არაფერი

1.00

რამდენჯერ გიფიქრია რომ ფული არაფერში დაგიხარჯავს, მაგრამ მართალი არ ყოფილხარ და უბრალოდ აღარ გახსოვს, რაში დახარჯე? ან საერთოდ მთელ დედამიწაზე გინახავს მაღაზია სადაც შეგიძლია არაფერი იყიდო? ხოდა, კიკუ იმენა გაძლევს ამის საშუალებას! სხვათაშორის, არაფრის ყიდვას საკმაოდ ბევრი ბენეფიტი შეიძლება ჰქონდეს:

  1. დაგამახსოვრდება!

2. საშუალება გაქვს რომ ლაივ საფორთს დაუტოვო ჩაი (1), გაუკეთო დონაცია იმ ექიმ ბლოგერებს ვინც საგანმანათლებლო ბლოგებზე მუშაობენ (2), გაუკეთო დონაცია იმ გარეკილ კონტენტ მეიკერს ვინც ამ საიტზე ყველაფერს წერს, ეს პროდუქტი მოიგონა და ახლა ამას დებს (3), რენდომ მომხმარებელს შეძენისას აჩუქო ფასდაკლება (4) ან უბრალოდ ხელი შეუწყო ჩვენი სექს შოპის გაზრდა/განვითარებას! (5). მარტივად, შეძენისას თუ გინდა შენი ნომრის, სახელის ან დამატებითი კომენტარის გრაფაში მიუთითე ფრჩხილებში ჩაწერილი ნომრებიდან რომელიმე და ჩვენ გვეცოდინება, რისთვის ყიდულობ არაფერს!

3. გაგიკვირდებათ და იმ ხალხიდან, ვინც პროდუქტის ბარათით ყიდვას ცდილობს, 40% შემთხვევაში ტრანზაქციას არ ასრულებს. გამოვიკვლიეთ და მიზეზები შემდეგია: 1) უბრალოდ არ იციან ონლაინ შესყიდვა როგორ ხდება და ვერ იგებენ რა უნდა ქნან, გადმორიცხვა ურჩევნიათ. 2) ეშინიათ რომ სრულად ანონიმური ვერ იქნება. არ იციან სად/როგორ აისახება ეს გადარიცხვა და არ იციან რა დასტური ექნებათ, რომ გადაიხადეს. ხოდა აგერაა სავარჯიშო! ჩვენი ონალინ გადახდის განმახორციელებელი კომპანიაა უნიფეი. უნიფეი ვერ ხედავს თუ შენ რაში იხდი, ავტომატური ინვოისი მოგდის იმეილზე, სატესტოდ და პრაქტიკისთვის კი აგერაა პროდუქტი, რომლითაც შეგიძლია გაიარო გადახდის პრაქტიკა და ბარემ დონაციაც გააკეთო!

მხოლოდ არაფრის შეკვეთისას გადახდის მეთოდში ნაღდი ფულის მითითებას ლოგიკურია რომ აზრი არ აქვს. თუ უკვეთავ სხვა პროდუქტებსაც და ქეშით იხდი, ხოლო გინდა რომ გადასახდელი თანხა ბარემ დაამრგვალო და ამით ზემოთ მოცემული ხუთი მიმართულებიდან რომელიმე მიმართულებით გააკეთო დონაცია, მაგ დროს შეგიძლია არაფერიც დაამატო კალათაში. თუ უბრალოდ კურიერისთვის გინდა ჩაის დატოვება – შეგიძლია პირდაპირ მისცე.

ჩვენი ერთი არაფრის ფასი 1 ლარია. რამდენი არაფერიც გინდა, იმდენი დაამატე კალათაში!

არტიკული: არაფერი კატეგორია: ჭდე: ,

აღწერა

ოდესმე, სადმე, ვინმეს მოუცია საშუალება რომ იმენა Legit purchase გაგეკეთებინა არაფრის ყიდვით? ხოდა აგერაა, დაითრიე არაფერი!