უბრალოდ საუკეთესო სექს შოპი საქართველოში

შექმნილი სიყვარულით, შენთვის

კიკუ უკვე 5 წელია ერთგულადაა შენს სამსახურში. ჩვენ არ ვართ უბრალოდ კარგი პროდუქციის შემომტანები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საწარმოებთან, ვაწვდით შენს ფიდბექს, მუდმივად ვხვეწავთ ყოველ დეტალს და ასე ვნერგავთ პროგრესს +18 სათამაშოების ინდუსტრიაში.

ისტორია

კიკუ შეიქმნა 2019 წლის 8 მარტს, ბიზნესში სრულად გამოუცდელი და არა ბიზნეს ბექგრაუნდის არმქონე ორი სტუდენტის მიერ, 1400 ლარის ინვესტიციით. კიკუს პირველი საწყობი იყო ავტოფარეხი.

იქიდან გამომდინარე რომ კიკუ არ იყო ტექნოლოგიური სტარტაპი, რაიმე დიდი გარღვევის და ნულიდან უცებ კოლოსალურ ციფრებზე ახტომის მოლოდინი არ გვქონია.
 
საცალო ვაჭრობის სფეროში 1400 ლარით და ნულოვანი გამოცდილებით შესვლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნაბიჯია რაც გადაგვიდგამს. ხელი იმანაც შეგვიწყო რომ დასაკარგი უბრალოდ არაფერი გვქონდა. ეს თანხა შეგროვდა 450 ლარიანი ხელფასის პირობებში, თვეების განმავლობაში მხოლოდ 100 ლარით ცხოვრების (და რამდენიმე კილოს დაკლების) შედეგად.
ასეთი მცირე თანხით საქმის დაწყება ნიშნავდა იმას რომ ვერაფერს ვერ დავხარჯავდით მარკეტინგზე. ცნობადობა უნდა გაგვეზარდა და ხალხი მოგვეზიდა თანხის დახარჯვის გარეშე - მხოლოდ ჩვენი კრეატივით. თუ ამ ურთულეს და სარისკო საქმეს თავს გავართმევდით, მერე აუცილებლად გადავაწყდებოდით კატალოგის სიმცირისა და მარაგების პრობლემას - ვიცოდით რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ წლების განმავლობაში ყოველგვარი მოგების მიღების გარეშე მუშაობით, ასორტიმენტის მუდმივი ზრდით, სწავლით და უზარმაზარი ფიზიკური თუ მენტალური ენერგიის ხარჯვის შედეგად.
რას ამბობდნენ ახლობლები და რას ამბობდა ბაზარი

ახლობლები ახალს არაფერს ამბობდნენ.

- მაიცა რა, არ გამოვა ეგ საქართველოში.
- მერე შენი კარიერა?
- ჯერ ისწავლე.
- გაგინებენ.
- დილდოებთან რომ ასოცირდები არ გაგიტყდება?

ძირითადად ესეთი ტექსტები.
 
არც ბაზარი გვაიმედებდა დიდად.
 
- მოსახლეობის 97% იყო რელიგიური (87% ქრისტიანობა, 9% ისლამი) - ორივე რელიგია თრგუნავს სექსუალურ თვითგამოხატვას და თვითდაკმაყოფილებას
 
- სოციალური და პოლიტიკური წარსული - მოვდივართ სსრკ-დან, სადაც 70 წლის მანძილზე სექსი იყო ტაბუ
 
- GDP Per Capita იყო 4300$, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა პროდუქტის და სერვისის საერთო ღირებულება, რისი მიღებაც საშუალო სტატისტიკურ ქართველს წლის განმავლობაში შეეძლო, შეადგენდა მხოლოდ 4300$-ის ექვივალენტს. ეს იმის ნიშანია რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი უბრალოდ არსებობს თვიდან თვემდე და არ აქვს ისეთი ნივთების ყიდვის უნარი, რომლებიც არ წარმოადგენენ სასიცოცხლო აუცილებლობას. 
 
გარემო და სტარტი იყო ყველანაირად რთული, კიკუს საქართველოში წარმატება უდაბნოში პალმების გახარებას გავდა.
 
თუმცა ჩვენ ეს შევძელით. შევძელით, რადგან მართლა გულით გვინდოდა. შევძელით და ამით დავამტკიცეთ, რომ თავგადადებული და სწორ მხარეს მიმართული შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს მინიმალური რესურსითაც, ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც საქართველოა.
 
