კიკუში ჩვენი მისიაა სექსუალური რევოლუცია საქართველოში.

სიამოვნებით მოგიყვებით ამ მისიაში რა იგულისხმება: ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში სექსუალური განათლება იყოს ხელმისაწვდომი, ინტიმური ჰიგიენა იყოს იაფი და შემცირდეს წყვილებში ჩხუბისა თუ დაშორების მაჩვენებელი ერთმანეთთან ჯანსაღი სექსუალური შეთავსების გზით.

რა ხდება ამ კუთხით დღეს: ისიც საკმარისია რომ კომენტარებს ჩაუჯდე ჩვენს ამ ვიდეოზე (დააჭირე აქ). მანდ კიდე ბევრს ვერ ხედავ, მინიმუმ 100 ქრინჯი კომენტარია მოშორებული. იმისთვის რომ საზოგადოება მეტად გათვითცნობიერდეს, ჩვენ ვქმნით საკუთარ კონტენტს და მხარში ვუდგავართ არაერთ სექსუალურ განათლებაზე ორიენტირებულ ჯგუფს.

თუ შენთვის რელევანტურია ეს საკითხი და მოგწონს რასაც ვაკეთებთ, მაშინ სულით და გულით ჩვენიანი ხარ.

…………………დააა სულით და გულით ჩვენიანი თუ ხარ, მაშინ ალბათ ფიზიკურადაც გამოიძებნება ადგილი სადმე.

ჩვენ ვეძებთ:

1 კვირა იმუშავებ, 1 კვირა დაისვენებ. მოპედი თუ გყავს ხო იდეალურია და ბონუსი გექნება მაგაზე (+ ბენზინს გიფინანსებთ). თუ არ გყავს ან გყავს და გაგიფუჭდება არც ეგაა პრობლემა: სამუშაო დღეებში შეგიძლია კომპანიის მანქანა და ბენზინი გამოიყენო.

რა გვჭირდება შენგან:
1. მართვის მოწმობა – მაგის გარეშე ვერც მანქანას განდობთ და ვერც შეკვეთებს რაც არ უნდა დარწმუნებული იყო რომ არავინ გაგაჩერებს
2. ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა – ყოველ ხუთ მომხმარებელში ერთი მაინც არის უცხოელი. გვჭირდება რომ დარეკვა, დროზე შეთანხმება და რომ მიხვალ იმის თქმა შეძლო.
3. ფიქრი გონებით და არა ყლით – სექს შოპში მუშაობა არ ნიშნავს სექსს. ყველა კლიენტი ცალკე სამყაროა. ზოგი ნახევრად შიშველი გაგიღებს კარებს, ზოგი წაგეფლირტავება (გოგოებიც და ბიჭებიც), ზოგი პირიქით – ნიღბით შეგხვდება, ან სადმე უცნაურ ადგილზე პროდუქტის შეტენვას და დამალვას გთხოვს. ერთი სიტყვით, ყოველი დელივერი ცალკე თავგადასავალია, მაგრამ ძირითად პრინციპს აუცილებლად იცავ – პირად ურთიერთობაში არ შედიხარ არავისთან. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გინდა ეს ან შენ, ან მათ. ეს არის ზღვარი რომელსაც კიკუში მუშაობისას არ კვეთავ. თუ ესეთი რაღაც მოხდა, რაც არ უნდა ჯიგარი იყო სხვა მხრივ, მინიმუმ სამსახურს კარგავ.
4. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – 0.7 და 0.9 ძრავიანი მანქანებით მაქსიმუმ იმათ გაასწრებ ვინც არ იციან რომ ეგონკავები, თუმცა მაინც ავღნიშნავთ რომ ლიხაჩობებს არ ვართ და ფერნანდო ალონსოსთან ერთი ერთზე შეჯიბრისთვის კიკუს სამუშაო დროს არ ვემზადებით. ჯარიმებზე, მანქანის დაზიანებასა და ამ დაზიანებით გამოწვეულ სერვისის შეფერხებებზე პასუხისმგებლობა შენზეა. შეიძლება საერთოდ გაგიკვირდეს რატომ ვწერთ ამას მაგრამ ვერ წარმოიდგენ რა აღარ გვინახავს და გამოგვიცდია.
5. ორგანიზებულობა – 12:00-14:00 შუალედში მოგეწოდება ნომრები და მისამართები. გადახედავ მისამართებს, დაგეგმავ მარშრუტს, განსაზღვრავ დაახლოებით რა დროის დიაპაზონში იქნები კონკრეტულ უბნებში და აცნობებ მომხმარებლებს. სამუშაო დღეს საწყობიდან იღებ კონკრეტული დღის შეკვეთებს და ფურცელს, სადაც მითითებულია ნომრები, მისამართები და ვინ როგორ იხდის (ქეშით, ტერმინალით თუ უკვე გადახდილია). ჩაბარებულ შეკვეთებს ამ ფურცელზე მონიშნავ და შეკვეთების დარიგების შემდეგ აღებულ ქეშთან ერთად აბრუნებ საწყობში.

ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) + თიფსები (საშუალო თიფსსაც დაგიწერდით მაგრამ რადიკალურად განსხვავებულია მაჩვენებლები. ლაღ და კომუნიკაციაში მოქნილ კურიერებს ბევრად მეტი რჩებათ).
უზრუნველყოფა: მანქანა და საწვავი (თუ ჩვენი მანქანის მაგივრად საკუთარი მოპედით იმუშავებ, დამატებით მიიღებ 200 ლარს).
გრაფიკი: 1 კვირა მუშაობა, 1 კვირა დასვენება (თუ რაღაც დღეს არ გცალია შეგიძლია დაელაპარაკო კოლეგას და გადაცვალო დღე შესაძლებლობის შემთხვევაში).
მისატანი შეკვეთების საშუალო რაოდენობა ერთ დღეში: 20. ანუ თვეში საშუალოდ 300 დასარიგებელი შეკვეთა შენთვის. შესაძლოა ძირითადად დარიგებას 4-5 საათშიც მორჩე და მერე გლოვო/ვოლტი/ბოლტის დელივერი გააგრძელო ხოლმე თუ პარალელურად მანდ მუშაობ საკუთარი სკუტერით.

სულ ესაა, რამე დამატებითი კითხვა თუ გაქვს, გასაუბრებაზე გავივლით.
თიფსის დღევანდელი რეკორდი 200 ლარია ერთ შეკვეთაზე. მოხსნი? 🙂

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოუშვათ თქვენი CV და სოციალური მედიის ლინკები ჩვენს მეილზე: [email protected]

თუ CV-ს გადმოაგზავნი და არ დაგიკავშირდებით, გული არ დაიწყვიტო. არ დაკავშირება არ ნიშნავს რომ არ მოგვეწონე. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ პოზიციაზე კადრის აყვანა ჩვენთვის გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა შენი მონაცემები გვაქვს და შერჩეულ პირებს შესაბამის დროს აუცილებლად დავუკავშირდებით

იკუს მალე ექნება უმაღლესი დონის შოურუმი, რომლისთვისაც ვეძებთ დაინტერესებულ კონსულტანტებს. გვექნება 2 კვირიანი ტრენინგი, რა დროსაც დეტალურად გაგაცნობთ მთლიანად პროდუქციას, საიტის ტექნიკურ მართვას, საფორთს თუ სხვა დეტალებს. 2 კვირის შემდეგ თუ იგრძნობ რომ მოგწონს გარემო და ჩვენც ჩავთვლით რომ შესაბამისი ადამიანი ხარ ჩვენი გუნდისთვის, მაშინ აღნიშნულ დროს ჩავთვლით ნამუშევრად და შემოუერთდები ბორდს.

ადგილზე მუდმივად იქნებით ორნი: ბიჭი და გოგო. ესე არის გადანაწილებული სპეციალურად რადგან თუ მაგალითად ბიჭი შემოდის და აქვს მალე გათავების პრობლემა, გოგოსთან კონსულტაცია შესაძლოა გაუტყდეს და პირიქით – გოგოს შეიძლება კლიტორის სტიმულატორებზე ბიჭთან კონსულტაცია გაუტყდეს.
შენი როლი (მეწყვილესთან ერთად) არის, რომ:
1. იყო მაღაზიაში და დაეხმარო შემოსულ მომხმარებლებს
2. ადმინისტრირება გაუწიო საიტზე შემოსულ შეკვეთებს (შეამოწმო პროდუქტები, შეფუთო, მიაწოდო ინფო კურიერს)
3. უპასუხო კლიენტებს, როცა მოიწერებიან საიტის საფორთზე ან მესენჯერისა თუ ინსტაგრამის ჩატში.
4. ფიზიკურად შეინარჩუნო ფართის სისუფთავე

დამატებითი მოვალეობა (ან შენი, ან მეწყვილის. გადავანაწილებთ) იქნება:
გლოვოზე, ვოლტზე, და ველი.სთორზე გასაგზავნი შეკვეთების მენეჯმენტი, ან ექსტრა.ჯი და თბილისის გარეთ გასაგზავნი შეკვეთების მენეჯმენტი.

რა გვჭირდება შენგან:
1. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე – ბლომად მოგიწევს უცხოელებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანია რომ პროდუქტზე საუბარი სასაუბრო დონეზე შეგეძლოს.
2. მუღამი – შენ იმყოფები ფრონტში და ხარ ჩვენი სახე. ჩვენი მისია და ენერგეტიკა ნებისმიერ შემომსვლელთან შენ მიგაქვს. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე თუ რამდენად გეხალისება ამ თემატიკაში ყოფნა.
3. კომუნიკაციის უნარები – თუ ხალხთან საუბარი არ გიყვარს, არ გამოვა ეს ამბავი. თუ გიყვარს, იცოდე – შენ გეძებთ!
4. პუნქტუალურობა – შენ თუ დააგვიანე კურიერიც დააგვიანებს მომხმარებლებთან და მომხმარებლებიც დააგვიანებენ მერე სადაც მიდიან. მერე მრავლობითში გვაგინებენ და ეგ არ გვაწყობს.
5. დისციპლინა – როცა შეკვეთებს შეფუთავ, ნომრებს მიაწოდებ კურიერებს თუ დღის ნავაჭრს მიითვლი – მნიშვნელოვანია რომ ამას ყოველ ჯერზე აკეთებდე ერთი და იგივე მანერით და ზუსტად ისე, როგორც გააკეთებენ შენი მეწყვილეები. ამისთვის გავივლით ყველანი ერთად ტრენინგს, ერთადერთი რაც

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
უზრუნველყოფა: STAFF ONLY სივრცე წყლით, მაგიდით და მაცივრით. ასევე სველი წერტილი და დაცვა ფართში (ფართს გარე ვიტრინები არ აქვს. შიგნით შემომსლველმა კი ორი შესასვლელი უნდა გაიაროს. თუ ფართში შემთხვევით ვინმე არა-მომხმარებელი შემოვა, უშუალოდ შოპის სივრცეში შემოსვლამდე მას დაცვა გააბრუნებს უკან. ამრიგად უსაფრთხოება დაცულია).
გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება, 11:00-დან 20:00-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოუშვათ თქვენი CV და სოციალური მედიის ლინკები ჩვენს მეილზე: [email protected]

თუ CV-ს გადმოაგზავნი და არ დაგიკავშირდებით, გული არ დაიწყვიტო. არ დაკავშირება არ ნიშნავს რომ არ მოგვეწონე. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ პოზიციაზე კადრის აყვანა ჩვენთვის გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა შენი მონაცემები გვაქვს და შერჩეულ პირებს შესაბამის დროს აუცილებლად დავუკავშირდებით

ალბათ შეამჩნევდი რომ ძალიან აქტიურები ვართ სოციალურ მედიაში და ვიღებთ ბევრ სხვადასხვა სარეკლამო თუ საგანმანათლებლო ვიდეოს. ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ საოცარ წევრთან, მარიამ ქინქისთან ერთად დავიწყეთ სექსუალური განათლების შოუ KinkyED, რომლისთვისაც ვეძებთ მოხალისეებს. ფორმატი მარტივია: თითოეულ შოუში არის რაღაც თემატიკა, რომლის ირგვლივაც მიმდინარეობს სახალისო დისკუსია. მაგალითისთვის, თემები შეიძლება იყოს ასეთი სახის: მონოგამია VS პოლიგამია, ღალატი, რამდენად ერკვევიან კაცები ქალთა სექსუალურ ჰიგიენაში და ა.შ.
ამ შემთხვევაში ანაზღაურება არ გექნება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება რამე გაჩუქოთ უბრალოდ. არც კიკუს ბორდის წევრად ითვლები მაგრამ თუ ექსტრავერტი ტიპი ხარ, ცნობადობა გინდა და გაგისწორდება ისეთ შოუში გამოჩენა რომელსაც პოტენციურად ნახევარ მილიონამდე მაყურებელი ეყოლება სხვადასხვა პლატფორმებზე, მაშინ Welcome. არანაირ გამოცდილებას ან პიროვნულ ტიპს არ ვითხოვთ, უბრალოდ გამოაგზავნე ინფორმაცია შენს თავზე და სოციალური მედიის ლინკები. ყოველი შოუსთვის შერჩეულ ხალხს დაგიკავშირდებით და ვინ იცის, იქნებ დიად გზას ჰოლივუდისკენ ჩვენთან იწყებ.
ინფო გამოგვიგზავნე მეილზე: [email protected]

ბომბა კონტენტის შექმნა, რომელიც მარტივად ვარდება სხვადასხვა სეგმენტებში, ჩვენი ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა. თუმცაღა რათქმაუნდა არ გვიყვარს საკუთარი თავების ჩარჩოში ჩაკეტვა და ყოველთვის ვართ ღია სიახლეებისთვის. თუ შენ ხარ ცნობადი პირი ან/და გყავს დიდი ოდენობით გამომწერები, ჩვენ დაინტერესებულები ვართ შენთან თანამშრომლობით. მოგვწერე როგორ წარმოგიდგენია ჩვენი თანამშრომლობა, როგორი გინდა იყოს ის (ერთჯერადი თუ რეგულარული) და რას გვთხოვ სანაცვლოდ (არაფერი, ბარტერი თუ ანაზღაურება). ჩვენი მარკეტინგის ჯგუფი გაივლის ამ საკითხს და დაგიბრუნდებით პასუხით.
პროფილების ლინკები გამოუშვი მეილზე: [email protected]

ზოგადად მცირე ვიდეოებისთვის მასალას მარტივად, IOS სისტემაში აედითებენ ჩვენი სასწაულმოქმედი მარკეტოლოგები. თუმცა ამასწინად დავიწყეთ შოუ, რომელიც გადაღებული იყო მაღალი დონის სტუდიაში, 4 ფიქსირებული კამერით. არაფერი დიდი მეცნიერება მაგის მონტაჟს არ უნდა, უბრალოდ ესეთი გადაღებისას მასალა გამოდის სადღაც 120GB. ამ 4 ფიქსირებული კამერით ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ 20-30 წუთიანი ვიდეოები. გადაღება მოხდება თვეში ოთხჯერ (შეიძლება ზოგჯერ ერთ დღეს ორი შოუ იყოს გადაღებული). გამოცდილებას საერთოდ არ გთხოვთ, უბრალოდ გვჭირდება რომ იყო:
1. 18 წლიდან ზევით
2. გქონდეს პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი
3. გქონდეს Adobe Premiere ან რამე ანალოგიური პროგრამა
4. იცოდე მონტაჟი
5. იყო ინტერესიანი ადამიანი, გეხალისებოდეს პროცესი და ახალ ხალხთან მუშაობა.

ანაზღაურება: 100 ლარი თითო ვიდეოს მონტაჟში.

სივი და სოციალური მედიის ლინკები გამოგვიგზავნე მეილზე: [email protected]