განმანათლებელი

სექსუალური აქტივობა – კომუნიკაცია

სექსუალური აქტივობა კომუნიკაციის ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო ფორმაა .

,,სექსი საუბრის ერთ-ერთი ფორმაა, სადაც სიტყვების ნაცვლად ვმოქმედებთ ‘’ – დეივიდ ჰერბეტ ლორენსი

სექსუალური აქტივობის შემდეგ, ძირითადად ადამიანები მოდუნებულები, სასიამოვნოდ დაღლილები და დაკმაყოფილებულები არიან , რადგან ადამიანისთვის პარტნიორული სექსუალური ურთიერთობა ერთის მხრივ მისი სექსუალური ,,მე’’-ს რეალიზების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა , რასაც პროცესში ემატება, ჩვენთვის მიმზიდველი ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭების უნარი/შესაძლებლობა და ასევე , ჩვენთვის სასურველი ადამიანისგან სიამოვნების მიღების მომენტი .

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული სექსუალური აქტივობის შემდეგ განიცდიან გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორიც არის – გუნება-განწყობის გაფუჭება , სიბრაზე, სიცარიელის შეგრძნება , მოუსვენრობა, , გაღიზიანება .

ამ დროს ადამიანს ძალიან უჭირს ახსნას თუ რა ხდება მის თავს , რადგან თითქოს და საყვარელი ადამიანისგან მიღებული სიამოვნება და აღმოცენებული ემოციები შეუსაბამოა ერთმანეთთან .

ამგვარი გამოვლინება გაურკვევლობას იწვევს ორივე პარტნიორში და შესაძლოა კონფლიქტის მიზეზიც გახდეს (მინიმუმ ახსნა გიწევს ).

ამ მოვლენას ჩვენ ვეძახით პოსტკოიტალურ დეპრესიას ან პოსტკოიტალურ დისფორიას .

ამ თემაზე ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვითაც 46 % ქალს ჰქონია მსგავსი გამოვლინება კოიტუსის შემდეგ .

ხოლო მეორე კვლევის თანახმად , 41 % მამაკაცს ჰქონია მსგავსი გამოვლინება .

ზუსტი მიზეზი თუ რატომ ხდება ასე, ჯერ-ჯერობით არ ვიცით , თუმცა არსებობს მოსაზრებები:

1.შესაძლოა, სექსუალური აქტივობის დროს პარტნიორთან ურთიერთობა იმდენად ინტენსიურია(ემოციურად ) , რომ კავშირის გაწყვეტა შემდეგ მსგავს სიმპტომებს იწვევს.

2.შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული ბავშვობის ასაკში გადატანილი სექსუალური ძალადობის ფაქტთან .

3.შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული პარტნიორული ურთიერთობის ზოგად პრობლემასთან (არა სექსუალურთან ).

შესაძლოა რომ ეს იყოს კომბინაციურადაც .

რაში დაგვეხმარება ამ ინფორმაციის ცოდნა ?

ამ ინფორმაციის ცოდნა ვერ დაგვეხმარება პოსტკოიტალური სინდრომის თავიდან აცილებაში (პრევენციაში )

დაგვეხმარება იმაში , რომ აღნიშნულ პრობლემას დავარქვათ თავისი სახელი და მივუდგეთ ადეკვატურად (როდესაც პარტნიორი გაბრაზდება, ჩვენ ვეტყვით რომ ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება , რომ ყველაფერი ძალიან კარგი იყო და ეს უბრალოდ პოსტკოიტალური დისფორიაა და ის არ არის ამის მიზეზით გამოწვეული და რომ მალე ყველაფერი მოგვარდება .

საბოლოო ჯამში ეს დაგვამშვიდებს ჩვენც და ჩვენს პარტნიორსაც , რაც ჩვენს ურთიერთობაზე დადებითად აისახება .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *