როგორ დავიცვათ პენისის ჰიგიენა?

პენისის ჰიგიენის დაცვა ისევე, როგორც ზოგადად სხეულის ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და არა მარტო ჩვენი ჯანმთელობისთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორისთვისაც. პენისის გულმოდიგნედ დაბანა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა ხდებოდეს თბილი წყლით სულ მცირე დღე გამოშვებით მაინც.

არსებობს მამაკაცთა ორი კატეგორია: წინადაცვეთილი (ცირკუმიზაცია) და წინადაუცვეთელი. წინდაუცვეთელობის დროს საჭიროა პენისის ჩუჩის (კანის) გადაწევა და პენისის თავის კარგად დაბანა. თუ ასე არ გავაკეთეთ პენისის თავის ირგვლივ დაგროვდება ხაჭოს მაგვარი სუბსტანცია, იგივე სმეგმა, რომელიც დროთა განმავლობაში მოიმატებს. სმეგმა არის ბუნებრივი ლუბრიკანტი, რომელიც უზრუნველყოფს პენისის დატენიანებას. თუ დიდი ხნის განმავლობაში სმეგმა დაგროვდება კანის ქვეშ, პენისის თავზე – მას ექნება ცუდი სუნიდაიწყებენ გამრავლებას ბაქტერიებითავს იჩენს წვის შეგრძნებაგამოიწვევს პენისის თავის სიწითლესა და შესიებას, საბოლო ჯამში კი შესაძლოა მივიღოთ ბალანიტი (სასქესო ასოს თავის კანის ანთებაა). გამონაკლისია ბავშვები და პატარა ბიჭები.

არ შეიძლება ჩუჩის ძალდატანებითი გადაწევა. ჩუჩა დაბადებიდანვე ძალიან ცოტა ახალშობილს გასდასდის. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია, რომელიც განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური შევიწროებით, არამედ ასოს თავზე მისი მიწებებით. ამ ასაკისთვის (6 წელი) არ არის საჭირო პენისის თავის და კანის ქვეშ არსებული ქსოვილის დასუფთავება. ასევე გასათვალისიწნებელია რომ ზემდეტი ჰიგიენა, ზედმეტად საპნის გამოყენება, (განსაკუთრებით მაღალი PH შემცველი საპნები) იწვევენ სიმშრალეს და წვის შეგრძნებას. თბილი წყლით დაბანა სრულიად საკმარისია.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სათესლეების , პერინიუმის (ანუსსა და სათესლე პარკ შორის სივრცე)ბოქვენის სიმფიზისა და საზარდულის არეალის კარგად დასუფთავება, სადაც გვხვდება თმის ფოლიკულები და საოფლე ჯირკვლები. ჰიგიენის დაუცველობა ამ არეებში ასევე გამოიწვევს ცუდ სუნს.

ამ სტატიის ავტორია ძალიან მაგარი ჯგუფი – სექსუალური განათლება. შეუერთდი ჯგუფს და ჩაერთე დისკუსიებში! ჩვენი კატალოგის სანახავად კი დააჭირე აქ