განმანათლებელი

უსაფრთხო სექსი

უსაფრთხო სექსზე საუბარი ხანდახან რთულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ახლად დაწყებულ ურთიერთობას ეხება . პარტნიორები რატომღაც ერიდებიან თავდაცვის საშუალებებზე საუბარს .

რატომ არის უსაფრთხო სექსზე საუბარი ხანდახან რთული?

ამის სხვადასხვა მიზეზი შესაძლოა არსებობდეს და უმეტესად ეს პრობლემა მოზარდებში იჩენს თავს , რაც აისახება შესაბამის სტატისტიკაშიც . (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს 25 წლამდე სქესობრივად აქტიურ ინდივიდებში ), შეიძლება ადამიანს ეშინოდეს , რომ პარტნიორი დასცინებს, დაამცირებს, ან მასთან სექსზე უარს იტყვის. შეიძლება ფიქრობდეს, რომ უსაფრთხო სექსზე საუბარი ურთიერთობას „გაანელებს“, მიმზიდველობას დაუკარგავს მათ ურთიერთობას . თუ ძალადობრივ ურთიერთობაშია ადამიანი , შეიძლება ეგონოს, რომ არ აქვს უსაფრთხო სექსის მოთხოვნის უფლება . შეიძლება პარტნიორს ეგონოს, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის რისკი არ არსებობს. რეალურად ნებისმიერ ადამიანი, განურჩევლად გენდერისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა, კლასისა და პროფესიისა, შეიძლება დაინფიცირდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით .

შეიძლება წყვილმა არ იცოდეს , თუ როგორ უნდა გამოიყენოს სწორად კონტრაცეფტული საშუალება , შესაბამისად ვერცერთი ბედავდეს ამ თემაზე საუბრის დაწყებას . გარდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა არსებობს დაუგეგმავი/არასასურველი ორსულობის დადგომის რისკიც, რაც არანაკლებ პრობლემური შესაძლოა აღმოჩნდეს ქალისთვის (მოზარდისთვის ) . ერთი მარტივი რამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის – ყველა ადამიანი /ინდივიდი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ სექსუალურ ჯანმრთელობაზე . შესაბამისად ჩვენ ვალდებულები ვართ ვფლობდეთ გარკვეულ ინფორმაციას პარტნიორის ჯანმრთელობის შესახებ და გააზრებულად ინფორმირებული თანხმობა განვაცხადოთ სექსუალურ აქტივობაზე .

რა არის უსაფრთხო სექსი?

სექსი, ადამიანებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი სასიამოვნო ფორმაა, რომლის დროსაც სიტყვების ნაცვლად ვმოქმედებთ . ამ ძალიან სასიამოვნო ქმედებასაც ახლავს თავისი რისკები , ჩვენ ვერ გავაქრობთ ამ რისკებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რისკების მინიმიზაცია სწორი ნაბიჯების გადადგმით . ამისთვის კი აუცილებელია პარტნიორთან სწორი კომუნიკაცია . სექსუალური აქტივობის დაწყებამდე , უმჯობესი იქნება თუ გვექნება ერთმანეთზე ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე , პარტნიორების რაოდენობაზე, ჩვენი სექსუალური ცხოვრების სტილზე . რატომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორების რაოდენობაზე ინფორმაცია ? ხშირად პარტნიორების ცვლა ზრდის სგგი დასნებოვნების რისკებს , შესაბამისად ჩვენი პოტენციური პარტნიორი შესაძლოა რისკის მატარებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის .

იმ შემთხვევაში თუ შენ ან შენი პარტნიორი ხშირად იცვლით მეწყვილეს , უმჯობესია შესაბამისი ტესტები ჩაიტაროთ ყოველ 3-6 თვეში ერთხელ. როგორ დავიწყო საუბარი ამ თემაზე პარტნიორთან ? უნივერსალური მიდგომა არ არსებობს , რადგან თითოეულ ადამიანი ინდივიდუალურია და მას შესაბამისად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუმცა , არსებობს ძირითადი (basic )რჩევები , რომლებიც შესაძლოა გამოგადგეს : წინასწარ განსაზღვრე რაზე და როგორ აპირე საუბარს , იმაზე რაზეც აპირებ საუბარს მოიძიე გარკვეული ინფორმაცია, რომ შენი საუბარი იყოს მეტად დამაჯერებელი და კომპეტენტური . შეარჩიე სწორი დრო, სწორი ადგილი . დაიწყე ლაპარაკი უსაფრთხო სექსის შესახებ , შენ დამოკიდებულებზე , იმაზე თუ რას ელის სექსისგან . თუ საუბარი საშუალებას გაძლევს, პირდაპირ უთხარი ,რომ საჭირო და აუცილებელი იქნება თავის დაცვა , ჰკითხე თუ რას ფიქრობს ამის შესახებ ? ,,რას ფიქრობს მაგ. პრეზერვატივზე და პრეზერვატივით სექსზე?

იმ შემთხვევაში თუ შენ უკვე გაქვს რაიმე ტიპის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება , უნდა უთხრა პარტნიორს ამის შესახებ და იქვე უნდა აუხსნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სექსის ქონა . იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი არ გეთანხმება , არ თანხმდება კონტრაცეპტივის გამოყენებაზე და გაიძულებს გქონდეს დაუცველი სქესობრივი აქტი(სხვადასხვა მიზეზებით ) , დაფიქრდი რამდენად გინდა ასეთ ადამიანთან სექსუალური კონტაქტი . უნდა გახსოვდეს პირველი არის შენი უსაფრთხოება, შემდეგ სიამოვნება .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *