკრეტულად სისხლძარღვში იშლება ქოლესტერინი და ათეროსკლეროზული კერები (აქვე ათეროსკლეროზს ცოტა ვრცლად განვმარტავ: სისხლში ცხიმოვანი კრისტალების სიჭარბე იწვევს სისხლძარღვების კედლის სხვადასხვა უბნების “გაცხიმოვნებას”- ე.წ. “ათერომების”, ანუ “ათეროსკლეროზული ფოლაქების” წარმოქმნას. ისინი თვითონვე ავიწროვებენ სისხლძარღვს, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევს, მაგრამ, ამას გარდა, შესაძლოა ჩამოიფცქვნან, დაწყლულდნენ და დაითრომბონ, რაც სისხლის მომოქცევას კიდევ უფრო აუარესებს. სწორედ ეს ათერომებია ის ნაღმები, რომელთა მოგვიანებულმა ამოქმედებამ შესაძლოა შეიწიროს გული, ტვინი, თირკმელები, კიდურები და მრავალი სხვა ორგანო.ჩვენი სისხლძარღვების ქსელის “დანაღმვას” ათეროსკლეროზი ჰქვია).
  2. უმჯობესდება პულმონალური (ფილტვის) სისხლმომარაგება, უმჯობესდება ბრონქების გაშლის ხარისხი და იზრდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება.
  •  იზრდება სეროტონინის და ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონების) გამოყოფა, რაც აისახება ჩვენს ხასითზე და გუნება-განწყობაზე დადებითად, საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ასტაბილურებს ძილ-სიფხიზლის ციკლს.

   ასევე დავამატებ რომ სექსს შეუძლია გაგათავისუფლოს ყოველგვარი შფოთვისა და დეპრესიისგან, ხელს უწყობს რელაქსაციასა და სტრესის ნაკლებობას. რეგულარული სექსი გიცავს გულ-სისხლძაღვთა დაავადებებისა და პროსტატი სკიბოსაგან, აუმჯობესებს გარეგნობას, ხდება კერატინის გამოყოფა და აძლიერებს თმას. მამაკაცებში კი, რომელთაც ხშირად აქვთ სექსი, ხება ტესტოსტერონის ჭარბი გამოყოფა რაც იწვევს სიმელოტეს და თმის ცვენას. სწორედ ამიტომ არიან მელოტი მამაკაცები ყველაზე სექსუალურები. ასევე სექსი არის ძლიერი იმუნური სისტემის გარანტი.

ვარჯიშად გადაქცევა

   თუ ძალიან გეზარება ვარჯიში და გიჟდები სექსზე, ეს არის მთავრი მიზეზი რის გამოც სექსი უნდა აქციო ვარჯიშად. თუმცა, უნდა გაითვალისწინო რომ სექსი თავისი არსით არ არის ვარჯიში. თუ გინდა რომ სექსი აქციო ვარჯიშად, მაქსიმალურად უნდა გაზარდო მისი დრო, შენი გაქაჩვის ფარგლებში. ასე სექსი ოდნავ, მაგრამ მისი დატვირთვით მაინც დაემსგავსება კარდიოვარჯიშს, აუცილებელია გაიზარდოს პრელუდიის დრო (პარტნიორი ბევრად უფრო ნასიამოვნები დარჩება და ალბათ მოგეჯაჭვება კიდეც თუ პრელუდიაში მაგრები იქნები).  გათვალისწინე რომ პრელუდიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენს მოთმინებაზე, აქტის ხანგრძლივობის გასაზრდელად და პოტენციის გასაუმჯობესებლად კი ძალიან კარგია სექსამდე რამდენიმე წუთით ადრე აკეთო ჩაჯდომები (ბუქნები). ეს ააქტიურებს შორისის მიდამოს კუნთებს, რომელთა ტონუსში ყოფნა და დიდი სისხლმომარაგება დაგეხმარება ძლიერი ტონუსისა და ერექციის შენარჩუნებაში. ეს ყველაფერი კი უზრონველყოფს სწრაფი ეაკულაციის (მალე გათავების) გაქრობსა და ბევრად ძლიერ, ხანგრძლივ და ინტენსიურ ორგაზმს. ამ ვარჯიშებს შეასრულებთ 1 კვირაში იგრძნობ როგორ გაიუმჯობესდება სექსის ხარისხი.

  ასევე, ჯანმრთელი და სწორი კვება ხელს უწყობს როგორც წონის პრევენციას, ასევე ჯანსაღი სექსის  ხარისხს.

   საბოლო შეჯამებით კი მინდა გითხრათ, სწორი კვება, სწორი სექსი და ვარჯიში არის ცხოვრების განუყოფელი, აუცილებელი ნაწილი. ეს ყველაფერი უნდა აქციოთ თქვენთვის საარგებლო აქტებად, იმისთვის რომ გქონდეთ ჯანმრთელი და ჯანსაღი სხეული. ასე რომ, იდეალისტური ფორმულა მარტივია: სწორი კვება, სწორი სექსი, ვარჯიში. სამივე მიმართულება თუ ნორმაში გაქვს, იქნები ისეთი ენერგეტიკის მატარებელი რომ ყველასთვის, შენივე საკუთარი თავის ჩათვლით, შენი წარმატება ცხოვრებაში მარტივი დასაჯერებელი იქნება და ასეც მოხდება.


ყველას სექსუალური ცხოვრება უპრობლემო როდია. შეიძლება უმრავლესობას საქმე კარგად აქვს ამ მხრივ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში სადაც სექსუალური განათლება ფაქტობრივად არ არსებობს და სექსი ჯერ კიდევ ბევრისთვისაა ტაბუ, ესეთი პრობლემები ხშირად არ აშკარავდება და ამ პრობლემების მქონე ადამიანები მუდმივად დაჩაგრულები არიან.

რას ნიშნავს შეთავსება სექსუალურ ცხოვრებაში?

     მოკლედ ძალიან ბანალურად აღგიწერთ ამ ყველაფერს. ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა. ქორწილამდე სექსი არ ჰქონიათ, იქორწინეს, ყელაფერი ვარდისფერია და ძალიან ძალიან კარგადაა, თუმცა დაღამდა, წყვილი განმარტოვდა და სექსით ასრულებს გრანდიოზულ ქორწილის დღეს. თუმცა, მათი ღამე სულ არ იქნება ისეთი გრანდიოზული, როგორიც დღე იყო. აღმოაჩენენ რომ მიუხედავად სიყვარულისა სექსში ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ამის მრავალი მიზეზი არსებობს 

1)შიში პირველი სექსის მიმართ + გამოუცდელობა

2)სწრაფი გათავება (ძირითადად კაცების მხრიდან)

3)ორგაზმის ვერ მიღწევა

ამ ყველაფერმა შეიძლება სტარტი მისცეს იმ კურსს, რომელიც ოჯახს დაანგრევს და მალევე ეს კურსი შეუქცევადი გახადოს. განვიხილავთ თითოეულ მოცემულობას.

    1) შიში პირველი სექსის მიმართ შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე კაცის მხრიდანაც. მამაკაცის შემთხვევაში შიშს წინ ძირითადად გამოუცდელობა უძღვის. ამ შიშმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია – ანუ, არ აგიდგეს და ეს უფრო აღვივებს სექსის შიშს მომავალში. ქალების მხრიდანაც შიში უმთავრესი ფაქტორია რადგან უმეტესობას ჰგონია რომ ძალიან ეტკინება და სისხლდენის შიში აქვთ. სისხლდენის შიში კი სიკვდილის შიშშიც კი შეიძლება გადაიზარდოს. დამერწმუნეთ, როცა ფიქრობ რომ სექსით მოკვდები, ნამდვილად საშიშია. პირველ ღამეს სექსის მაგივრად ჭიდაობა შეიძლება გაგრძელდეს მეორე და მესამე ღამესაც, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სრულიად გააქროს წყვილში ერთმანეთს შორის მიზიდულობა, რაც მეტ წილად კაცის შემთხვევაში ხდება. ამას მოყვება შემდეგ ურთიერთობის დაძაბვა, პიროვნების ცვლილება, სხვა ქალებთან „გაგულავება“ და სხვა მოვლენები.

    2) სწრაფი ეაკულაცია არის მამაკაცის მიერ ორგაზმის სწრაფად მიღწევა და სპერმის გამოყოფა. ამ პრობლემის გამო ქალების 72% მსოფლიოში ვერ აღწევს ორგაზმს  რადგან ქალბატონებში ორგაზმი რამდენიმე ტიპის არსებობს და მისი მიღწევა შედარებით ძნელია. ქალბატონებს  15-20 წუთი სჭირდებათ ორგაზმის მისაღწევად და ძირითადად  ეს ქალბატონები ანორგაზმიით იტანჯებიან, რის გამოც  უამრავი ურთიერთობა ინგრევა. აქვე ჩნდება კითხვა მაშინ რატომ არ იკავებს თავს მამაკაცი სწრაფი ეაკულაციისაგან. ორგაზმისაგან თავის შეკავება ფსიქოლოგიური ფაქტორია და იწვევს პროსტატის დაავადებებსა და ერექციულ დისფუნქციას. მამაკაცის ორგაზმისგან თავის შეკავება ხშირად ვერ ხდება სპეციალური სპრეის ან ლუბრიკანტის გარეშე, რასაც ჩვენს სექს შოპში რამდენიმე სახისას იპოვით.

  3) ორგაზმის ვერ მიღწევა მამაკაცებში იშვიათად, ხოლო ქალების 72% ში ფიქსირდება და გამოწვეულია არასწორად არჩეული სექსუალი პარტნიორის გამო, რის გამოც ურთიერთობები ინგრევა. თუ კაცი ხარ და ამას კითხულობ, წარმოიდგინე რომ ვერ გათავებინებს შენი ცოლი, ვერასდროს. დიდი დრო არ დაგჭირდება სანამ ფიზიკურ მიზიდულობას დაკარგავ და მინიმალური შედეგი ურთიერთობაში ის იქნება რომ ინიციატორი სექსში არასდროს იქნები.

არასწორი სექსუალური ცხოვრება ქალისთვის შეიძლება გახდეს ანორგაზმიის მიზეზი. ანორგაზმია ქალისთვის სქესობრივი დისჰარმონიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

უმრავლეს შემთხვევაში ანორგაზმია არის შეძენილი, ანუ ის რაღაც მიზეზებით არის გამოწვეული, თუ, რასაკვირველია, ამას არა აქვს ანატომიური ხასიათი, ანუ ორგანული დაზიანება, რაც შეუძლებელს ხდის ორგაზმის მიღწევას.

 ანორგაზმია ინდივიდუალურია და მისი გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა. ყველაზე ხშირად ანორგაზმიის მიზეზია შეუთავსებლობა პარტნიორებს შორის. ხშირად პარტნიორი არის სექსუალურ ურთიერთობაში რიტმის, სიხშირის განმსაზღვრელი. სამწუხაროდ, ჩვენთან არსებული მენტალიტეტის, ფსიქოსომატური და ფსიქოსექსუალური აღზრდის გამო ქალები ხშირად ვერ ბედავენ კორექტირება შეიტანონ პარტნიორის ქცევებში. თუ ამას ახერხებენ, რიგ შემთხვევებში ისინი აღწევენ კიდევაც შედეგს. თუ ქალი არ არის მომზადებული სქესობრივი აქტისათვის, ბუნებრივია, ანორგაზმასთან გვექნება საქმე, ამიტომ პარტნიორთან საუბარიცაა საჭირო. მან ქალი უნდა მოამზადოს აქტისათვის, ანუ პრელუდიის პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს. ზოგიერთ ქალს სჭირდება 5 წუთი, ზოგს, 20 წუთამდე – ეს არის ინდივიდუალური და გასათვალისწინებელი. ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალის ეროგენული ზონების, ანუ მგრძნობიარე ადგილების სტიმულაციას, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუცდელი და ფეხებზე მკიდია მამაკაცები ვერ/არ ახერხებენ. ესეც განაპირობებს ანორგაზმიას.

   გარდა ამისა, ანორგაზმიას შეიძლება იწვევდეს გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ჭარბი წონა, ფსიქიური მოშლილობა, დეპრესია და ნევროზული მდგომარეობა. ხშირად ჯადოსნური წრე იკვრება, ანუ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას ქალი მიჰყავს ნევროზულ მდგომარეობამდე, ნევროზული მდგომარეობა კი, თავის მხრივ, იწვევს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. როცა ნევროპათოლოგთან, ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან მიდის ქალი, მას აუცილებლად უნდა ჰკითხოს ექიმმა, როგორი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ნევროზული აშლილობის მსუბუქი ფორმები მიუთითებს შეუთავსებლობას პარტნიორთან. მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ დაავადებებსაც: თუ ქალს აქვს გადატანილი მძიმე ტრავმა მშობიარობის შემდეგ, შეიძლება ანორგაზმია განვითარდეს. ნაწიბურები, ტრავმები – ამის კორექტირება უნდა მოხდეს ქირურგიული გზით. კოსმეტოლოგიური ოპერაცია უნდა გაკეთდეს ამ დროს, რომ ეს არ იყოს ხელშემშლელი. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზის შერჩევას, რადგან გარკვეული პოზების დროს ხდება ეროგენული ზონების სტიმულირება, ამიტომ ექიმთან ვიზიტისას ქალთან ერთად პარტნიორიც უნდა მოვიდეს. სანამ ანორგაზმიის მკურნალობას დავიწყებთ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი. თუ ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი ფსიქოსომატურია, უნდა აღმოიფხვრას პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ინდივიდუალური მკურნალობა. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფიზიოთერაპია. რა თქმა უნდა, არსებობს სექს სტიმულატორებიც, რომელიც რაღაც შემთხვევაში შედეგებს გვაძლევს, მაგრამ ძირითადი მიზეზის მკურნალობა უნდა მოხდეს, რომ შედეგი გრძელვადიანი იყოს.

   ქალს, რომელიც ორგაზმს ვერ აღწევს, ეწყება სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, თანდათანობით უფერმკრთალდება ის შეგრძნებები, რომელიც მას პარტნიორთან ურთიერთობისას გააჩნდა. ანორგაზმია არცთუ იშვიათად ხდება ქალის დაავადების, დეპრესიების, ნევრასთენიული მდგომარეობის, ჰიპერტონული დაავადებების მიზეზი. უნდა გვახსოვდეს, რომ სექსი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ადამიანის და მისი სრულყოფილად არქონა თავისთავად იწვევს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ბევრი დაავადება ვითარდება. ცუდი შედარებით და გლეხური ენით – წარმოიდგინე რომ ფსელის და მძღნერის ნახევარს მუდმივად იკავებ. არაერთი ახალგაზრდა ქალი მიდის ნევროპათოლოგთან, ფსიქოლოგთან, თავის ტკივილის, უძილობის მიზეზით. მე, როგორც სექსოლოგი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალთა 50-60 პროცენტის პრობლემა აქედან მოდის. სექსი არის ადამიანის ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აქ არაფერი გასაოცარი და სამარცხვინო არ არის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სისტემატურად არ ჭამს, ან არ სძინავს… როგორ შეიძლება ის ჯანმრთელი იყოს? ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, რომელიც სისტემატურად არ კმაყოფილდება, იწვევს ჯანმრთელობის გარკვეულ და ხშირად სერიოზულ პრობლემებს. თუ ანორგაზმია დიდხანს გრძელდება, ქალს შეიძლება სექსის მიმართ ზიზღის გრძნობაც გაუჩნდეს, რაც თავის მხრივ იწვევს კონფლიქტს პარტნიორებს შორის. პრობლემების მოსაგვარებლად კი ექიმთან კონსულტაცია არის აუცილებელი. ამიტომ, არასდროს გაგიტყდეთ.

           სექსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

აზრი სექსის და ზოგადად ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობის შესახებ ხშირად ორად იყოფა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხშირი სექსუალური აქტი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ზოგიც კი პირიქით. სექსუალური კავშირის სიხშირის ნორმების დადგენა შეუძლებელია, რადაგან ეს დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, როგორიცაა ტემპერამენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.


სქესობრივი კონტაქტების ინტენსივობა ოჯახური ცხოვრების ხანგრძლივობის შესაბამისად იცვლება: ქორწინების პირველ თვეს (ან პირველ თვეებში) ცოლ-ქმარს სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე შეიძლება ქონდეს, მომდევნო რამდენიმე თვე – კვირაში 3-4-ჯერ, შემდგომ – კვირაში 2-3-ჯერ და უფრო იშვიათად, რამდენიმე წლის შემდეგ კი 2 კვირაში 1-2-ჯერ.

სქესობრივი აქტი რთული ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია. იგი წყვილის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესაბამისად მიმდინარეობს და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საყოველთაოდ აღიარებული ნორმები ვერ იარსებებს. პრობლემის შემთხვევაში წყვილმა უნდა მიმართოს სექსოლოგს.

   სექსი აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, წმენდს ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინისაგან,  ამაგრებს  და აძლიერებს კუნთებს. აქედან გამომდინარე, უმჯობესდება გარეგნობა, კანის ფერი, თმის ხარისხი. იმატებს ორგანიზმში კერატინის გამოყოფა. წარმატებული სქესობრივი აქტის შემდეგ ქალბატონები ივსებიან ბედნიერების ჰორმონით – ენდორფინით, რაც აისახება მათ განწყობაზეც და მამაკაცზე.

სექსის უარყოფითი მხარეები

შესაძლოა წამოიჭრას „მამაკაცური პრობლემა”- ხშირი აქტის შემდეგ (დღეში 4-დან 6- მდე), კაცებს შესაძლოა შეუმცირდეთ ერექციის დონე და სპერმის რაოდენობა, დროებით გაუარესდეს ხარისხი, რაც რა თქმა უნდა აღდგენადია და არ უკავშირდება მუდმივ პრობლემას.


დასასრულისთვის კი მინდა  მადლობა გადაგიხადოთ ყირადღებისათვის და იმისთვის რომ ამ ვრცელი და რთული თემებით ინტერესდებით. მინდა გითხრათ რომ  სექსით უნდა დაკავდეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც იქნებით ამის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ნუ იტყვით ამაზე უარს, თუკი გაგიჩნდებათ სურვილი, რადგან თავშეკავება  მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი კარგი რჩება სასიამოვნოდ, თუკი ის არ გასცდება ნორმებსა და საზღვრებს.


   გაგიმარჯოთ ყველას. ინსპირაცია ამ ბლოგისთვის იყო ის რომ ინტერნეტში ქალიშვილობის დაკარგვაზე უამრავ რამეს ამოიკითხავთ, თუმცა ინფორმაციული ბლოგები ან კითხვებზე პასუხს ვერ სცემს, ან პასუხზე უფრო მეტ კითხვას ბადებს.

 ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ბლოგი რაც ეფუძნება ვიღაცის გამოცდილებას ან ემოციურ განცდებს. ტექსტებში კიკუსთვის დამახასიათებელი ყლეპროჭაობების მიუხედავად, რასაც ქვევით წაიკითხავთ არის ექიმის მიერ დაწერილი პროფესიონალური ტექსტი. ამიტომაც დაივიწყე ყველაფერი რაც აქამდე წაგიკითხავს, ეს ბლოგი აერთიანებს პასუხებს ყველა საკვანძო კითხვაზე რაც გჭირდება.

  1. რა არის აპკი და რა ხდება ფიზიკურად ქალიშვილობის დაკარგვისას

 დავიწყოთ განმარტებით თუ რა არის საქალწულე აპკი. საქალწულე აპკი (hymen) განთავსებულია საშოს შესასვლელიდან 2-3 მმ-ის სიღრმეზე. იგი  შემაერთებელ ქსოვილოვანი წარმონაქმნია. საქალწულე აპკის ფორმა ინდივიდიალურია: რგოლისებრი, ირგვლივი კბილისებრი; ვარსკვლავისებრი; უკანა მთვარისებრი; წინა მთვარისებრი; აპკი – ორი (ვიწრო) ხვრელით, ფანჯრისებრი; აპკი – ორი (ფართო) ხვრელით, სეპტალური; სუბსეპტალური; მრავალი წვრილი ხვრელით; მცირედპერფორირებული. არსებობს საქალწულე აპკები ნახვრეტების გარეშე. ამ დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ არ გაგიტყდეს გინეკოლოგთან ვიზიტი, იცოდე რა ჯიშის აპკი გაქვს და მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები. თუ გინეკოლოგთან ვიზიტი გიტყდება რადგან ფეხებს ვერ გადაუშლი, „რა პონტია“ და ასე შემდეგ, საქალწულე აპკამდე საკუთარ თავში ჯერ დებილი გყავს მოსაკლავი. არსებობს შემთხვევები, როცა აპკი საერთოდ არ არსებობს. სტატისტიკურად შემთხვევების უმრავლესობაში ქალწულთან პირველ კავშირს (კოიტუსს) მოსდევს  სისხლდენა, მაგრამ დაახლოებით 3% შემთხვევებში ეს ასე არ ხდება. შესაძლოა აპკი იყოს ძლიერ ელასტიური და გაიწელოს. დეფლორაცია კი მოხდება მეორე, მესამე აქტის დროს, ან სულაც მშობიარობისას. მოკლედ მრავალი გზა არსებობს საქალწულე აპკის დარღვევითვის. 45 წლის ზემოთ ამბობენ პერფერატორია საჭიროო… ეს ისე, ხუმრობით. სისხლდენაზე და ა.შ. უფრო ვრცლად ქვევით ვისაუბრებთ.

  • მტკივნეულია თუ არა ქალიშვილობის დაკარგვა და როგორ მოვიქცე რომ მტკივნეული არ იყოს

   მოდი წარმოიდგინე, რომ უკნიდან ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც გეცეს. ამ დროს დაძაბული ხარ. როცა დაძაბული ხარ, შენი კუნთები დაჭიმულია.

  შენს ხელზე თითები მოკუმე და დაჭიმე, ხოლო მეორე ხელით ეცადე თითი გააძვრინო. როდის უფრო მარტივია თითის გაძვრენა, მაშინ როცა თითები უბრალოდ მოკუმულია, თუ მაშინ, როცა თითები მოკუმულიცაა და დაჭიმულიც? ასეა შენი ვაგინაც. თუ ფსიქოლოგიურად ელოდები რომ რაღაც ფეხებს შორის გეცემა, „უიმე დედა“ და შიგნით შეგეთხრება – კი, დაჭიმულიც იქნები და აუცილებლადაც გეტკინება. ხოლო თუ საყვარელ ადამიანთან ალერსით ხარ გართული, ბედნიერი ხარ და მას ენდობი – მაშინ არ იქნები დაჭიმული და შესაბამისად არც გეტკინება. პირველ შემთხვევაში ისიც ცხადია რომ ფსიქოლოგიურადაც არ ხარ მზად სექსისთვის, ამიტომ არც უნდა გქონდეს.

   ყველაზე კარგი საშუალება მოდუნებისთვის არის საკუთარი თავის შეცნობა. პირველ აქტამდე ცხოვრებაში ერთი ორგაზმი მაინც უნდა გქონდეს განცდილი, რომ იცოდე პიკი როგორია, ასევე შეგიძლია საქალწულე აპკს შეეხო ვიბრატორით ან სულაც ვიბრატორით დაკარგო ქალიშვილობა სასიამოვნოდ, შენი ხელით. საბოლოო ჯამში, მტკივნეული იქნება თუ არა შენი ქალიშვილობის დაკარგვა შენზევეა დამოკიდებული – თუ იცნობ საკუთარ სხეულს, გინეკოლოგთან ნამყოფი ხარ და იცი როგორი აპკი გაქვს, მოგწონს შენი პარტნიორი და გრძნობ მასთან ემოციურ ბმას, მაშინ შენთვის მტკივნეული არ იქნება. თუ გინეკოლოგთან არ ხარ ნამყოფი, ან ორგაზმი არ განგიცდია, ან პარტნიორთან ვერ გრძნობ ემოციურ ბმას – შენთვის სექსის დრო მაშინ ჯერ არ მოსულა. ამიტომ თუ მაინც და მაინც რამის შედება გინდა, ისევ დილდო დაითრიე, ჯობია.

  • ვაი და სისხლი არ წამომივიდა?

   ესეიგი იმ 3 პროცენტში შედიხარ, გამორჩეული ყოფილხარ. ამ შემთხვევაში:

  1. ან უკვე აღარ ხარ პატიოსანი და პატივი გქონია ახდილი ისე რომ ვერც გაგიგია
  2. ან უბრალოდ ელასტიური აპკი გაქვს
  3. ან უბრალოდ აპკი არ გაგაჩნია

თუმცა 97% შემთხვევებში სისხლი ეგრევე მოდის.

  • პრეზერვატივით თუ პრეზერვატივის გარეშე?

   პრეზერვატივით, ცალსახად. პენისს აქვს თავისი მარილები და უჯრედები, რაც შენი სხეულისთვის უცხოა. ვაგინას აქვს თვითწმენდის მექანიზმი, ამიტომ ზოგადად უპრეზერვატივოდ სექსი წყვილში პრობლემა არ არის. თუმცა, შენი ქეისი სხვაა: წარმოიდგინე რომ გაიჭერი თითი. რომლის დადება გირჩევნია – მეორე ხელის, თუ სტერილური, სუფთა ნაჭრის? იგივეა ვაგინის შემთხვევაშიც – როცა აპკი ირღვევა, მას არ უნდა ეხებოდეს ისეთი რაღაც, რაც არც შენი სხეულის ნაწილია და არც სტერილური. როცა შეგიხორცდება – ოქეი, უპრეზერვატივოდაც მოსულა. აქტისას ასევე აუცილებლად გამოიყენე ლუბრიკანტი.

  • რა არის ლუბრიკანტი და როგორ გამოვიყენო?

   დავუბრუნდეთ მაგალითს მუშტზე. მოკუმე თითები და ეცადე, რომ მეორე ხელის თითი ამ მოკუმულ თითებს შორის გააძვრინო.  დამეთანხმები, რომ ძნელია და არა-სრიალა. ახლა თითი დაისველე ნერწყვით და ისე ეცადე გააძვრინო შენს მუშტში. ასე უფრო მარტივია, სრიალებს, მაგრამ ერთი პრობლემაა – ალბათ არ მოგინდა თითის გალოკვა ან ხელზე დაფურთხება, ხო? ნამდვილად არასუფთა გზაა და არამხოლოდ ქალიშვილობის დაკარგვისას, არამედ არასდროს არ უნდა დაასველო პენისი ან საშო ფურთხით. გაგიკვირდება და ამას ბევრი აკეთებს. ლუბრიკანტი არის სპეციალური, სრიალა, სტერილური სითხე, რომელსაც ხშირად აქვს სპეციალური სასიამოვნო სუნიც. არის ნერწყვზე ბევრად სუფთა და სრიალა. წაუსვავ პენისს თავიდან ბოლომდე, ასევე წაუსვავ საშვილოსნოს ბაგეებს და ეგაა, სასიამოვნო, მარტივი და სწრაფი შედებისთვის მზად ხარ.

ასევე, მამრებო, გაითვალისწინეთ, რომ როცა ქალი განიცდის შიშს, მისი საშო არ სველდება. მშრალზე მშრალი კიდე რომ ვერ მიდის, ცხადია. მაგისთვის არსებობს ლუბრიკანტი, ოღონდ ეს არ გაძლევთ საშუალებას რომ ეგრევე სთხაროთ. ამ შემთხვევაში შეიძლება კლინიკის მოსაცდელში მოგიწიოს ღამის გატარება თან ამასობაში გოგოს მშობლები ხომ გაგინებენ, ექიმები ხომ გაგინებენ, გარეთ სტაიანშიკიც გაგინებს და თუ ძაან გაგიმართლა გოგოს რომ პირველ სექსში ჩაუჯვი, ერთი ეგ გოგო არ გაგინებს. მოკლედ თუ ტკივილის მაქსიმალურად შემცირება გინდათ, გამოიყენეთ გამაყუჩებელი ეფექტის ლუბრიკანტი. STOPGASM ლუბრიკანტი ქვია კიკუს კატალოგში.

  • რა ხდება ქალიშვილობის დაკრგვისას და ფიზიკურად  რა მოსდის სხეულს

   მთავარი ცვლილება რაც არის, ფსიქოლოგიური ცვლილებაა. ხშირად ზედ ეტყობათ გოგოებს ვინ ქალიშვილია და ვინ არა. ქალდები რა, აღარ ხარ პატარა გოგო. შენ თვითონაც გრძნობ მაგას. ამის გარდა შეგიძლია თქვა რომ 3 გრამით მსუბუქი ხარ, აპკი გქონდა და აღარ გაქვს. სულ ეგაა.


კიკუს დამფუძნებლებს და ბორდს არ გვევასება ჩაკეტვა და ჩვენს ბაბლში ყოფნა. ისიც ვიცით რომ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობას  მოაქვს ეკონომიკური ბენეფიტი, თუმცა პარტნიორობისთვის ეკონომიკურ ინტერესზე მეტი გვჭირდება. არ შეგვიძლია ეს შარვალ-კოსტუმები, ხელის ჩამორთმევა და გაღიმებები. შენი პარტნიორი ბიზნესი უნდა იყოს იმენა ჯიგარი, გულიანი და ძმა რა. მაგიტომ ქვია ბლოგის ამ სექცისაც კიკუს ძმა ბიზნესები.

   მოკლედ, საიდან დავიწყოთ ამ ხალხის მაგრობაზე ლაპარაკი. ჯერ საერთოდ გავიაზროთ რა საზოგადოება გვაქვს ახალგაზრდების კუთხით. ძირითადად რაღაც ღირებულების შექმნის იდეა ან არ გვაწუხებს, ან, უკეთეს შემთხვევაში, „ტრაილერი ხომ არ გვეყიდა? ან საშაურმე ხომ არ გაგვეხსნა?“ კამანდაა ამ ქვეყნის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი ვისთანაც ოდესმე შეხება გვქონია – აი იდეა რომ დაიდება, ძმაკაცებთან ერთად სემიჩკით ბესეტკაში რომ ჩავსხდებით, ვბაზრობთ იდეაზე, რაღაცეებს მოვიფიქრებთ და მერე არავინ არაფერს არ აკეთებს. ქრება გეგმებიც, მიყვება იდეაც, და ეს წრე მეორდება ციკლურად, წლების მანძილზე.

   აი ეს კამანდა, ის სამეული ვინც ეს ბარი წარმოიდგინა და შექმნა, დროზე წინ არიან. თანემედროვეობაზე უფრო განვითარებულები არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული და არანაირი განსაკუთრებული ბექგრაუნდის ან დახმარების მქონე ახალგაზრდა ბიჭები, ვინც „დამპალ კაპიტალიზმზე“ წუწუნის და სხვა უფრო შეძლებული ხალხისადმი ბოღმით ყურების მაგივრად დასხდნენ, მოიფიქრეს, სინქრონულად გაანძრიეს ხელი, ტვინი და გული, გაბედეს, გარისკეს და შექმნეს ერთი ძალიან მაგარი და მიმზიდველი ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეხვიდე, დაისვენო, გაერთო მუსიკით, გაიცნო ისეთი ახალგაზრდა ხალხი ვისაც ამათთან ყოფნა უსწორდება და ვის გამოც მართლა გექნება ამ ქვეყანაში მომავლის რწმენა, ერთი-ორი საფირმო კოქტეილიც დააგემოვნო. კარგად რომ გაერთობი და გარემო რომ გაგისწორდება, გახსოვდეს რომ ეს ყველაფერი აი იმ ახალგაზრდა, შენი ტოლი ან შენზე პატარა ბიჭების შექმნილია, ვიზეც ამ ბლოგში იწერება.

