ქალიშვილობის დაკარგვა

   გაგიმარჯოთ ყველას. ინსპირაცია ამ ბლოგისთვის იყო ის რომ ინტერნეტში ქალიშვილობის დაკარგვაზე უამრავ რამეს ამოიკითხავთ, თუმცა ინფორმაციული ბლოგები ან კითხვებზე პასუხს ვერ სცემს, ან პასუხზე უფრო მეტ კითხვას ბადებს.

 ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ბლოგი რაც ეფუძნება ვიღაცის გამოცდილებას ან ემოციურ განცდებს. ტექსტებში კიკუსთვის დამახასიათებელი ყლეპროჭაობების მიუხედავად, რასაც ქვევით წაიკითხავთ არის ექიმის მიერ დაწერილი პროფესიონალური ტექსტი. ამიტომაც დაივიწყე ყველაფერი რაც აქამდე წაგიკითხავს, ეს ბლოგი აერთიანებს პასუხებს ყველა საკვანძო კითხვაზე რაც გჭირდება.

  1. რა არის აპკი და რა ხდება ფიზიკურად ქალიშვილობის დაკარგვისას

 დავიწყოთ განმარტებით თუ რა არის საქალწულე აპკი. საქალწულე აპკი (hymen) განთავსებულია საშოს შესასვლელიდან 2-3 მმ-ის სიღრმეზე. იგი  შემაერთებელ ქსოვილოვანი წარმონაქმნია. საქალწულე აპკის ფორმა ინდივიდიალურია: რგოლისებრი, ირგვლივი კბილისებრი; ვარსკვლავისებრი; უკანა მთვარისებრი; წინა მთვარისებრი; აპკი – ორი (ვიწრო) ხვრელით, ფანჯრისებრი; აპკი – ორი (ფართო) ხვრელით, სეპტალური; სუბსეპტალური; მრავალი წვრილი ხვრელით; მცირედპერფორირებული. არსებობს საქალწულე აპკები ნახვრეტების გარეშე. ამ დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ არ გაგიტყდეს გინეკოლოგთან ვიზიტი, იცოდე რა ჯიშის აპკი გაქვს და მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები. თუ გინეკოლოგთან ვიზიტი გიტყდება რადგან ფეხებს ვერ გადაუშლი, „რა პონტია“ და ასე შემდეგ, საქალწულე აპკამდე საკუთარ თავში ჯერ დებილი გყავს მოსაკლავი. არსებობს შემთხვევები, როცა აპკი საერთოდ არ არსებობს. სტატისტიკურად შემთხვევების უმრავლესობაში ქალწულთან პირველ კავშირს (კოიტუსს) მოსდევს  სისხლდენა, მაგრამ დაახლოებით 3% შემთხვევებში ეს ასე არ ხდება. შესაძლოა აპკი იყოს ძლიერ ელასტიური და გაიწელოს. დეფლორაცია კი მოხდება მეორე, მესამე აქტის დროს, ან სულაც მშობიარობისას. მოკლედ მრავალი გზა არსებობს საქალწულე აპკის დარღვევითვის. 45 წლის ზემოთ ამბობენ პერფერატორია საჭიროო… ეს ისე, ხუმრობით. სისხლდენაზე და ა.შ. უფრო ვრცლად ქვევით ვისაუბრებთ.

  • მტკივნეულია თუ არა ქალიშვილობის დაკარგვა და როგორ მოვიქცე რომ მტკივნეული არ იყოს

   მოდი წარმოიდგინე, რომ უკნიდან ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც გეცეს. ამ დროს დაძაბული ხარ. როცა დაძაბული ხარ, შენი კუნთები დაჭიმულია.

  შენს ხელზე თითები მოკუმე და დაჭიმე, ხოლო მეორე ხელით ეცადე თითი გააძვრინო. როდის უფრო მარტივია თითის გაძვრენა, მაშინ როცა თითები უბრალოდ მოკუმულია, თუ მაშინ, როცა თითები მოკუმულიცაა და დაჭიმულიც? ასეა შენი ვაგინაც. თუ ფსიქოლოგიურად ელოდები რომ რაღაც ფეხებს შორის გეცემა, „უიმე დედა“ და შიგნით შეგეთხრება – კი, დაჭიმულიც იქნები და აუცილებლადაც გეტკინება. ხოლო თუ საყვარელ ადამიანთან ალერსით ხარ გართული, ბედნიერი ხარ და მას ენდობი – მაშინ არ იქნები დაჭიმული და შესაბამისად არც გეტკინება. პირველ შემთხვევაში ისიც ცხადია რომ ფსიქოლოგიურადაც არ ხარ მზად სექსისთვის, ამიტომ არც უნდა გქონდეს.

   ყველაზე კარგი საშუალება მოდუნებისთვის არის საკუთარი თავის შეცნობა. პირველ აქტამდე ცხოვრებაში ერთი ორგაზმი მაინც უნდა გქონდეს განცდილი, რომ იცოდე პიკი როგორია, ასევე შეგიძლია საქალწულე აპკს შეეხო ვიბრატორით ან სულაც ვიბრატორით დაკარგო ქალიშვილობა სასიამოვნოდ, შენი ხელით. საბოლოო ჯამში, მტკივნეული იქნება თუ არა შენი ქალიშვილობის დაკარგვა შენზევეა დამოკიდებული – თუ იცნობ საკუთარ სხეულს, გინეკოლოგთან ნამყოფი ხარ და იცი როგორი აპკი გაქვს, მოგწონს შენი პარტნიორი და გრძნობ მასთან ემოციურ ბმას, მაშინ შენთვის მტკივნეული არ იქნება. თუ გინეკოლოგთან არ ხარ ნამყოფი, ან ორგაზმი არ განგიცდია, ან პარტნიორთან ვერ გრძნობ ემოციურ ბმას – შენთვის სექსის დრო მაშინ ჯერ არ მოსულა. ამიტომ თუ მაინც და მაინც რამის შედება გინდა, ისევ დილდო დაითრიე, ჯობია.

  • ვაი და სისხლი არ წამომივიდა?

   ესეიგი იმ 3 პროცენტში შედიხარ, გამორჩეული ყოფილხარ. ამ შემთხვევაში:

  1. ან უკვე აღარ ხარ პატიოსანი და პატივი გქონია ახდილი ისე რომ ვერც გაგიგია
  2. ან უბრალოდ ელასტიური აპკი გაქვს
  3. ან უბრალოდ აპკი არ გაგაჩნია

თუმცა 97% შემთხვევებში სისხლი ეგრევე მოდის.

  • პრეზერვატივით თუ პრეზერვატივის გარეშე?

   პრეზერვატივით, ცალსახად. პენისს აქვს თავისი მარილები და უჯრედები, რაც შენი სხეულისთვის უცხოა. ვაგინას აქვს თვითწმენდის მექანიზმი, ამიტომ ზოგადად უპრეზერვატივოდ სექსი წყვილში პრობლემა არ არის. თუმცა, შენი ქეისი სხვაა: წარმოიდგინე რომ გაიჭერი თითი. რომლის დადება გირჩევნია – მეორე ხელის, თუ სტერილური, სუფთა ნაჭრის? იგივეა ვაგინის შემთხვევაშიც – როცა აპკი ირღვევა, მას არ უნდა ეხებოდეს ისეთი რაღაც, რაც არც შენი სხეულის ნაწილია და არც სტერილური. როცა შეგიხორცდება – ოქეი, უპრეზერვატივოდაც მოსულა. აქტისას ასევე აუცილებლად გამოიყენე ლუბრიკანტი.

  • რა არის ლუბრიკანტი და როგორ გამოვიყენო?

   დავუბრუნდეთ მაგალითს მუშტზე. მოკუმე თითები და ეცადე, რომ მეორე ხელის თითი ამ მოკუმულ თითებს შორის გააძვრინო.  დამეთანხმები, რომ ძნელია და არა-სრიალა. ახლა თითი დაისველე ნერწყვით და ისე ეცადე გააძვრინო შენს მუშტში. ასე უფრო მარტივია, სრიალებს, მაგრამ ერთი პრობლემაა – ალბათ არ მოგინდა თითის გალოკვა ან ხელზე დაფურთხება, ხო? ნამდვილად არასუფთა გზაა და არამხოლოდ ქალიშვილობის დაკარგვისას, არამედ არასდროს არ უნდა დაასველო პენისი ან საშო ფურთხით. გაგიკვირდება და ამას ბევრი აკეთებს. ლუბრიკანტი არის სპეციალური, სრიალა, სტერილური სითხე, რომელსაც ხშირად აქვს სპეციალური სასიამოვნო სუნიც. არის ნერწყვზე ბევრად სუფთა და სრიალა. წაუსვავ პენისს თავიდან ბოლომდე, ასევე წაუსვავ საშვილოსნოს ბაგეებს და ეგაა, სასიამოვნო, მარტივი და სწრაფი შედებისთვის მზად ხარ.

ასევე, მამრებო, გაითვალისწინეთ, რომ როცა ქალი განიცდის შიშს, მისი საშო არ სველდება. მშრალზე მშრალი კიდე რომ ვერ მიდის, ცხადია. მაგისთვის არსებობს ლუბრიკანტი, ოღონდ ეს არ გაძლევთ საშუალებას რომ ეგრევე სთხაროთ. ამ შემთხვევაში შეიძლება კლინიკის მოსაცდელში მოგიწიოს ღამის გატარება თან ამასობაში გოგოს მშობლები ხომ გაგინებენ, ექიმები ხომ გაგინებენ, გარეთ სტაიანშიკიც გაგინებს და თუ ძაან გაგიმართლა გოგოს რომ პირველ სექსში ჩაუჯვი, ერთი ეგ გოგო არ გაგინებს. მოკლედ თუ ტკივილის მაქსიმალურად შემცირება გინდათ, გამოიყენეთ გამაყუჩებელი ეფექტის ლუბრიკანტი. STOPGASM ლუბრიკანტი ქვია კიკუს კატალოგში.

  • რა ხდება ქალიშვილობის დაკრგვისას და ფიზიკურად  რა მოსდის სხეულს

   მთავარი ცვლილება რაც არის, ფსიქოლოგიური ცვლილებაა. ხშირად ზედ ეტყობათ გოგოებს ვინ ქალიშვილია და ვინ არა. ქალდები რა, აღარ ხარ პატარა გოგო. შენ თვითონაც გრძნობ მაგას. ამის გარდა შეგიძლია თქვა რომ 3 გრამით მსუბუქი ხარ, აპკი გქონდა და აღარ გაქვს. სულ ეგაა.