განმანათლებელი

rape game

ალბათ ბევრი ადამიანისგან გსმენიათ, რომ სურვილი აქვთ მათზე იძალადონ და იძულებით დაამყარონ სექსუალური კონტაქტი, ან პირიქით. როდესაც მსგავს რამეს ისმენ ძნელია ლოგიკურად შეხედო და იფიქრო, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ რეალობა არის ის, რომ მსგავსი სექსუალური ფანტაზია არის BDSM კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამ საზოგადოებაში უდიდესი დატვირთვა ენიჭება.

მოდი სულ თავიდან დავიწყოთ და ყველაფერს თავისი სახელი მივანიჭოთ – იძულებითი სექსის ფეტიშის ოფიციალური სახელი არის Consensual Non-Consent (CNC) Kink ანუ უხეშად რომ ვთარგმნოთ ეს არის კონსესუალური არათანხმობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი პარტნიორი წინასწარ თანხმდება ჩაერთოს სექსუალურ როლურ თამაშში, რომელიც ორიენტირებულია იძულებითი დომინირების (არათანხმობის) გარშემო და საერთოდ არ აქვს კავშირი რეალურ გაუპატიურებასთან. CNC-ის მთავარი გასაღები არის ის, რომ მსგავს თამაშში მონაწილე პირებს შორის უნდა იყოს ღრმა ნდობა, კომუნიკაცია, წინასწარი მოლაპარაკება და შეთანხმება.

იფიქრეთ CNC-ზე, როგორც ძალაუფლების უკიდურეს გაცვლაზე ორ პარტნიორს შორის, რომლიდანაც ერთს სურს განიცადოს მოზღვავებული კონტროლის შეგრძნება, ხოლო მეორეს სურს დათმოს კონტროლი ‘საძინებელში’.

CNC-ის ზოგიერთი მაგალითი შეიძლება შეიცავდეს ძალით დაბმას, თვალების აკვრას, უხეშად შეხებას, დარტყმას ან გაუპატიურებას. ამ დროს მორჩილმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს დომინანტს, მაგრამ დომინანტმა „მისი ნების საწინააღმდეგოდ“ გააგრძელოს მორჩილთან სექსუალური კონტაქტის დამყარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარტნიორებს შორის არსებობს წინასწარ შეთანხმებული უსაფრთხო სიტყვა, რომლის ხსენების შემდეგაც დომინანტი ვალდებულია გაჩერდეს.

საზოგადოებაში დიდი დებატები მიმდინარეობს გაუპატიურების თამაშების უსაფრთხოებისა და მორალის შესახებ. ზოგიერთი ადამიანის აზრით, მსგავსი სახის სექსუალურო კონტაქტი საშიშია და სექსუალური-ემოციური, ინტიმური ურთიერთობის დარღვევაა. ზოგიერთმა შეიძლება ამას გარყვნილება და არაეთიკურობაც კი უწოდოს. სხვების აზრით კი ეს არაფრით განსხვავდება სხვა ფეტიშებისგან და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, სანამ არის საკმარისი კომუნიკაცია და შეთანხმება. ამ უკანასკნელი, საკმაოდ ლოგიკური არგუმენტის მიხედვით, CNC შეიძლება რეალურად იყოს უფრო უსაფრთხო ვიდრე ჩვეულებრივი სექსი, რადგან ეს ხელს უწყობს და მოითხოვს წინასწარ კომუნიკაციას, ნდობას, ლიმიტების განსაზღვრას, კვლევას და თანხმობას პარტნიორებს შორის.

-ნორმალურია, თუ არა მსგავსი სახის ფეტიშის ქონა?

სექსუალური ქცევა, რომელიც მოიცავს დარტყმას და ძალის გამოყენებას, აგრესიის ან დომინირების ელემენტებს, ძალზე ხშირია და არ არის დაკავშირებული პათოლოგიასთან ან ემოციურ აშლილობასთან. „შეთანხმებული არათანხმობა“ აღწერს ქცევას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როლური თამაშების არაკონსენსუალურ ქცევებს, როდესაც ერთი პარტნიორი თანახმაა უარი თქვას თანხმობაზე გარკვეული ქცევის ან ურთიერთობების დროს.

კონცეფცია “გაუპატიურების თამაშის ფანტაზიები” ფართოდ არის გამოკვლეული და კვლევებით ვარაუდობენ, რომ ეს ძალიან გავრცელებულია. ამ კვლევების მიხედვით, ქალების 30-60%-ს აქვს სექსუალური ფანტაზია გაუპატიურების ან მათი ნების საწინააღმდეგოდ დამყარებული სექსუალური ფანტაზიების შესახებ და ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ფანტაზიები მათთვის აღმაფრთოვანებელი და დადებითი განცდების მატარებელია.

CNC-ის ბუნებისა და ეტიოლოგიის კლინიკური და მეცნიერული გაგება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ამ საკითხების ირგვლივ კვლევები და კლინიკური სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ სექსუალური ქცევის ეს ფორმა ასევე ვითარდება და იზრდება, რაც რთულს ხდის მის სრულ კონცეპტუალიზაციას ან ჩარჩოს შექმნას. ნათელია, რომ ბევრი ადამიანი ფანტაზიორობს ისეთ სექსუალურ სიტუაციებში ყოფნაზე, სადაც მათ არ შეუძლიათ გაქცევა და ა.შ.რეალურ ცხოვრებაში ფანტაზიასთან შედარებით ნაკლებ ადამიანს გადმოაქვს მსგავს ქცევები როლური თამაშებში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არც ისე იშვიათია. თანხმობის, თვითშემეცნების, მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის შედეგად, როგორც ჩანს, კონსენსუალური არათანხმობის პრაქტიკის ინტეგრირება სექსუალურ ქცევებში შეიძლება იყოს ადამიანის სექსუალობის ჯანსაღი და დამაკმაყოფილებელი ასპექტი ზოგიერთი ადამიანისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს გააფართოონ თავიანთი სექსუალური გამოცდილებები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარსულში ძალადობის ზოგიერთი მსხვერპლისთვის, CNC-მ შეიძლება თერაპიულადაც იმოქმედოს. ეს შეიძლება იყოს მათი გამოცდილების აღორძინების საშუალება, იმის ცოდნა, რომ ახლა მათ აქვთ ძალა, რომ გააჩერონ მოძალადე ან პირიქით, ვინმეზე დაამყარონ კონტროლი.

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *