რატომ უნდა დაკმაყოფილდე მხოლოდ ერთი სტილის შეგრძნებით როცა ყველანაირი ერთნაირად შეგიძლია რომ გქონდეს?
უნიკალური, მოსახსნელი დიზაინითა და ხუთი-ერთში მრავალფუნქციურობით შექმნილი DuoGlow აერთიანებს წინ-მოძრავ ვიბრატორს ბურთულებიანი სტრუქტურით და პულსირებად სტიმულატორს — რაც გაძლევს თავისუფლებას, ისიამოვნო შერეული შეგრძნებებით ან ზუსტად მიზანმიმართული სტიმულაციით.
აგიხსნით რას გულისხმობს ხუთი-ერთში.
თავისი დიზაინით ეს ვიბრატორი არის რებიტ ვიბრატორი. ოღონდ რებიტის მხარეს პულსით რაც ამუშავებს, ის შეგიძლია თავისი ჯიბიდან ამოიღო და ამით დუოგლოუ აქციო ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვიბრატორად. შიგნით შესადებ მხარეს კი შეუძლია როგორც ვიბრაცია, ისე ზევით-ქვევით მოძრაობა. ზევით-ქვევით მოძრაობასთან ერთად ვიბრატორის თავი ტრიალებს. ამგვარად:
1. ერთი ვარიანტია რომ გამოიყენო როგორც რებიტ ვიბრატორი, კლიტორის პულსაციით და G წერტილის ვიბრაციით.
2. მეორე ვარიანტია რომ გამოიყენო ისევ როგორც რებიტ ვიბრატორი, კლიტორის პულსაციით და G წერტილზე ზევით-ქვევით მოძრაობით.
3. მესამე ვარიანტია რომ გამოიყენო კლიტორის პულსატორი ცალკე, მხოლოდ კლიტორის ვიბრაციისთვის.
4. მეოთხე ვარიანტია რომ გამოიყენო მხოლოდ G წერტილის ვიბრატორი თავისი ვიბრაციით.
5. მეხუთე ვარიანტია რომ გამოიყენო მხოლოდ G წერტილის ვიბრატორი, თავისი ზევით-ქვევით მოძრაობით.
საკონტროლო ღილაკები არის მხოლოდ პულსატორზე. G წერტილის მხარის ჩასართავად პულსატორი და ვიბრატორი ერთმანეთში უნდა იჯდეს. როცა ჩართავ, შემდეგ პულსატორი შეგიძლია ამოიღო და სურვილის შემთხვევაში გამოიყენო როგორც პულტი G წერტილის ვიბრატორის საკონტროლებლად.
ვიბრატორის ძალა:
– თავის წინ და უკან მოძრაობა ვიბრატორს შეუძლია წუთში 85-ჯერ.
– თავის ტრიალი ვიბრატორს შეუძლია წუთში 270-ჯერ.
– ვიბრაცია ვიბრატორს შეუძლია წუთში 6300-ჯერ.
– პულსაცია პულსატორს შეუძლია წუთში 4300-ჯერ.
როგორც ვიბრატორის, ისე პულსატორის ჩასართავად აჭერ S ღილაკს 2 წამით. ვიბრატორს აქვს ვიბრაციის 7, მოძრაობის 7 და სიმძლავრის 3 რეჟიმი. სიმძლავრის რეჟიმის ან/და ინტენსივობის შესაცვლელად აჭერ S ღილაკს ერთხელ, სწრაფად. თუ გინდა რომ ვიბრატორის თავს დააწყებინო ზევით-ქვევით მოძრაობა და ტრიალი, მაშინ იგივე S ღილაკს აჭერ ორჯერ სწრაფად. წინ-უკან მოძრაობის გააქტიურება შეგიძლია მაშინაც, თუ პულსატორზე დააჭერ შესაბამის (ზედა) ღილაკს. როგორც ვიბრაციის, ისე მოძრაობის შემთხვევაში შესაძლებელია ინტენსიურობის რეგულირება S-ზე ერთხელ დაჭერით. თუ გსურს რომ ეს მოძრაობა დააპაუზო და გადახვიდე პულსატორზე, მაშინ პაუზისთვის პულსატორზე ორჯერ სწრაფად აჭერ ზედა ღილაკს.
რეალურად შეიძლება ეს ვიბრატორები წლების მანძილზე გქონდეს და ღილაკებში ასე გარკვევა არც მოგიწიოს, რადგან ეს იდეალური ვიბრატორი უკავშირდება სვაკომის აპლიკაციას, საიდანაც პირდაპირ, უმარტივესად შეიძლება არამხოლოდ მათი ყველანაირი ფუნქციის რეგულირება, არამედ შენთვის სასურველი ვიბრაციის, პულსაციის და მოძრაობის სტილების შექმნა და დამახსოვრებაც. ამასთან ერთად აპლიკაცია საშუალებას გაძლევს რომ აუყოლო ვიბრატორის მოქმედება სასურველ მუსიკას, გარემოს ხმებს, ავიბრირო ლაივში შენი ტელეფონის სქრინზე შენს მიერ პატერნების ხატვის მიხედვით, ან საერთოდ – გადასცე შენს ვიბრატორზე კონტროლი შენს პარტნიორს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში! ამისთვის მხოლოდ ისაა საკმარისი რომ მასაც ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა და სვაკომის აპლიკაცია ტელეფონში.
ალტერნატიულად, ვიბრატორი უკავშირდება KooSync აპლიკაციასაც. სვაკომის და KooSync აპლიკაციები ფუნქციონალით პრაქტიკულად ერთი და იგივეა, უბრალოდ ინტერფეისია სხვადასხვა და გააჩნია შენ რომელი უფრო მოგეწონება.
ერთი სიტყვით ტელეფონის გარეშე ხომ ვიბრაციის, მოძრაობის და პულსაციის ძალიან ბევრი პრესეტი გაქვს, მაგრამ ტელეფონით ვიბრატორის შესაძლებლობები საერთოდ ულიმიტო ხდება.
როგორც ვიბრატორს, ისე პულსატორს აქვს თავის გახურების ფუნქცია 38 გრადუსამდე. შეგიძლია მათი გამოყენება გახურების ფუნქციით, ან ამ ფუნქციის გარეშე. თუ გახურების ფუნქციას ჩართავ, მაშინ ვიბრატორის სითბო ახლოვდება რეალურ, ადამიანურ სითბოსთან, რითაც შეგრძნებები უფრო სიღრმისეული და სასიამოვნო ხდება. გათბობის ფუნქციის ჩასართავად აჭერ შესაბამის ღილაკს პულსატორზე. გათბობის ფუნქციის ჩართვა პულსატორზე გამოიწვევს ამ ფუნქციის ჩართვას ვიბრატორზეც.
დუოგლოუს აქვს მაგნიტური USB დატენვა 2 თავით. დამტენის შესაერთებლად 1 USB პორტი გყოფნის, თუმცა ვიბრატორი და პულსატორი იტენება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე. 2 თავიც ამიტომ აქვს – ორივეს ერთდროულად დატენვა რომ შეძლო.
დუოგლოუს სრულად დატენვისთვის საჭიროა დაახლოებით 2.5 საათი. სრულად დატენვის შემდეგ მუშაობა შეუძლია 1 საათამდე.
ვიბრატორი არის სრულიად წყალგამძლე. შეგიძლია გამოიყენო შხაპში, აუზსა თუ ჯაკუზში.