მასტრუბაცია – ნორმა თუ დარღვევა?

მასტრუბაცია ეწოდება სქესობრივი ლტოლვის, დაკმაყოფილების ფორმას, რომელიც მიიღწევა საკუთარი ან პარტნიორის მიერ ეროგენული ზონების (გენიტალიების) გაღიზიანებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სექსუალური აქტივობის ფორმაა, თუ არა ყველაზე პირველი.

სხვადასხვა საზოგადოების დამოკიდებულება მასტურბაციის მიმართ ისტორიულად არაერთგვაროვანი იყო. მაგალითად: სამხერთ – აღმოსავლეთ აზიაში მიაჩნდათ რომ სპერმა სასიცოცხლო ძალების მთავარი რეზერვუარი, სათავსო იყო, შესაბამისად სპერმის კარგვა უარყოფითად აისახებოდა მამაკაცზე. ებრაული რელიგია იმდენად მკაცრი იყო მასტურბაციის ფენომენის მიმართ, რომ თალმუდის მიხედვით იკრძალებოდა მოშარდვის დროს მამაკაცის პენისზე ხელის მოკიდებაც კი. ასევე შუა საუკუნეებში ქრისტიანული რელიგია ცოდვად თვლიდა ნებისმიერი ხერხით სპერმის დაღვრას, რომელიც არ იყო დაკავშირებული სქესობრივ აქტთან და გამრავლებასთან. 18-ე საუკუნეში არსებობდა მოსაზრება რომ ღამის პოლუცია დაავადება იყო.

მასტურბაციისადმი დამოკიდებულების ცვლილება 19-ე საუკუნის ბოლოს დაიწყო. თანამედროვე მედიცინა თვლის რომ მასტურბაცია არის ფიზიოლოგიური, ნორმალური გამოვლიენება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე აღინიშნება ადამიანში. სექსუალური სიაოვნების მიღების პირველი გამოვლინებად დედის ძუძუს წოვა ითვლება. მასტურბაცია გვხვდება 2-7 წლის ბავშვებში, ეს ძირითადად მიუთითებს მშობლებისა და ბავშვის ემოციური კონტაქტის ნაკლებობაზე. ყველაზე უფრო ხშირად მასტურბაციის ეპიზოდები ვლინდება პუბერტულ (გარდატეხა) ასაკში. არავითარი პირდაპირი კავშირი მასტურბაციასა და სექსუალურ აშლილობას შორის არ არსებობს. პირიქით, ბევრი ფსიქიატრი თვლის, რომ მასტურბაცია უმსუბუქებს ადამიანს დეპრესიას, სტრესის მდგომარეობიდან გამოსვლას და ხელს უწყობს მოზარდებში სექსუალური იმპულსების გაკონტოლებას. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მასტურბაციაზე დამოკიდებულების ისეთი ფორმა/ხარისხი რომელიც ხელს უშლის მოზარდს ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში, საჭიროებს ყურადღებას.

ბლოგის ავტორია ძალიან მაგარი ჯგუფი სექსუალური განათლება. შეუერთდი ჯგუფს და ჩაერთე დისკუსიებში სექსზე! ჩვენი კატალოგის სანახავად კი დააჭირე აქ