
გახდი კიკუს პარტნიორი!
გაქვს ბიზნესი? თვლი რომ შენ და ჩვენ ერთად უფრო მაგრები ვიქნებით ვიდრე ცალ-ცალკე ვართ? იქნებ შენი სააფთიაქო ქსელი გაქვს და გინდა რომ კატალოგში უმაღლესი ხარისხის მენსტრუალური ჭიქები, ბრენდირებული ლუბრიკანტები და პრეზერვატივები დაიმატო უდაბლეს ფასად. იქნებ სექსუალურ განათლებაზე ორიენტირებული ფეისბუქის ჯგუფი გაქვს და გინდა რომ შენმა მომხმარებლებმა კიკუში ფასდაკლება მიიღონ. ან იქნებ სხვა ნებისმიერი პროდუქტიული და შემოსავლიანი იდეა გაქვს! რაც არ უნდა იყოს, გინდა საფორთზე მოგვწერე და გინდა იმეილზე. B2B ურთიერთობაში ვართ მაქსიმალურად არა-ბიუროკრატიულები და შინაურულები, რაც შენთვის ჩვენთან კომუნიკაციას ძალიან მაგრად ამარტივებს. გინდა საფორთზე მოგვწერე ახლავე და გინდა იმეილზე. აბა გელოდებით!

Glovo
კიკუსა და გლოვოს თანამშრომლობის პრინციპი ვოლტისგან განსხვავდება. გლოვოს აქვს თავისი საწყობები დიღომსა და ისანში, ცნობლილი როგორც cook room დიღომი და cook room ისანი. ამ სივრცეებში კიკუს აქვს გამოყოფილი მცირე ფართი, რომელიც შევსებულია ბრენდული, ბესთსელერი პროდუქციით. ქუქრუმები რეალიზაციას ჩვენი სახელით აწარმოებენ, თუმცა გაითვალისწინე რომ თუ ჩვენს პროდუქტს ყიდულობ გლოვოზე, ამის ადმინისტრირება ხდება არა ჩვენგან, არამედ მთლიანად გლოვოს სფატისგან და სხვა ფიზიკური ლოკაციებიდან.

Veli.Store
ველი.სთორი საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მოლია. შესაძლოა რომ ჩვენი პროდუქციის გარკვეული ნაწილი მათთანაც გაქვს შემჩნეული. ეს იმიტომაა რომ მათ ეს პროდუქტები ჩვენგან აქვთ! კიკუ არის არამხოლოდ შოპი, არამედ კონკრეტული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ასე რომ გარკვეულ პროდუქციაზე მნიშვნელობა არ აქვს ჩვენგან შეიძენ თუ მათგან, ერთსა და იმავეს მიიღებ. მათთან შეძენით ჩვენთან ორგაზმ ქულებს ვერ მიიღებ და ისეთ კონსულტაციას ვერ გაგიწევენ როგორსაც ჩვენ, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება მათი ფასდაკლების ვაუჩერი გაქვს ან რაიმე მსგავსი, რითაც მათთან შეძენა გირჩევნია.