განმანათლებელი

,,სულ სექსი მინდა”

სექსოლოგიაში არსებობს ე.წ აგზნება – შეკავების მოდელი , რომელიც ცდილობს რომ თითოეული ინდივიდი გარკვეულ კლასიფიკაციაში მოაქციოს . ეს მოდელი შედგება ორი(2) სისტემისგან : სექსუალური აგზნების სისტემა და სექსუალური ინჰიბიციის (შეკავების ) სისტემისგან .

ამ სისტემის თანახმად :

ინდივიდებს, რომლებსაც აქვთ სექსუალური აგზნებადობის ზედმეტად მაღალი , ხოლო სექსუალური ინჰიბიციის(შეჩერების, შესუსტების) ძალიან დაბალი პოტენციალი , ასეთი ადამიანები უფრო ხშირად ერთვებიან რისკიან პარტნიორულ ურთიერთობებში . ინჰიბიციისკენ ძლიერი მიდრეკილებით – ასეთი ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილები სექსუალური დარღვევების ჩამოყალიბებისკენ .(ერექციული დისფუნქცია , აგზნების დაქვეითება ქალებში ) არსებობს სექსუალური აქტივობის შეფასების მეორე მოდელი და ამ მოდელს შეგვიძლია დავუძახოთ ,,სექსუალური კონსტიტუციის ‘’ შეფასების მოდელი . ეს ტერმინი , რუსს მეცნიერ ვასილჩენკოს ეკუთვნის , რომელიც ,,სექსუალურ კონსტიტუციას ‘’ ასე განმარტავს : ,, სექსუალურ კონსტიტუცია არის ადრეულ ონტოგენეზის , პრენატალური განვითარების და მემკვიდრეობით განპირობებული ბიოლოგიური თავისებურებების ერთიანობა , რაც ზღუდავს ინდივიდუალური სექსუალური მოთხოვნილების დიაპაზონს. მარტივად , ძლიერი სექსუალური კონსტიტუციის მქონე ადამიანს აქვს ძლიერი მოთხოვნილება სექსისადმი , აგზნების დაბალი ზღურბლი(ადვილად იგზნება ) და ორგასტული განმუხტვის მაღალი შესაძლებლობა (ორგაზმის განცდის ) . სუსტი ,,სექსუალური კონსტიტიციის ‘’ მქონე ინდივიდში კი ყველა ეს პარამეტრი შებრუნებულია. ამის მიხედვით ადამიანები შესაძლოა იყვნენ – ჰიპერნორმო and ჰიპო სექსუალები . აქვე ვთქვათ , რომ ადამიანის სექსუალური კონსტიტუცია ყალიბდება – გენეტიკურ-ბიოლოგიური და ფსიქო-სომატურ-კულტურულ-სოციალური ფაქტორების ზედდებით .(კომბინირებით ) ამიტომ როდესაც ადამიანის სექსისადმი , ან მისი მოთხოვნილებისადმი რაიმეზე ვმსჯელობთ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორები .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *