განმანათლებელი

რა არის სექსუალური ორიენტაცია ?

რა არის სექსუალური ქცევა და სექსუალური ორიენტაცია და რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის ?

სექსუალური ქცევა ცვალებადი , ორიენტაცია კი სტაბილური ცნებაა .

მაგალითად , ინდივიდი გარკვეული მოტივაციის გამო დაკავებული შესაძლოა იყოს ჰომოსექსუალური ქცევით , მაგრამ ორიენტაციით ჰეტეროსექსუალი იყოს .

ან პირიქით, ადამიანი დაკავებულია ჰეტეროსექსუალური ქცევით, თუმცა ჰომოსექსუალური ორიენტაციისაა .

სტატისტიკურად ჩვენ არ ვიცით , რამდენ ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანს უწევს , ჰეტეროსექსუალური თუ ასექსუალური ქცევა .(კულტურულ-რელიგიური ფაქტორებიდან გამომდინარე).

ან ასევე პირიქით , რამდენი ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ინდივიდი კავდება ჰომოსექსუალური ქცევით (მაგ. ფულის სანაცვლოდ, ან რაიმე სხვა მოტივაციით ) .

მეცნიერები, ექიმები, გენდერის მკვლევრები თანხმდებიან იმაზე , რომ ორიენტაცია არ არის ინდივიდის მიერ თავისუფალი არჩევანის შედეგი , რომ ეს ბუნებრივი მოცემულობაა .

შესაბამისად ნორმალურ საზოგადოებაში , ასეთი ადამიანების მიმართ არ უნდა გამოვიყენოთ დამამცირებელიდამაკნინებელი ტერმინები .

ახლა განვიხილოთ ტერმინები როგორიცა –ჰომონეგატივიზმი , ჰომოფობია და ჰომოაგრესია .

რა განსხვავებაა მათ შორის ?

ყველასთვის ცნობილი ტერმინია ,,ფობია ‘’ .

ფობია რაღაცის მიმართ არარაციონალურგადაჭარბებულ შიშს ნიშნავს .

ამ შემთხვევაში ტერმინი ჰომო-ფობია , ნიშნავს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ირაციონალური, გადაჭარბებული შიშის გრძნობის ქონას .

თუმცა დღეს-დღეობით ამ ტერმინს ჩვენ და ასევე სხვა საზოგადოებებშიც განსხვავებული , მეტ-ნაკლებად არასწორი შინაარსით ვიყენებთ.

ამ ტერმინს ფართო მნიშვნელობით ხმარობენ და ჰომოსექსუალური ქცევისა თუ ორიენტაციის მიმართ უარყოფითი განწყობის ნებისმიერ ხარისხსა თუ ვარიანტს გულისხმობენ – შიშიზიზღი , სიძულვილი , დევნა , სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა , დისკრიმინაციული მიდგომა …

შემდეგი ტერმინია – ჰომონეგატივიზმი .

ეს ტერმინი ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას , ჰომოსექსუალური ქცევის თუ ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ .

ჰომონეგატივიზმი კრებითი ტერმინია და უარყოფითი განწყობის სხვადასხვა ხარისხს გულისხმობს.

მაგ. არ მოწონება (არ მინდა ასეთი მეგობარი , არ მინდა ასეთი შვილი , არ მინდა ასეთი და/ძმა … ) , შიში ( არ გავხდე ჰომოსექსუალი, ხომ არ გავხდები ჰომოსექსუალი? ) , სიძულვილი ( ესენი არიან ქვეყნის მტრები , ესენი რყვნიან ჩვენ ბავშვებს … ) .

ჰომონეგატიური განწყობები განსაკუთრებით გავრცელებულია არალიბერალურ საზოგადოებებში.

შემდეგი ტერმინია ჰომოაგრესია .

ჰომოაგრესია არის კრიმინალურ ქმედებასთან გათანაბრებული ქცევა – რა დროსაც სექსუალური ქცევისა თუ ორიენტაციის გამო , ერთი ჯგუფი დევნის მეორეს , აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მატერიალურ ზიანს .

ძირითადად ჰომოაგრესორები არიან ავტორიტარული აზროვნების , ხისტი/დამახინჯებული რელიგიური შეხედულებების ფანატიკოსები .

ასეთმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ ის რომ სხვა მეორე ადამიანზე ძალადობა არ შეიძლება, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ადამიანი შენთვის .

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცნობიერება წინა ათწლეულებთან შედარებით შეცვლილია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში .

ამას მოყვა სხვადასხვა ორგანიზაციების თუ ჯგუფების შექმნა, რომლებიც იცავენ ჰომოსექსულური ორიენტაციის ადამიანების უფლებებს , თუმცა ეს ორგანიზაციებიც ხშირად ბევრ შეცდომას უშვებენ .

ისინიც აგრესიულად პასუხობენ ე.წ ჰომოფობეს , სინამდვილეში კი უნდა ესმოდეთ, რომ ჰომოფობიას აგრესიით ვერ დაამარცხებ . .

ჰომოფობია არ არის წინასწარ განზრახული , თანდაყოლილი ქცევა/დამოკიდებულება ..

ამ ტიპის დამოკიდებულების/ქცევის ჩამოყალიბებას თავისი ობიექტური/სუბიექტური მიზეზები აქვს .

ზუსტად ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაა საჭირო .

და ბოლოს , ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ,,ჰომოფობია’’ მხოლოდ ჰეტეროსექსუალი ადამიანის პრობლემა არ არის .

ჰომოფობიური დისტრესის განსაკუთრებული ხარისხი სწორედ ჰომოსექსუალური ორიენტაციის და ტრასნგედერი იდენტობის ადამიანების ნაწილს აღენიშნება .

ნებისმიერი პრობლემა , რომელიც შესაძლოა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპზე გაჩნდეს , როგორც წესი საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომონეგატიური აზრებისსტერეოტიპების და აქედან გამომდინარე მის საკუთარ ჰომოფობიურ წინასწარგანწყობას უკავშირდება .

ყოველთვის ჯობია, პირველი მიზეზი ვეძებოთ ჩვენში და შემდგომ სხვაში .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *