ეს კარტი არის საქართველოში წყვილებისთვის ალბათ ყველაზე საჭირო კარტი. იქიდან გამომდინარე რომ სექსი ჩვენთან დიდწილად დღემდე ტაბუა, სექსზე და სექსუალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი წინასწარ ძირითადად არ ხდება ხოლმე. ეს კარტი მოიცავს 52 კითხვას სექსუალური თემატიკის შესახებ, რისი განხილვაც ამის თამაშის გარეშე შეიძლება არც მოგაფიქრდეს. ამ კითხვების განხილვით მნიშვნელოვან ინფორმაციას იგებ შენი რჩეულის სექსუალურ იდენტობაზე და მნიშვნელოვნად ასწორებ ფოკუსს მის სექსუალურ მე-ზე.
მაგალითისთვის აქვე დავწერთ 3 კითხვას:
– როგორი იყო სექსის თემის მიმართ დამოკიდებულება იმ ოჯახში, სადაც გაიზარდე? და როგორი ზეგავლენა აქვს ამას ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზე?
– რა შემიძლია გავაკეთო რომ უკეთესი პრელუდია გვქონდეს და მეტად აღგაგზნო?
– დამისახელე სამი ადგილი შენს სხეულზე, რომელზე კოცნაც გსიამოვნებს ყველაზე მეტად.
კარტი გათვლილია წყვილებზე, რომლებსაც უკვე გაქვთ სექსი. ეს კარტები თამაშობს კატალიზატორის ეფექტს თქვენი სექსუალური ცხოვრების ანალიზსა და სრულყოფაში, ამავდროულად ხსნის თემებს რომლებსაც შეიძლება ახლა უსიამოვნო ტაბუც კი ედოს. მთლიან დასტაში არის 52 კარტი.
ინგლისურის ცოდნა დაგჭირდება, კარტები ინგლისურადაა.