extra.ge

როცა კიკუ შევქმენით, მაშინვე მოგვაფიქრდა იდეა რომ რა მაგარი იქნებოდა შექმნილიყო მაღაზიების ციფრული პლატფორმა – ერთგვარი მოლი, რომელიც ბევრ მაღაზიას გააერთიანებდა ერთ ციფრულ სივრცეში. ამ კუთხით ბაზარს არ ვიცნობდით და უბრალოდ იდეის დონეზე გვქონდა ესეთი რამის გაკეთება. რეალობამაც არ დააყოვნა და მალევე გამოჩნდა Extra.ge – არსებობის მანძილზე ჩვენი სუუუულ პირველი პარტნიორი. ექსტრა არის არც მეტი, არც ნაკლები – ონლაინ მაღაზიების ყველაზე დიდი პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია უამრავი სხვადასხვა პროფილის ბეეევრი მაღაზია. მარტივად რომ ვთქვათ – ჩვენ რომ გვქონდა წარმოდგენილი, ეგ ონლაინ მოლი. Extra.ge-ზე წარმოდგენილია ჩვენი პროდუქციის ნაწილი. როგორც ჩვენგან ყიდულობ, ასევე შეგიძლია იყიდო მათგან და მოწოდებას ისინი უზრუნველყოფენ. როგორც ჩვენთან ასევე Extra.ge-ზე კონფიდენციალურობა დაცულია. დააჭირე აქ ამ ძალიან მაგარი და კრეატიული ჰიპერმარკეტის სანახავად