და თუ ჩემი პროდუქტი ყლეობაა?

  • ჩვენთან ყველა პროდუქტი მოწმდება ვიზუალურად და ფუნქციონალურად და დამატებითი აქსესუარების კუთხით (დამტენი და ა.შ.)
  • თითოეული პროდუქტი გადის შემოწმებას ორჯერ, საწყობში მიღებისას და საწყობიდან გასვლისას.
  • მოწმდება პროდუქტი მუშაობს თუ არა და ელექტრო პროდუქტის შემთხვევაში – იტენება თუ არა.
  • ამიტომ გამორიცხულია, რომ გაფუჭებული (არაფუნქციონირებადი) პროდუქტი მიიღო.
  • ის პროდქუტები კი, რომლებიც არაელექტროა, გადის ვიზუალურ შემოწმებას.
    ❤︎
  • თუ ჩვენს კონტროლს არ ენდობი და გინდა რომ თვითონაც ნახო, ნახე ადგილზე მოტანისას კურიერის თანდასწრებით, დარწმუნდი რომ ყველაფერი გამართულია/მუშაობს და მერე შენ იცი.
    ❤︎
  • ნებისმიერი სახის პრეტენზია პროდუქტების ვიზუალურ და ფუნქციურ მხარესთან დაკავშირებით მიიღება შეკვეთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში, ამიტომ პროდუქტები შეამოწმე იმავე დღეს როცა მიიღებ, რადგან მოგვიანებით დეფექტებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ვალიდურად არ ჩავთვლით.
    ❤︎
  • “-ბზშვყ არ გამომიყენებია; @@@ ლარი კი გადავიხადე მაგრამ ფეხებზე მეკიდა და 4 თვე გაუხსნელად მედო”
    “-სამი თვის წინ ვიყიდე, ერთხელ გამოვიყენე მარტო და ეხლა აღარ მუშაობს” – არგუმენტები არ განიხილება.
    ❤︎
  • დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერე, პროდუქტს გამოგართმევთ, შევამოწმებთ და თუ ქარხნული დეფექტი ექნება, მაშინ შეგიცვლით.
    პროდუქტი შეცვლას ექვემდებარება შემდეგი პირობებით 👇
  • 50 ლარზე ქვემოთ გარანტია არ აქვს არც ერთ პროდუქტს.
  • 50 ლარიდან 100 ლარამდე პროდუქტებს აქვს 1 კვირიანი გარანტია.
  • 100 ლარზე ზევით პროდუქტებს აქვს 2 კვირიანი გარანტია.
    ❤︎
  • რაც შეეხება პროდუქტების მოვლას და სისუფთავეს.
  • ის პროდუქტები რომლებიც იტენება, პირველ გამოყენებამდე ბოლომდე უნდა დაიტენოს.
  • გარეცხვის დროს უნდა გაირეცხოს მხოლოდ სილიკონის ნაწილი, წყალი არ უნდა მოხვდეს დატენვის წერტილში.
  • თუ ბატარეებზე მუშაობს, მაშინ წყალი არ უნდა მოხვდეს იმ ადგილას სადაც ბატარეები თავსება.
  • ასევე წყალი არ უნდა მოხვდეს პლასტმასის/მეტალის გარშემო.
  • waterproof რომ უწერია ხოლმე, ეგ არ ნიშნავს რომ მთლიანად წყალგამძლეა ან ვანაში შეგიძლია გამოყენება.
  • თუ მაინც და მაინც ვანაში გამოყენების მუღამი გაქვს, მაშინ შეგიძლია პრეზერვატივი წამოაცვა და მოუკრა პირი ისე, რომ წყალი არ შევიდეს და პროდუქტი არ გაგიფუჭდეს.

დაფუძნებული თბილისში - შიფინგი მთელს საქართველოში!

პაკეტები:

ჩვენ ვიყენებთ ლამაზ, ასეთ ანონიმურ შეფუთვებს ან პატარა გაუმჭვირვალე პაკეტებს. სასაჩუქრე შეფუთვების გაკეთებაც მოსულა!

KikuGE_Packings

მიტანა:

კიკუს ყავს თავისი პირადი კურიერები რომლებიც რწმუნდებიან იმაში რომ წინასწარ იცი როდის მიიღებ შენს რამეებს, გაწვდიან მალე და ჯიგრულად.

KikuGE_Delivery

სტოკი:

ჩვენ ჩვენი სტოკი და ექსკლუზიური პარტნიორობა გვაქვს ჩვენს რამდენიმე საფლაიერთან, ასე რომ დაითრიე კაი ექსკლუზივები აქ!

KikuGE_Stock

ჩატი 24/7

თუ ადმინებს არ ძინავთ ან არ დაყლეპროჭაობენ, მალე მოგწერენ. თუ არ გპასუხობთ, მაშინ დატოვე შენი იმეილი რომ დაგიკავშირდეთ მოგვიანებით – მონაწერს უეჭველად ვნახავთ.