სინოდი / Synod

კიკუს დამფუძნებლებს და ბორდს არ გვევასება ჩაკეტვა და ჩვენს ბაბლში ყოფნა. ისიც ვიცით რომ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობას  მოაქვს ეკონომიკური ბენეფიტი, თუმცა პარტნიორობისთვის ეკონომიკურ ინტერესზე მეტი გვჭირდება. არ შეგვიძლია ეს შარვალ-კოსტუმები, ხელის ჩამორთმევა და გაღიმებები. შენი პარტნიორი ბიზნესი უნდა იყოს იმენა ჯიგარი, გულიანი და ძმა რა. მაგიტომ ქვია ბლოგის ამ სექცისაც კიკუს ძმა ბიზნესები.

   მოკლედ, საიდან დავიწყოთ ამ ხალხის მაგრობაზე ლაპარაკი. ჯერ საერთოდ გავიაზროთ რა საზოგადოება გვაქვს ახალგაზრდების კუთხით. ძირითადად რაღაც ღირებულების შექმნის იდეა ან არ გვაწუხებს, ან, უკეთეს შემთხვევაში, „ტრაილერი ხომ არ გვეყიდა? ან საშაურმე ხომ არ გაგვეხსნა?“ კამანდაა ამ ქვეყნის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი ვისთანაც ოდესმე შეხება გვქონია – აი იდეა რომ დაიდება, ძმაკაცებთან ერთად სემიჩკით ბესეტკაში რომ ჩავსხდებით, ვბაზრობთ იდეაზე, რაღაცეებს მოვიფიქრებთ და მერე არავინ არაფერს არ აკეთებს. ქრება გეგმებიც, მიყვება იდეაც, და ეს წრე მეორდება ციკლურად, წლების მანძილზე.

   აი ეს კამანდა, ის სამეული ვინც ეს ბარი წარმოიდგინა და შექმნა, დროზე წინ არიან. თანემედროვეობაზე უფრო განვითარებულები არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული და არანაირი განსაკუთრებული ბექგრაუნდის ან დახმარების მქონე ახალგაზრდა ბიჭები, ვინც „დამპალ კაპიტალიზმზე“ წუწუნის და სხვა უფრო შეძლებული ხალხისადმი ბოღმით ყურების მაგივრად დასხდნენ, მოიფიქრეს, სინქრონულად გაანძრიეს ხელი, ტვინი და გული, გაბედეს, გარისკეს და შექმნეს ერთი ძალიან მაგარი და მიმზიდველი ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეხვიდე, დაისვენო, გაერთო მუსიკით, გაიცნო ისეთი ახალგაზრდა ხალხი ვისაც ამათთან ყოფნა უსწორდება და ვის გამოც მართლა გექნება ამ ქვეყანაში მომავლის რწმენა, ერთი-ორი საფირმო კოქტეილიც დააგემოვნო. კარგად რომ გაერთობი და გარემო რომ გაგისწორდება, გახსოვდეს რომ ეს ყველაფერი აი იმ ახალგაზრდა, შენი ტოლი ან შენზე პატარა ბიჭების შექმნილია, ვიზეც ამ ბლოგში იწერება.

   თავისთავად ამ ხალხთან პარტნიორობა მაგრად გვისწორდება. გვისწორდება კი არა და პატივიცაა. ეს ბლოგიც იმას ემსახურება რომ ჩვენი და მათი პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს ვიზიტორებს ეს ხალხი გაგაცნოთ.

მიდით, მოინახულეთ
https://www.facebook.com/synodbar/

ერთი სიტყვით, ძაან რომ აღარ გავწელოთ, აგერაა ვიდეო ამ ხალხზე

„ციანიდი“, „პუტინის სისხლი“, „შავი მოძღვარი“… – „სინოდისგან“

🟡 სამი მეგობრის დაფუძნებული ბარი „სინოდი“. 📌 „რეესტრმა შპს-თვის „სინოდის“ დარქმევაზე უარი გვითხრა“📌 „იყო მუქარა, რომ დღეს მოვდივარ და უნდა დაგლეწოთ“სინოდი / Synod

Posted by პუბლიკა • Publika on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2020

    და აგერაა მაგათი გვერდი