Glow shimmering body oil, იგივე მანათობელი სხეულის ზეთი არის შექმნილი მზესუმზირის, ტკბილი ნუშის, ზეთისხილის და ყურძნის თესლის ზეთების მდიდარი კომბინაციით. კანის მოვლის და გაჯანსაღების ამ იდეალურ კომბინაციაში გახსნილია მანათობელი ფხვნილიც იმისთვის რომ შენი გალამაზებული კანი თან სინათლესაც უხვად ირეკლავდეს, რაც შენს კანს შორიდანვე გამოარჩევს როგორც თვალში მოსახვედრს, რბილს და ლამაზს. აქვე ავხსნით რას აკეთებს თითოეული ეს ზეთი.
ოთხივე ზემოთ ხსენებული ზეთი არის მდიდარი ანტიოქსიდანტებით (ანტიოქსიდანტები ახანგრძლივებენ უჯრედის სიცოცხლისუნარიანობას) და ოთხივეს გააჩნია მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე ფუნქცია, თუმცა თითოეული მათგანი რაღაც ფუნქციით გამოირჩევა.
მზესუმზირის ზეთი გამოირჩევა კანის მზის რადიაციისა და დაბინძურებული გარემოსგან დაცვის უნარით.
ტკბილი ნუშის ზეთი აქრობს სიწითლეს, კურნავს დაზიანებულ კანს და კარგი დამხმარე საშუალებაა სტრიების გასაქრობად.
ზეთისხილის ზეთი გამორჩეულია თავისი დატენიანებისა და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით.
ყურძნის თესლის ზეთი გამოირჩევა კანის აკნესგან დაცვის შესაძლებლობით.
ეს ძლიერი კომბინაცია ზეთის მანათობელ ეფექტთან ერთად მალე აქცევს ამ ზეთს შენს ერთ-ერთ საყვარელ კანის მოვლის (და თვალში მოსახვედრი სილამაზის) საშუალებად.
აქვს ერთგვარი არომატი რომელიც მიახლოვებულია ხილის მიქსთან და ქოქოსთან.
მოცულობით არის 110 მილიგრამი, რაც გეყოფა დაახლოებით 1000 ამოტუმბვაზე.
Ingredients: