განმანათლებელი

პირველი სექსი

ახალი ურთიერთობის დაწყება და განსაკუთრებით პირველი სქესობრივი აქტი , გარდა სასიამოვნო შეგრძნებებისა , ხშირად დაკავშირებულია გარკვეული ტიპის შფოთვასთან/ღელვასთან და/ან სტრესთან .

ასეთ დროს ადამიანები საკუთარ თავს უსვამენ კითხვას :

,,რამდენად კარგად გამომივა ”

,,აღმოვჩნდები თუ არა მისთვის კარგი პარტნიორი ”

,,ნეტა თუ შემადარებს სხვას ”

,,კარგად თუ გამოვიყურები ”

ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს :

,,ნეტა თუ შევძლებ მის დაკმაყოფილებას ”

და ა.შ

სექსოლოგიაში არსებობს ტერმინი – წარუმატებლობის მოლოდინით გამოწვეული შფოთვა (Performance anxiety ).

ეს მოვლენა პირდაპირ დაკავშირებულია ერექციულ დისფუნქციასთან .

პირველად ეს ტერმინი Master&Johnson -მა გამოიყენეს , რომელიც ასახავს მდგომარეობას , როდესაც მამაკაცი კონცენტრირებულია იმაზე, ექნება თუ არა ერექცია და საერთოდ არ აინტერესებს სექსუალური პროცესი, პარტნიორის სურვილები /მოთხოვნილება , ემოციური კონტაქტი და სხვა .

წინასწარი მოლოდინი , იმისა რომ შესაძლოა მამაკაცს არ განუვითარდეს ერექცია, კრავს გარკვეულ მანკიერ წრეს და რეალურად ხდება მიზეზი ერექციის პრობლემისა .

ზოგადად , საზოგადოებაში და ვფიქრობ რომ ჩვენ ჯგუფშიც ასეთი შეხედულება იქნება გავრცელებული, რომ ,,იდეალური ” მამაკაცი ან ,,იდეალური ” სექს პარტნიორი ყოველთვის/ან თითქმის ყოველთვის უნდა აღწევდეს მყარ ერექციას .

რეალურად კი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანი , ურთულესი ცოცხალი ორგანიზმია , რომელიც გარდა სომატური ნაწილისა (ორგანული) , მის ,,ფუნქციონირებაში ” მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგიური/მენტალური მხარეც .

ძალიან რთულია ადამიანის ორგანიზმს და სექსუალურ/რეპროდუქციულ სისტემას მოვთხოვოთ ყოველთვის შვეიცარიული საათივით ,, შეუცდომლად ” მუშაობა .

სექსუალურ პერფორმანსზე იდეალისტური , პერფექციონისტული წარმოდგენები და ზუსტად აქედან წარმოქმნილი შფოთვა , ავტომატურად ხდება რისკ-ფაქტორი ერექციული დისფუნქციის განვითარების .

ერთი ასეთი ფაქტის შემდგომ და ამ ფაქტთან პარტნიორის ან თვითონ მამაკაცის არაადეკვატური დამოკიდებულება ,(ინფორმაციის ნაკლებობის ან არასწორი ინფორმაციის ფლობის გამო ) საკმარისია რომ შეიქმნას უარყოფითი მანკიერი წრე და ჩამოყალიბდეს მყარი ერექციული დისფუნქცია .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *