სექსუალური აქტივობა კომუნიკაციის ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო ფორმაა .
,,სექსი საუბრის ერთ-ერთი ფორმაა, სადაც სიტყვების ნაცვლად ვმოქმედებთ ‘’ – დეივიდ ჰერბეტ ლორენსი
სექსუალური აქტივობის შემდეგ, ძირითადად ადამიანები მოდუნებულები, სასიამოვნოდ დაღლილები და დაკმაყოფილებულები არიან , რადგან ადამიანისთვის პარტნიორული სექსუალური ურთიერთობა ერთის მხრივ მისი სექსუალური ,,მე’’-ს რეალიზების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა , რასაც პროცესში ემატება, ჩვენთვის მიმზიდველი ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭების უნარი/შესაძლებლობა და ასევე , ჩვენთვის სასურველი ადამიანისგან სიამოვნების მიღების მომენტი .
თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული სექსუალური აქტივობის შემდეგ განიცდიან გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორიც არის – გუნება-განწყობის გაფუჭება , სიბრაზე, სიცარიელის შეგრძნება , მოუსვენრობა, , გაღიზიანება .
ამ დროს ადამიანს ძალიან უჭირს ახსნას თუ რა ხდება მის თავს , რადგან თითქოს და საყვარელი ადამიანისგან მიღებული სიამოვნება და აღმოცენებული ემოციები შეუსაბამოა ერთმანეთთან .
ამგვარი გამოვლინება გაურკვევლობას იწვევს ორივე პარტნიორში და შესაძლოა კონფლიქტის მიზეზიც გახდეს (მინიმუმ ახსნა გიწევს ).
ამ მოვლენას ჩვენ ვეძახით პოსტკოიტალურ დეპრესიას ან პოსტკოიტალურ დისფორიას .
ამ თემაზე ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვითაც 46 % ქალს ჰქონია მსგავსი გამოვლინება კოიტუსის შემდეგ .
ხოლო მეორე კვლევის თანახმად , 41 % მამაკაცს ჰქონია მსგავსი გამოვლინება .
ზუსტი მიზეზი თუ რატომ ხდება ასე, ჯერ-ჯერობით არ ვიცით , თუმცა არსებობს მოსაზრებები:
1.შესაძლოა, სექსუალური აქტივობის დროს პარტნიორთან ურთიერთობა იმდენად ინტენსიურია(ემოციურად ) , რომ კავშირის გაწყვეტა შემდეგ მსგავს სიმპტომებს იწვევს.
2.შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული ბავშვობის ასაკში გადატანილი სექსუალური ძალადობის ფაქტთან .
3.შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული პარტნიორული ურთიერთობის ზოგად პრობლემასთან (არა სექსუალურთან ).
შესაძლოა რომ ეს იყოს კომბინაციურადაც .
რაში დაგვეხმარება ამ ინფორმაციის ცოდნა ?
ამ ინფორმაციის ცოდნა ვერ დაგვეხმარება პოსტკოიტალური სინდრომის თავიდან აცილებაში (პრევენციაში )
დაგვეხმარება იმაში , რომ აღნიშნულ პრობლემას დავარქვათ თავისი სახელი და მივუდგეთ ადეკვატურად (როდესაც პარტნიორი გაბრაზდება, ჩვენ ვეტყვით რომ ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება , რომ ყველაფერი ძალიან კარგი იყო და ეს უბრალოდ პოსტკოიტალური დისფორიაა და ის არ არის ამის მიზეზით გამოწვეული და რომ მალე ყველაფერი მოგვარდება .
საბოლოო ჯამში ეს დაგვამშვიდებს ჩვენც და ჩვენს პარტნიორსაც , რაც ჩვენს ურთიერთობაზე დადებითად აისახება .