ეს მაცდუნებელი ელექსირი არის დამატენიანებელი სპრეი-ლოსიონი რომელიც გამდიდრებულია არგანის ზეთით, ქოქოსის ზეთით და პანთენოლით. ეს არის ხარისხისა და მაცდუნებლობის სინთეზი, რომელიც ერთ ელექსირში აერთიანებს ყველაფერს რაც ქალებს სჭირდებათ (და სურთ!).
თავისი ინგრედიენტებისა და ფორმის კომბინაციით ეს ლოსიონი არის ქალისთვის პრაქტიკულად ყოვლისმომცველი პროდუქტი რომელიც გამოიყენება თმებზეც და კანზეც. მისი გამოყენბა არამხოლოდ გაგიჯანსაღებს და გაგილამაზებს კანს და თმას, არამედ თავისი მშვენიერი სურნელით და ფერომონის ბუსტერით პირდაპირ, ქიმიურ დონეზე გაქცევს მინიმუმ ორჯერ უფრო მიმზიდველად კაცებისთვის. თან იცი როგორ? აი უამრავ ქალში შენ რომ გამოგარჩევენ და გიყურებენ. შენი გვერდით ჩავლა რომ რატომღაც ყურადღებიდან არ გამორჩებათ და თავადვე ვერ ხსნიან რატომ იზიდავ სხვა ქალებზე მეტად…
სექსუალური ფერომონები რეალურად არის უფერო და შეუმჩნეველ ნივთიერებათა წყება, რომლებსაც ეტაპობრივად გამოსცემს ორგანიზმი. ეს ნივთიერებათა წყება ხელს უწყობს ერთსა და იმავე სახეობის ცხოველებში ქიმიისა და მიზიდულობის განვითარებას. ადამიანებში ქალის სექსუალური ფერომონი არის კოპულინი.
ეს ფერომონის ბუსტერი, რომელსაც ახლა უყურებ, ქალის მიზიდულობას თეთრი ჟასმინის (Jasminum oficinale) და ცერატონიის (Ceratonia siliqua) აქტიური ინგრედიენტების საშუალებით ზრდის. ეს ინგრედიენტები ახდენენ კოპულინის მიმიკას, რისი შეგრძნებაც ზრდის კაცში სექსუალური ჰორმონის სინთეზს.
ამ ელექსირის შექმნის იდეა წამოვიდა SensFeel სუნამოსგან, რომელსაც იგივე ბრენდი აწარმოებს პორტუგალიაში. ეს არის ფერომონების შემცველი სუნამო, რომლის ეფექტურობაზეც ჩატარდა კვლევა. კვლევა იყო შემდეგი: მონაწილეობდა 16 მამაკაცი 25-დან 65 წლამდე. მკვლევარებმა სუნამო დაასხეს სახის მასკებს და მამაკაცებს ამ მასკებზე ასუნინეს დასხმიდან 15 წუთში, 30 წუთში და 1 საათში. ტესტოსტერონის ნიმუშები აღებული იყო მამაკაცების ნერწყვიდან. დასხმიდან 15 წუთში გამოიკვეთა 32.1% ზრდა, 30 წუთში გამოიკვეთა 51.4% ზრდა და 1 საათში გამოიკვეთა 82.1% ზრდა. ანუ ამ სუნამოს გამომყენებელი ქალი, მხოლოდ ამ სუნამოს ეფექტით, კაცისთვის თითქმის ორჯერ უფრო მიმზიდველი ხდება. იმ სუნამოს ეფექტის განზოგადება და უნივერსალურ ელექსირად ქცევა იყო SensFeel მაცდუნებელი ელექსირის შექმნის განმაპირობებელი.
მოცულობით არის 100 მილიგრამი, რაც გეყოფა დაახლოებით 330 შესხმაზე.
სუნის შესაგრძნებად რათქმაუნდა ჯობია ადგილზე ნახო, თუმცა სუნთან ყველაზე ახლოს მდგომი მცენარეები შეგვიძლია გითხრათ: ალუბალი, მაისის შროშანა და კედარი.
ph ინტერვალი: 5.0 – 6.0
Ingredients: