განმანათლებელი

დარღვევა თუ ადამიანის მიერ დაწესებულ ნორმა ?

ადამიანის სექსუალობა და მისი სექსუალური ქცევა ძალზედ მრავალფეროვანია ,თუმცა არსებობს სოციალური ფაქტორები , რომლებიც ხშირად ცდილობს მოახდინოს ადამიანის სექსულობის , სექსუალური ქცევის ჩარჩოებში მოქცევა .

ზოგიერთ კულტურაში, ადამიანები ტანსაცმლით, მაკიაჟით ფარავენ სხეულის ნაწილებს, ზოგიერთ კულტურაში კი პირიქით მის წინ წამოწევას , აქტუალიზაციას და ხაზგასმას ახდენენ .

სოციალური წესები აკონტროლებს ადამიანის მანიფესტირებულ სექსუალურ ქცევებს.

საზოგადოებათა სრულ უმრავლესობაში, ოჯახის წევრებს შორის სექსუალური კავშირი მიუღებელია .

ასევე მიუღებელია, სქესობრივად მოუმწიფებელ ინდივიდთან სექსუალური კონტაქტი და/ან სექსუალური შინაარსის ქმედების განხორციელება და მიუღებელთან ერთად ასევე დასჯადიცაა .

ზოგიერთ სექსუალური ქცევა , რომელიც წარსულში მიუღებელი იყო , დღეს სრულებით ნორმალურ მოვლენად აღიქმება , ასეთი ქცევა იყო მასტურბაცია .

მე-19 საუკუნის ბოლომდე , მასტურბაცია აკრძალული იყო კანონის დონეზე , რადგან ის ითვლებოდა ცოდვად(დღესაც ითვლება ზოგიერთი რელიგიის გაგებით) და ჯანმრთელობის დამაზიანებელ ქმედებად .

ასევე იდევნებოდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები , თუმცა დღეს ეს პრობლემა მეტწილად მოგვარებულია საზოგადოებათა დიდი ნაწილში .

არსებობს ტერმინი – ,, დევიაცია ” , ,,დევიანტი ” ,,დევუიანტური ქცევა ” .

კლასიკური განმარტებით ეს ტერმინები აღნიშნავს ქცევას , რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ დაწესებულ სექსუალური ქცევის ნორმებს .

მეცნიერები გამოყოფდნენ 3 ტიპის დევიაციას :

ნორმალური დევიაცია – მასტურბაცია , ქორწინებამდე სექსი , ორალური სექსი .

ამ ქცევებმა ყველაზე ადვილად განიცადეს დესტიგმატიზაცია .

რადგან დღეს (მათ შორის ქართულ საზოგადოებაში ) მიღებულია მასტურბაცია , ორალური სექსი  მათ შორის ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობაც .

სუბკულტურული დევიაცია – აქ შედიოდნენ სექსუალური ,,უმცირესობები ” (ჰომოსექსუალები, ტრანსგენდერები ) . ეს თემაც თანდათანობით განიცდის დესტიგმატიზაციას .

ინდივიდუალური დევიაცია – პარაფილიები (ფსიქიკური დარღვევის კატეგორია ) .

დღეს-დღეობით ტერმინ ,,დევიაციას” , დევიანტს აღარ ვიყენებთ , რადგან ის უფრო შეურაცხმყოფელ ტერმინად იქცა .

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი რომელიც ორალური სექსით ან მასტურბაციით არის დაკავებული და ჩვენ მას დევიანტს ვეძახით .

ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა შევაფასოთ ადამიანის ე.წ სექსუალური დარღვევა,(მნიშვნელობა არ აქვს ექიმი ხარ თუ უბრალოდ სხვა პროფესია, განათლების ადამიანი ) რადგან წარსულში მასტურბაციაც დევიანტურ დარღვევად მიიჩნეოდა , დღეს კი ყველასთვის მისაღები ქმედებაა (კავდება მამაკაცთა 90% მეტი და ქალთა 80% მეტი) . თუმცა არსებობენ ადამიანები , რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მასტურბაციის ფენომენთან დაკავშირებით, მათ შორის მათაც , ვინც ამ ქმედებით კავდება .

ამ პრობლემის მიზეზი ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძიოთ .

ყოველთვის ფრთხილი უნდა ვიყოთ შეფასებებში , რადგან ჩვენი პერსფექტივიდან დანახული , ყოველთვის რეალობა არ შეესაბამება , რადგან უნდა გვახსოვდეს , რომ ადამიანის სექსუალობა ძალზედ მრავალფეროვანია და თუ ის არ ემთხვევა ჩვენსას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ იმ ადამიანს რამე პრობლემა აქვს .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *