რამდენ პოზაში გაქვს სექსი? ამ დასტაში ნახავ 52 პოზას. ახლა რომ ჩაუფიქრდე 52 პოზას დამოუკიდებლად ხომ შანსი არაა, ვერ წარმოიდგენ.
ამ კარტით რამდენიმე თამაშის თამაში შეგიძლია. ინსტრუქციები მოცემულია ინგლისურად, თუმცა ქართულადაც აქვე დაგიწერთ. თითოეულ კარტს აქვს თავისი სიცხის რეიტინგი. სულ გაქვს 5 რეიტინგი: 1/5, 2/5, 3/5, 4/5 და 5/5.
ერთი თამაში რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ არის საბოლოო ფანტაზია. პრინციპი ასეთია: აჩეხავთ კარტს. დაირიგებთ 5-5 კარტს, დანარჩენებს დადებთ პირდაღმა, როგორც ჩვეულებრივი კარტისას. რიგ-რიგობით უნდა ჩამოხვიდეთ თითო-თითო კარტი და შემდეგ აიმატოთ დასტიდან. მიზანი არის რომ შეაგროვოთ სრული ფანტაზია. სრული ფანტაზია გულისხმობს იმას რომ იგებს ის, ვისაც ხელში უჭირავს ერთი კარტი თითოეული რეიტინგიდან. ეს რეიტინგები წერია კარტზე. დასტაში არის ორი WILD კარტა. თუ WILD კარტა ამოგივა, შეგიძლია ჩათვალო ნებისმიერ კარტად. მაგალითად: თუ გიჭირავს 1/5, 2/5, WILD, 4/5 და 5/5, მაშინ შეგიძლია დაყარო კარტები და მოგებული ხარ. შემდეგ კი სექსი უნდა გქონდეთ იმ პოზებში, რაც კარტზეა მოცემული პოზების თანმიმდევრობის დაცვით 1-დან 5-მდე. პ.ს. თუ ხუთივე კარტა გიჭირავს მაგრამ რამე პოზა გაქვს ხელში რაც არ მოგწონს, შეგიძლია თამაში გააგრძელო. არ არის აუცილებელი რომ კარტები დაყარო როგორც კი ხუთივე რეიტინგის კარტს შეაგროვებ.
მეორე თამაში არის შეყვარებულის ლიბიდო. თამაშის პრინციპი ასეთია: აჩეხავთ კარტს და დაიდებთ წინ. ერთმანეთს დაუსვავთ ინტიმურ კითხვებს. თითოეულ კითხვას უნდა ქონდეს ორი სავარაუდო პასუხი. მაგალითად: როგორი სექსი უფრო მეტად მომწონს? ა) ორალური. ბ) ანალური. თუ პარტნიორი კითხვას უპასუხებს სწორად, მაშინ მას შეუძლია რომ აიღოს კარტი. კარტის აღების შემდეგ მას შეუძლია ან დაიტოვოს ეს კარტი, ან გადადოს. კარტების შეგროვების პრინციპი იგივეა რაც პირველ თამაშში: უნდა შეგროვდეს ხუთიდან ხუთივე რეიტინგის კარტი. WILD კარტები აქაც მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც პირველ თამაშში. მას შემდეგ რაც რომელიმე თქვენგანი შეაგროვებს ყველა კარტს, გაქვთ სექსი კარტებში მოცემული პოზების თანმიმდევრობით.
მესამე თამაშს ქვია ბედის განმსაზღვრელი: შენ და შენი პარტნიორი ჯდებით ერთმანეთის წინ. რიგრიგობით იღებთ თითო-თითო კარტს დასტიდან და იდებთ წინ. მიზანი არის რომ შეკრათ ხუთივე რეიტინგის კარტი. გამარჯვებული იქნება ის ვინც პირველი შეაგროვებს ხუთივე რეიტინგის კარტებს. სხვადასხვა რეიტინგის კარტები ერთმანეთში არ აურიოთ. როცა ხუთივე რეიტინგის კარტს შეკრავთ, თითოეული რეიტინგიდან სულ ბოლოს რა კარტებიც ამოგივიდათ მაგის მიხედვით გაქვთ სექსი პოზების თანმიმდევრობით 1/5-დან 5/5-მდე.
მშვენიერი და სახალისო რამეა იმისთვის სექსუალური ცხოვრება მხიარულად გაიმრავალფეროვნოთ!