ერექცია ძილისას

მამაკაცები ძალიან ხშირდ დილით იღვიძებენ მდგომარეობაში, როდესაც აღინიშნება პენისის მყარი ან არამყარი ერექცია.

რატომ ხდება ეს? მას ხომ ეძინა და არ მომხდარა რაიმე ტიპის სექსუალური აგზნება? ან საერთოდაც ნორმალურია თუ არ ეს?

სანამ უშუალოდ დილის ერექციაზე ვისაუბრებთ, მანამდე ძილის ფაზები მიმოვიხილოთ ორი სიტყვით. როდესაც გვძინავს ჩვენი ტვინი გადის ციკლს, ეს ციკლი კი შედგება ოთხი ფაზისგან. პირველი სამი ფაზა ცნობილია როგორც Non-rapid eye movement(NREM), იგივე მშვიდი ძილის ფაზა. ხოლო მეოთხე ფაზა ცნობილია როგორც Rapid eye movement (REM ) იგივე სწრაფი, აქტიური ძილის ფაზა. ამ უკანასკნელის დროს ჩვენი ტვინის მუშაობის მექანიზმი ძალიან წააგავს იმ შემთხვევას, როდესაც ჩვენ გვღვიძავს.

დილის ერექცია ძირითადად აღინიშნება ძილის REM- ფაზის დროს. ზუსტად იმავე ფაზის დროს ვხედავთ ჩვენ სიზმრებს. ძილის ამ ფაზის დროს ხდება პარასიმპატიკური ნერვული სისტემის გავლენით საკრალურ ნერვზე ზემოქმედება.

ქალებშიც არის აღმოჩენილი მსგავსი ფენომენი, რომლის დროსაც ხდება ინტენსიური სისხლის მოდინება გარეთა სასქესო ორგანოებისკენ და ხდება კლიტორის ზომაში ზრდა, თუმცა ქალებში ეს მოვლენა ნაკლებად არის ცნობილი და აღწერილი.

დილის ერექციის მიზეზი შესაძლოა იყოს ტესტოსტერონის ინტენსიური სინთეზი. დილით მამაკაცის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები უფრო სწრაფად, მიდის ვიდრე დღის სხვა მონაკვეთებში. სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. დილის ერექცია ასევე აღინიშნება მოზარდ ბიჭებშიც. დილის ერექცია ძილში შეიძლება უნებლიე ორგაზმით და სპერმის ეაკულაციით დასრულდეს, რაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა.

დილის ერექცია შესაძლოა გაგრძელდეს დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ის რომ მამაკაცს არ აღენიშებოდეს დილის ერექცია?

იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი იღვიძებს და არ აქვს დილის ერექცია, ეს არ ნიშნავს იმას რომ აქ რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მამაკაცი ვერ იღვიძებდეს REM ფაზის დროს. ასევე, დილის ერექციის არარსებობა, გახანგძლივებულ პერიოდში (თვები, წლები) შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიებთან, როგორიცაა: ვენერიული დაავადებები, ჰორმონალურ ცვლილებები, რომელიც დაკავშირებული შესაძლოა იყოს ასაკთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ან დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენებათან: ტრანქვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, მიორელაქსანტები.

ამ ბლოგის ავტორია ძალიან მაგარი საგანმანათლებლო ჯგუფი – სექსუალური განათლება. გაწევრიანდი და ჩაერთე დისკუსიებში! ჩვენი კატალოგის სანახავად კი დააჭირე აქ