ანონიმურობა რა თქმა უნდა დაცულია როგორც შენი, ასევე იმ პროდუქტის თუ პროდუქტების რომლებსაც ყიდულობ.

პროდუქტს მიიღებ ანონიმური შეფუთვით რომელსაც გარედან არ აქვს ლოგო და არანაირი საცნობი ნიშანი. შეფუთვების ნახვა შეგიძლია შეფუთვის გვერდზე.

რაში გვჭირდება შენი მეილი და ტელეფონის ნომერი?!
იმეილზე მოგდის ინვოისი.
არის შემთხვევები რომ ციფრი გეშლება, ხან ერთით მეტია, ხან ერთით ნაკლები, ხან მიუწვდომელია.
ასეთ შემთხვევაში გწერთ მეილზე რომ ნომერი გადაამოწმო, ასევე გწერთ კურიერის ნომერს რომ თავად შეძლო დაკავშირება.
აი ამისთვის გვჭირდება მეილი.
ტელეფონის ნომერი გვჭირდება იმისთვის რომ კურიერმა შეძლოს ადრესატთან მარტივად დაკავშირება, საათზე შეთანხმება და ასე შემდეგ.

არავინ გამოიყენებს შენს ნომერს და სხვა ინფოებს იმისთვის რომ დაგსპამოს, ნუდები გამოგიგზავნოს და ა.შ.
რადგან ჩვენთან, კურიერების ჩათვლით, ყველას კიდია ვინ რას ყიდულობს!

პრინციპში სულ ესაა