Svakom – DUOGLOW

319,00

თუ ეძებ ერთ ვიბრატორს რომლითაც ყველანაირ სიამოვნებას მიიღებ ისე რომ თან მინიმუმ 2 წლიანი გარანტიაც გქონდეს, მაშინ ამერიკული ბრენდის, სვაკომის ეს ტოპ ვიბრატორი ძალიან მაგარი არჩევანია.
დამზადებულია თხევადი სილიკონის ტექნოლოგიით, რაც მას სძენს როგორც მდიდრულ, ლამაზ და ელეგანტურ იერს, ისე გაკსაკუთრებულად ფაფუკ, რბილ და სასიამოვნო ეფექტს შეხებისას.
DuoGlow შეგიძლია გამოიყენო როგორც რებიტ ვიბრატორი, ან განუცალკევო თავები და ცალკე გამოიყენო კლიტორის პულსატორი და ცალკე G წერტილის თავი.
თითოეულს კიდე ცალკე თავისი სტილები აქვს, აპლიკაციასთან დაკავშირება, გაცხელების ფუნქცია და მთელი ამბები. დეტალებს შეგიძლია სრულ აღწერაში გაეცნო ❤️

in stock

ჩაიჯიბე 957 ორგაზმ ქულა | Earn 957 Orgasm points
Description

რატომ უნდა დაკმაყოფილდე მხოლოდ ერთი სტილის შეგრძნებით როცა ყველანაირი ერთნაირად შეგიძლია რომ გქონდეს?

უნიკალური, მოსახსნელი დიზაინითა და ხუთი-ერთში მრავალფუნქციურობით შექმნილი DuoGlow აერთიანებს წინ-მოძრავ ვიბრატორს ბურთულებიანი სტრუქტურით და პულსირებად სტიმულატორს — რაც გაძლევს თავისუფლებას, ისიამოვნო შერეული შეგრძნებებით ან ზუსტად მიზანმიმართული სტიმულაციით.
აგიხსნით რას გულისხმობს ხუთი-ერთში.
თავისი დიზაინით ეს ვიბრატორი არის რებიტ ვიბრატორი. ოღონდ რებიტის მხარეს პულსით რაც ამუშავებს, ის შეგიძლია თავისი ჯიბიდან ამოიღო და ამით დუოგლოუ აქციო ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვიბრატორად. შიგნით შესადებ მხარეს კი შეუძლია როგორც ვიბრაცია, ისე ზევით-ქვევით მოძრაობა. ზევით-ქვევით მოძრაობასთან ერთად ვიბრატორის თავი ტრიალებს. ამგვარად:
1. ერთი ვარიანტია რომ გამოიყენო როგორც რებიტ ვიბრატორი, კლიტორის პულსაციით და G წერტილის ვიბრაციით.
2. მეორე ვარიანტია რომ გამოიყენო ისევ როგორც რებიტ ვიბრატორი, კლიტორის პულსაციით და G წერტილზე ზევით-ქვევით მოძრაობით.
3. მესამე ვარიანტია რომ გამოიყენო კლიტორის პულსატორი ცალკე, მხოლოდ კლიტორის ვიბრაციისთვის.
4. მეოთხე ვარიანტია რომ გამოიყენო მხოლოდ G წერტილის ვიბრატორი თავისი ვიბრაციით.
5. მეხუთე ვარიანტია რომ გამოიყენო მხოლოდ G წერტილის ვიბრატორი, თავისი ზევით-ქვევით მოძრაობით.

საკონტროლო ღილაკები არის მხოლოდ პულსატორზე. G წერტილის მხარის ჩასართავად პულსატორი და ვიბრატორი ერთმანეთში უნდა იჯდეს. როცა ჩართავ, შემდეგ პულსატორი შეგიძლია ამოიღო და სურვილის შემთხვევაში გამოიყენო როგორც პულტი G წერტილის ვიბრატორის საკონტროლებლად.

ვიბრატორის ძალა:
– თავის წინ და უკან მოძრაობა ვიბრატორს შეუძლია წუთში 85-ჯერ.
– თავის ტრიალი ვიბრატორს შეუძლია წუთში 270-ჯერ.
– ვიბრაცია ვიბრატორს შეუძლია წუთში 6300-ჯერ.
– პულსაცია პულსატორს შეუძლია წუთში 4300-ჯერ.

როგორც ვიბრატორის, ისე პულსატორის ჩასართავად აჭერ S ღილაკს 2 წამით. ვიბრატორს აქვს ვიბრაციის 7, მოძრაობის 7 და სიმძლავრის 3 რეჟიმი. სიმძლავრის რეჟიმის ან/და ინტენსივობის შესაცვლელად აჭერ S ღილაკს ერთხელ, სწრაფად. თუ გინდა რომ ვიბრატორის თავს დააწყებინო ზევით-ქვევით მოძრაობა და ტრიალი, მაშინ იგივე S ღილაკს აჭერ ორჯერ სწრაფად. წინ-უკან მოძრაობის გააქტიურება შეგიძლია მაშინაც, თუ პულსატორზე დააჭერ შესაბამის (ზედა) ღილაკს. როგორც ვიბრაციის, ისე მოძრაობის შემთხვევაში შესაძლებელია ინტენსიურობის რეგულირება S-ზე ერთხელ დაჭერით. თუ გსურს რომ ეს მოძრაობა დააპაუზო და გადახვიდე პულსატორზე, მაშინ პაუზისთვის პულსატორზე ორჯერ სწრაფად აჭერ ზედა ღილაკს.

რეალურად შეიძლება ეს ვიბრატორები წლების მანძილზე გქონდეს და ღილაკებში ასე გარკვევა არც მოგიწიოს, რადგან ეს იდეალური ვიბრატორი უკავშირდება სვაკომის აპლიკაციას, საიდანაც პირდაპირ, უმარტივესად შეიძლება არამხოლოდ მათი ყველანაირი ფუნქციის რეგულირება, არამედ შენთვის სასურველი ვიბრაციის, პულსაციის და მოძრაობის სტილების შექმნა და დამახსოვრებაც. ამასთან ერთად აპლიკაცია საშუალებას გაძლევს რომ აუყოლო ვიბრატორის მოქმედება სასურველ მუსიკას, გარემოს ხმებს, ავიბრირო ლაივში შენი ტელეფონის სქრინზე შენს მიერ პატერნების ხატვის მიხედვით, ან საერთოდ – გადასცე შენს ვიბრატორზე კონტროლი შენს პარტნიორს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში! ამისთვის მხოლოდ ისაა საკმარისი რომ მასაც ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა და სვაკომის აპლიკაცია ტელეფონში.

ალტერნატიულად, ვიბრატორი უკავშირდება KooSync აპლიკაციასაც. სვაკომის და KooSync აპლიკაციები ფუნქციონალით პრაქტიკულად ერთი და იგივეა, უბრალოდ ინტერფეისია სხვადასხვა და გააჩნია შენ რომელი უფრო მოგეწონება.

ერთი სიტყვით ტელეფონის გარეშე ხომ ვიბრაციის, მოძრაობის და პულსაციის ძალიან ბევრი პრესეტი გაქვს, მაგრამ ტელეფონით ვიბრატორის შესაძლებლობები საერთოდ ულიმიტო ხდება.

როგორც ვიბრატორს, ისე პულსატორს აქვს თავის გახურების ფუნქცია 38 გრადუსამდე. შეგიძლია მათი გამოყენება გახურების ფუნქციით, ან ამ ფუნქციის გარეშე. თუ გახურების ფუნქციას ჩართავ, მაშინ ვიბრატორის სითბო ახლოვდება რეალურ, ადამიანურ სითბოსთან, რითაც შეგრძნებები უფრო სიღრმისეული და სასიამოვნო ხდება. გათბობის ფუნქციის ჩასართავად აჭერ შესაბამის ღილაკს პულსატორზე. გათბობის ფუნქციის ჩართვა პულსატორზე გამოიწვევს ამ ფუნქციის ჩართვას ვიბრატორზეც.

დუოგლოუს აქვს მაგნიტური USB დატენვა 2 თავით. დამტენის შესაერთებლად 1 USB პორტი გყოფნის, თუმცა ვიბრატორი და პულსატორი იტენება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე. 2 თავიც ამიტომ აქვს – ორივეს ერთდროულად დატენვა რომ შეძლო.

დუოგლოუს სრულად დატენვისთვის საჭიროა დაახლოებით 2.5 საათი. სრულად დატენვის შემდეგ მუშაობა შეუძლია 1 საათამდე.

ვიბრატორი არის სრულიად წყალგამძლე. შეგიძლია გამოიყენო შხაპში, აუზსა თუ ჯაკუზში.

ვფიქრობთ რომ აქ დაწერილი სადიპლომო ნაშრომით ამ ვიბრატორის ყველა დეტალი დავფარეთ. თუ რამე გამოგვრჩა, რათქმაუნდა შეგიძლია მოგვწერო საფორთზე და გიპასუხებთ ❣️

 

Delivery Details
Packaging is always anonymous
    • Delivery driver does not know what he is bringing to you, but he knows where he works.
    • Our packages do not have logo, packing or anything of a sort.
Delivery in Tbilisi

The delivery service works every day including the weekends.
(asides of rare exceptions, about which you're always informed by a pop-up chat)

Orders received before 14:00 are delivered the same day. Orders received after14:00 are delivered the next day.

The delivery starts after 14:00.

About the delivery details, you receive a call in 12:00 - 14:00 time period and you agree on the specific time/place for the delivery.

We don't deliver like fast food, you generally shouldn't expect 30 minute deliveries.

Delivery is free in central areas. There is an added fee from 3 to 5 GEL in suburbs.
If added fee applies to your area, the delivery will tell it to you. It really only applies if you're seriously somewhere far from any district centers though.

Delivery outside Tbilisi

Deliveries outside Tbilisi are accomplished by our partner company Izibox (not the post of Georgia).

Delivery happens in 3-5 working days (Saturday, Sunday and any official day off doesn't count).

We don't know when exactly will you get your package. You'll need to wait for the call from them.

Packaging is anonymous and the delivery doesn't know what contents are inside.

Commission for shipping outside Tbilisi is 5GEL.

You can pay by card on the web page or by cash on delivery. If you have a foreign card, our website can't charge you. In this case your only option is cash on delivery.