   თავისთავად ამ ხალხთან პარტნიორობა მაგრად გვისწორდება. გვისწორდება კი არა და პატივიცაა. ეს ბლოგიც იმას ემსახურება რომ ჩვენი და მათი პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს ვიზიტორებს ეს ხალხი გაგაცნოთ.

მიდით, მოინახულეთ
https://www.facebook.com/synodbar/

ერთი სიტყვით, ძაან რომ აღარ გავწელოთ, აგერაა ვიდეო ამ ხალხზე

„ციანიდი“, „პუტინის სისხლი“, „შავი მოძღვარი“… – „სინოდისგან“

🟡 სამი მეგობრის დაფუძნებული ბარი „სინოდი“. 📌 „რეესტრმა შპს-თვის „სინოდის“ დარქმევაზე უარი გვითხრა“📌 „იყო მუქარა, რომ დღეს მოვდივარ და უნდა დაგლეწოთ“სინოდი / Synod

Posted by პუბლიკა • Publika on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2020

    და აგერაა მაგათი გვერდი


ეს ძალიან საინტერესო წამოწყება გახდა ჩვენი პირველი მოძმე ბიზნესი. ძალიან მაგრები არიან და ამათი სერვისით საშუალება ეძლევათ სხვა სტარტაპებსაც რომ უკეთესად გამოჩნდნენ ბაზარზე. 10/10 მოფიქრებაში!

კომპანია „შეგირჩევ“ არის ენთუზიაზმით სავსე მეგობრული გუნდის ძალიან საინტერესო წამოწყება, რომელიც გთავაზობთ დახმარებას საჩუქრის შერჩევის პროცესში. ჩვენი გუნდი თავიდან აგაცილებთ დამღლელ პროცესს – საცობებსა და გრძელ რიგებში დგომას, გადაჭედილ მოლში სიარულსა და თავში ათასი ვარიანტის განხილვას. კომპანიისგან „შეგირჩევ“ შემოთავაზებული რამდენიმე ორიგინალური და განსხვავებული საჩუქრის ვარიანტიდან აირჩევთ თქვენთვის მისაღებს(თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით). ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ქართული სტარტაპების ბედი, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ეხმარება დამწყებ სტარტაპებს პოპულარიზაციასა და მათი პროდუქციის საზოგადოებისთვის გაზიარებაში.

 ჯერ კიდევ არ შეგირჩვია საჩუქარი? ჩვენ აქ ვართ. შეავსე მცირე კითხვარი.

#ძალა ერთობაშია

#გაიმარტივე ცხოვრება, ჩვენ გირჩევთ, შენ გარეშე

#გაიგე მეტი ინფორმაცია ქართული ორიგინალური სტარტაპების შესახებ

#ხელი შეუწყე ქართული სტარტაპების განვითარებას  

ჩვენი ფბ:https://www.facebook.com/shegirchev/


რა არის ვიაგრა?
ვიაგრა რომ ლეგენდარული პრეპარატია რომელიც ძალიან მაგარი პიარის წყალობით უეჭველად გაგიგია მაგრამ დიდი ალბათობით არასდროს მიგიღია, კი ვიცით.
ამ ბლოგში გაიგებ რა არის ვიაგრა პრაქტიკულად. ბევრს გგონიათ რომ ვიაგრა არის რაღაც აბი რომელსაც დალევ და პიიიიიზდეც, ყლე უცებ შლაგბაუმად გექცევა, ან გოგოს დაალევინებ და ვსო, რა დონეზე ბანძი ტიპიც არ უნდა იყო ვერ გაძლებს და დაგასკდება ზედ.
არა და მცდარია ეგ აზრი: თვითონ ვიაგრას მფლობელი კომპანია პფაიზერი გეუბნება რომ ეგრე არაა და ვიაგრას მოქმედებისთვის საჭიროა:
1. იყო შესაბამის ხასიათზე. ციტირება: „არ აგიდგება უბრალოდ ვიაგრას დალევის გამო. სექსუალურად სტიმულირებული უნდა იყო იმისთვის, რომ ვიაგრამ იმუშავოს“.
2. ვიაგრა მოქმედებას იწყებს 30-60 წუთში და შეგიძლია მიიღო სექსუალურ აქტამდე 4 საათით ადრეც, ამიტომ მომენტალურ ეფექტებს ნუ დაელოდები.
3. ვიაგრას მიღბა შეიძლება საჭმელთან ერთად ან საჭმლის გარეშე. თუ იღებ ისეთ საჭმელს რომელსაც აქვს ცხიმის მაღალი შემცველობა, ნორმალურზე ცოტა მეტი დრო დაჭირდება ვიაგრას რომ მოქმედებაში მოვიდეს.
აჰა, ინგლისური თუ იცი წაიკითხე შენ თვითონ: https://www.viagra.com/taking/tips-for-taking-viagra

