განმანათლებელი

რა გავლენას ახდეს პორნო წარმოდგენებზე ?

რა გავლენას ახდენს პორნო მოზარდის , ადამიანის წარმოდგენებზე ?

დღეს თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ , სადაც ბევრ რამეზე წვდომა გამარტივებულია .

თუ წარსულში ძალიან რთული იყო პორნოგრაფიული ვიდეოს შემცველი მასალის მოპოვება და შემდგომ მისი ყურება, დღეს ინტერნეტის და სმარტფონის საშუალებით ყველას შეუძლია .

ხშირია შემთხვევები როდესაც პორნო მასალებზე წვდომა აქვთ ბავშვებსაც .

პორნოგრაფიული მასალის ყურების შემდგომ კი ხშირად სვამენ სხვადასხვა შინაარსის კითხვებს .

მაგ .14 წლის გოგონამ მიაკითხა გინეკოლოგს , რომელიც შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ მას გენიტალიებზე თმა ამოსდიოდა . ის თვლიდა, რომ რაღაც სჭირდა, რადგან არასოდეს ენახა თმით დაფარული ქალის გენიტალიები, ხოლო გენიტალიები რომელიც მას ენახე – დაკავშირებული იყო პორნოგრაფიასთან .

პორნოგრაფიულ ვიდეოში კი მას თმით დაფარული ქალის გენიტალიები არ ენახა .

ამიტომ ეს ანომალიად მიჩნია .

პორნოგრაფია ხშირად ახდენს ზეგავლენას ახალგაზრდების სექსუალურ მოლოდინებსა და გამოცდილებაზე.

თუმცა იმის თქმა რომ პორნოგრაფია ცუდია ან კარგია არ შეიძლება.

ყველაფერს სამყაროში აქვს ორი ან მეტი მხარე .

ადამიანი მოაზროვნე არსებაა და ის თავისი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად სწავლობს .

ცეცხლი საშიში რამ არის , თუმცა ჩვენ შვილებს ვასწავლით მის უსაფრთხოდ მოხმარებას .

ასევეთივე დამოკიდებულებაა საჭირო პორნოგრაფიასთანაც .

ჩვენ კი არ უნდა დავიხშოთ ყურები და თვალები და გვეგონოს რომ ჩვენ შვილებს (ჩემს გოგოს , ჩემს ბიჭს ) შეხება არ ექნება პორნოგრაფიასთან , არამედ პირიქით ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ადრე თუ გვიან მას შეხება აუცილებლად ექნება ასეთ მასალასთან და ჩვენ უნდა ვიყოთ მისთვის ინფორმაციის პირველწყარო .

ჩვენ კი არ უნდა დავუმალოთ ინფორმაცია პორნოს შესახებ , არამედ პირიქით გულახდილად, თამამად უნდა ვესაუბროთ (გადამოწმებული ინფორმაციით).,

ხშირად საზოგადოების მხრიდან პორნოს მიმართ რადიკალურად უარყოფითი განწყობა იწვევს მისი მომხმარებლების იზოლაციას. სწორედ ეს იზოლაცია უწყობს ხელს მითების გავრცელებას სექსის გარშემო, რაც თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის ახალგაზრდებს.

პორნოგრაფია არის ფილმის ერთ-ერთი ჟანრი .

განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაზრდილია ძალადობრივი პორნოგრაფიის შემცველი ვიდეოების რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მოზარდებზე და ისინი ამ ქცევას მიიჩნევენ როგორც ნორმას .

უნდა გახსოვდეს რომ ნებისმიერი რამ რასაც პორნოში ხედავ არის გაზვიადებული , ჰიპერბოლიზებული, დადგმული , გამოგონილი .

მაგ. პორნო ვიდეოებში სხეულის მონაცემები უმეტესად გაზვიადებულია, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ახალგაზრდების წარმოდგენებზე საკუთარი სხეულის შესახებ. ასეთია, ენისის ზომა, რომელიც ხშირად სრულიად განსხვავდება რეალური მონაცემებისგან,მკერდის ზომა , სასირცხვო ბაგეების ზომა ,ეაკულაციის ხანგრძლივობა (რაც გახანგრძლივებულია სხვადასხვა მედიკამენტებით )ასევე ვიდეოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვერ ნახავთ პრეზერვატივით სექსს , არადა პრეზერვატივით სექსი უსაფრთხო სექსის ერთ-ერთი შეუცვლელი ნაწილია და სხვა.

პორნოგრაფიიდან ბევრი რამის სწავლაც შეიძლება , უბრალოდ უნდა იცოდე რა უნდა აიღო და რა უკუაგდო .

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს/ძველგაზდებს მივცეთ ცოდნა, რომ მათ უფრო გააზრებული ჰქონდეთ, რას უყურებენ, თუ ისინი პორნოგრაფიის გამოყენებას გადაწყვეტენ.

პორნოგრაფიას ვერ გავაქრობთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ მისდამი დამოკიდებულება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *