შეკვეთის გაფორმება და მიწოდება

შეკვეთის გაფორმება

  • დაამატე პროდუქტი ან პროდუქტები კალათში, რომლის შეძენაც გინდა.
  • თუ პროდუქტს კალათში დამატების ზემოთ უწერია პარამეტრის არჩევა, ეს ნიშნავს რომ პროდუქტს აქვს ფერის, სტილის ან ზომის არჩევანი.
    ამიტომ ჯერ უნდა შეარჩიო ფერი, სტილი ან ზომა და დააჭირო კალათში დამატებას.
  • შემდეგ გადადიხარ კალათში, აჭერ შეძენას და ავსებ ველებს.
    აუცილებლად უნდა მონიშნო ვეთანხმები წესებს და პირობებს (მონიშვნამდე წაიკითხე, იქნებ რა წესები გვაქვს:)
    და დააჭირე შეკვეთის განთავსებას.
  • შეკვეთის დასრულების დაეწერება, რომ შენი შეკვეთა მიღებულია და ასევე დაეწერება შენი შეკვეთის კოდი.
  • თუ შეკვეთა სცდება 25 ლარს და უკვეთავ ისეთ პროდუქტს, რომელზეც მოქმედებს ფასდაკლება, (მაგალითად კამათლები, სტიკერები, 10 ლარიანი პრეზერვატივები და ა.შ.) მაშინ ჩექაუთისას კუპონების სექციაში ჩაწერე “discount” და პროგრამა ავტომატურად ჩამოაკლებს თანხას.
  • ჩექ აუთისას ავტომატურად არის მონიშნული ქეშით გადახდა, ასევე გაქვს არჩევანი გადაიხადო ბარათით საიტზევე, ან გადაიხადო ბარათით ადგილზე, როცა კურიერი მოგიტანს შეკვეთას, ასევე განვადებაც მოსულა.
  • მას შემდეგ რაც დაასრულებ შეკვეთის გაფორმებას ინვოისს მიიღებ იმეილზე.PS. შეკვეთის გასაფორმებლად მეილი და რეგისტრაცია აუცილებელი არ არის.
    ეგაა სულ
  • და აგერაა ვიდეო ინსტრუქცია, სანახავად დააკლიკე

მიწოდება

  • მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
    (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)
  • 14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.
  • შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.
  • შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.
  • შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება!
  • ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
    მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია

  • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
  • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ. და უფასოა.

მიწოდება თბილისის გარეთ

  • თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია.
  • მიწოდება დიდ ქალაქებში ხდება სამ სამუშაო დღეში, პატარა ქალაქებში შეიძლება მეტი დროც დასჭირდეს.
  • ამანათის ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ გიკავშირდება კურიერი და გითანხმდება მიწოდების დეტალებზე.
  • შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.
  • თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.
  • თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

დაფუძნებული თბილისში - შიფინგი მთელს საქართველოში!

პაკეტები:

ჩვენ ვიყენებთ ლამაზ, ასეთ ანონიმურ შეფუთვებს ან პატარა გაუმჭვირვალე პაკეტებს. სასაჩუქრე შეფუთვების გაკეთებაც მოსულა!

KikuGE_Packings

მიტანა:

კიკუს ყავს თავისი პირადი კურიერები რომლებიც რწმუნდებიან იმაში რომ წინასწარ იცი როდის მიიღებ შენს რამეებს, გაწვდიან მალე და ჯიგრულად.

KikuGE_Delivery

სტოკი:

ჩვენ ჩვენი სტოკი და ექსკლუზიური პარტნიორობა გვაქვს ჩვენს რამდენიმე საფლაიერთან, ასე რომ დაითრიე კაი ექსკლუზივები აქ!

KikuGE_Stock

chat 24/7

თუ ადმინებს არ ძინავთ ან არ დაყლეპროჭაობენ, მალე მოგწერენ. თუ არ გპასუხობთ, მაშინ დატოვე შენი იმეილი რომ დაგიკავშირდეთ მოგვიანებით – მონაწერს უეჭველად ვნახავთ.