უკუეფექტები
ყველაზე ხშირი უკუეფექტები, რაც ვიაგრას მოსდევს არის თავის ტკივილი, მუცლის გაღიზიანება, მხედველობის დაქვეითება (ფერების არევა ან თვალებში დაბინდვა, მცირე დროით), კუნთების ტკივილი ან ცხვირიდან დენა.
ვიაგრას მიღება არ შეიძლება თუ იღებ წამლებს ნიტრატების შემცველობით ან თუ ხარ ალერგიული სილდენაფილზე.
ვიაგრა არის იგივე სილდენაფილის ციტრატი.
ეს არ არის მცენარეული ნივთიერება და აქედანაა გამოწვეული შესაძლო უკუეფექტებიც. სილდენაფილი აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამიტომ განვითარებულ ევროპაში ვიაგრას რთულად თუ იპოვით.
თუმცა, ევროკავშირის ბაზარზე არსებობს მცენარეულებზე დამზადებული საკვები დანამატები, რომლებსაც აქვთ ვიაგრას ეფექტი და არ იწვევენ უკუეფექტებს. ამ საკვები დანამატების ბრენდებში ერთ-ერთი ლიდერია ბრიტანული კომპანია ერომედის საკვები დანამატები: ვიაგეონი (კაცისთვის) და ვიამეა (ქალისთვის).
თითო კოლოფში არის 2 პაკეტი, თითო პაკეტში არის 2 კაფსულა. თუ 60 კილოზე ზევით ხარ, მაშინ ერთ მიღებაზე იღებ 2 კაფსულას, მნიშვნელობა არ აქვს მდედრობითი სქესის ხარ თუ მამრობითის. შეგიძლია გახსნა წყალშიც და რაიმე სასმელშიც, ოღონდ გაითვალისწინე რომ გახსნის შემდეგ ფერის და გემოს ცვლილება მთლად შეუმჩნეველი არ იქნება!
ერთი სიტყვით ხოდზე უნდა იყო რა. დალევით და დაჯდომით მოსასვლელი ეფექტი არ მოდის. მოკლედ, გაითვალისწინე ყოველივე ზემოთ თქმული, არარეალური მოლოდინები ნუ გექნება და მიდი, იგრიალე!


კაცობრიობის ყველაზე დამაინტრიგებელი შეკითხვა – აქვს ასოს ზომას მნიშვნელობა? ესაა კითხვა, რომელიც ყველას გვაქვს იმ ასაკიდანვე როცა ვიაზრებთ ჩვენი ურცხვი და ცელქი ინსტრუმენტის რეალურ ფუნქციას და ვაცნობიერებთ, რომ გარდა მავნე და მყრალი ნივთიერებების გარეთ გამოდევნისა, ჩვენს ასოს სხვა უფრო სასიამოვნო და საინტერესო ფუნქციების შესრულებაც შეუძლია.

მოკლედ, საქართველოში და ზოგადად თითქმის ყველა ქვეყანაში საოცრად მასკულინურლია დიდი სირი, რაც უფრო გრძელი და მსხვილია შენი პასპორტი და რაც უფრო მეტი ვიზა გაქვს ჩარტყმული მით უფრო დიდია შენი სოციალური სტატუსი, რაც განპირობებულია იმ სოციალურ-კულტურული ფონით რაც ისტორიულად არსებობს ჩვენს ლამაზ საქართველოში.

ამ თემაზე გადავწყიტეთ დაგვეწერა ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანია უსაფუძვლოდ დაკომპლექსებული საკუთარი გენეტალიების ზომისა და ფორმის გამო. ალბათ ბავშობაში ყველას გვყოლია მინიმუმ ერთი მეგობარი რომელიც საერთო გასახდელში სულ ჩაცმული ტრუსიკით დაიარებოდა და ყოველთვის სცხვენოდა საკუთარი ღირსების გადმოგდება, ვინაიდან თავის მეგობრებთან შედარებით პატარა სასტვენი ქონდა. მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ტიპს შეილება ქონდეს 14 საინტიმეტრიანი ბალაყანა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით და ვაბშე ყველანაირად საკაიფო კალიბრია, მარა საზოგადოებაში და საძმაკაცოში არცთუ ისე მიღებული ზომაა. რას ვიზავთ – 25 სანტიმეტრიანების ქვეყანაში პატარა კუტუ ცოტა ტეხავს.

ამას ემატება კიდევ ინტერნეტის მავნე გავლენა. ვგულისხმობ პორნოგრაფიას სადაც ჯონი სინსები ბეისბოლის ბიტის ხელა სირით ტყნაურობენ 2 საათი გამოუღებლად ამ ყველაფერს კი უყურებს ვიღაცა 9 იდან 16 წლამდე მძრეველა ბავშვი საკუთარი პატარა მაუსით ხელში და იგრუზება, რაც შემდგომში აისახება მის ფსიქიკაზე კომპლექსების სახით. დიდი ალბათობით, ეს როჟა წავა ბოზთან რომელიც დასცინებს და ეტყვის რო არც ერთი ქალი არ აიტანს ასეთ პატარა სირს. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა ისაა რო დიდი ხნით დაითრიოს კარგი კლიენტი.

Continue reading →

Etiam nulla nunc, aliquet vel metus nec, scelerisque tempus enim. Sed eget blandit lectus. Donec facilisis ornare turpis id pretium. Maecenas scelerisque interdum dolor in vestibulum. Proin euismod dui purus, non lacinia ligula luctus aIn volutpat cursus quam, a blandit neque accumsan vitae.Etiam nulla nunc, aliquet vel metus nec, scelerisque tempus enim. Sed eget blandit lectus. Donec facilisis ornare turpis id pretium.

Continue reading →

This is a Rebel that surrendered to us. Although he denies it, I believe there may be more of them, and I request permission to conduct a further search of the area. He was armed only with this. Good work, Commander. Leave us. Conduct your search and bring his companions to me. Yes, my Lord. The Emperor has been expecting you. I know, father. So, you have accepted the truth. I’ve accepted the truth that you were once Anakin Skywalker, my father. That name no longer has any meaning for me.

Continue reading →