ეს კარტი შეიქმნა 2017 წელს, როცა შემქმნელმა, ბენ ჯოუნსმა დასვა კითხვა “რა ემართება ჩვენს ურთიერთობებს?”
ბატონი ჯოუნსისთვის შემაწუხებელი იყო ის ამბავი რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ყურადღება და ენერგია მიაქვს ტელეფონს და სოციალურ მედიას ჩვენი რეალური, ადამიანური ურთიერთობების ხარჯზე.
ამიტომაც მან შექმნა ეს თამაში რომელიც ადამიანებს აბრუნებს ერთმანეთთან და ანიჭებს სასიამოვნო და პროდუქტიულ დროს ისე რომ თან გააღრმავოს და განამტკიცოს ურთიერთობები.
კითხვების ტიპები დაყოფილია 4 სხვადასხვა ტიპად ფერის მიხედვით. ყვითელი კარტები არის უბრალოდ გაცნობითი და შეიცავს ისეთი ტიპის კითხვებს, რომლების დასმაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არც მოგაფიქრდეს. მწვანე კარტები არის დანიშნული ან ახლად დაქორწინებული წყვილებისთვის. ეს კითხვები ძირითადად ორიენტირებულია მომავლის განხილვაზე. ლურჯი კითხვები არის მათთვის, ვინც უკვე დიდი ხანია წყვილები არიან და მოიცავს გავლილ წარსულზე რეფლექსიასაც. წითელი კარტები არის უბრალოდ რენდომ და გასართობი კითხვები.
ანუ ყვითელი და წითელი კარტებით თამაში შეგიძლია ნებისმიერთან, მეგობრების ჯგუფშიც. მწვანე და ლურჯი კარტები უშუალოდ წყვილებზეა მორგებული. თითოეული ფერის კითხვა არის 50 ცალი. სულ 200 ცალი.
ამ კარტების შეძენით შენ არ ყიდულობ უბრალოდ თამაშს. შენ ყიდულობ სიღრმეს და ხარისხს შენს სოციალურ ურთიერთობებში.