შევძელით, რადგან ჩვენ გვქონდა მკაფიო ხედვა. 
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა სექსუალურად განათლებული საქართველოს შექმნა. ზოგადად ესეთ ტერმინებს ჩაიხვევენ და აშავებენ ხოლმე, ამიტომ ჩავშლით დეტალურად:
 
• ჩვენი მისიაა რომ თუ ქალიშვილს პირველი აქტისას სისხლი არ წამოუვიდა, ამის გამო პრობლემები არ ექმნებოდეს და თავის მართლება არ უწევდეს. იცოდეს მისმა პარტნიორმა რომ შეიძლება აპკი სისხლდენის გარეშეც გაირღვეს.
 
• ჩვენი მისიაა რომ ხალხი იყოს სექსუალურად ჯანმრთელი. ამისთვის მინიმუმ იმის ცოდნაა საჭირო თუ რა არის ლუბრიკანტი და გამოყენებული უნდა იყოს ფურთხის ალტერნატივად.
 
• ჩვენი მისაა მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების ხელმისაწვდომობა, რაც ზრდის წყვილების და ოჯახების ურთიერთობათა სიმტკიცეს
 
ეს მისიები არის მუდმივი და დროში განგრძობადი. ყოველთვის, როცა წყვილი სექსუალურ პრობლემებს აგვარებს ჩვენი დახმარებით, ყოველთვის როცა ადამიანი სექსუალურ დაავადებას გადაურჩება - ჩვენ მისიას ვასრულებთ და ამის საპირწონედ რამდენიც არ უნდა გვაგინონ, ჩვენ ვართ ამაყები. 

 

ჩვენი ხედვა
ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვიხედებით. განათლების გავრცელებისთვის ჩვენ ვეხმარებით განმანათლებელ ჯგუფებს ზრდაში. 
არსებობს ძალიან მაგარი სექსუალური განათლების ჯგუფი, რომელსაც მუდმივად ვეხმარებით მათი ბლოგების გავრცელებითა თუ ვაუჩერების გამოყოფით.
ამის გარდა, როცა ერთჯერადი პროექტებით ჩნდებიან ჯგუფები, ყოველთვის ღია ვართ და ვცდილობთ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
გარდა ამისა ჩვენ თავადაც აქტიურად ვავეცელებთ განათლებას სოციალურ ქსელებში შორთების, kinky ed გადაცემისა თუ საფორთზე, ერთი-ერთზე კომუნიკაციის სახით. 
 
კომფორტული და ინტიმური სივრცის შექმნისთვის ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს https://hub.kiku.ge/#
ეს არის პლატფორმა, სადაც შეგიძლია ჩვენი საიტის სხვა დაინტერესებულ მომხმარებლებთან დიალოგი, გაცნობა, ფლირტი, ჯგუფური თუ ინდივიდუალური კომუნიკაცია - სურვილის შემთხვევაში ანონიმურადაც.
გარდა ამისა მხარს ვუჭერთ და რეალიზებაში ვეხმარებით სხვადასხვა დახურულ საზოგადოებებს (kinky unity, უმცირესობები და სხვები).
რაც შეეხება offline სივრცეს: ჩვენი შოურუმი ერთერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში. რათქმაუნდა შესაძლებელია მოსვლა, დათვალიერება და ადგილზე ყიდვაც.
 
ხელმისაწვდომობა კი ჩვენთვის ყველაზე პრინციპულია. მნიშვნელოვანია სექსუალური პროდუქტები იყოს იაფი. ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ - გავედით მაღალ სავაჭრო ბრუნვებზე და მოვიპოვეთ სანდოობა მომწოდებლებთან, ვუზრუნველყავით მარტივი და ხარჯეფექტური ლოგისტიკა, რამაც საშუალება მოგვცა რომ დაგვესვა ბაზარზე უდაბლესი ფასები. დღესდღეობით ჩვენგან არაერთი გადამყიდველიც ყიდულობს - ზოგი მათგანი ისევ საქართველოში ყიდის, ზოგი კი საზღვარგარეთ.
 
სიახლის მიმღებლობის კუთხით ქართულ ბიზნესებში გამოვირჩევით. ჩვენ ხშირად ვიღებთ შემოთავაზებებს და ღია ვართ სხვადასხვა ერთჯერადი თუ მრავალჯერადი პარტნიორობებისთვის. გვყავს მუდმივი პარტნიორი ბიზნესებიც, რომლებთანაც ვართ დისტრიბუტორის როლში - ჩვენი პროდუქციის რეალიზება მხოლოდ ჩვენი სახელით და ჩვენი საიტის მეშვეობით არ ხდება.
კიკუ დღეს

კომპანიას დღეს აქვს ერთი ფიზიკური ადგილი, საიდანაც ხდება დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით.

კიკუს ბორდი შედგება 12 თანამშრომლისგან, რომლებიც უძღვებიან 4 ძირითად მიმართულებას:
მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფრონტი და დელივერი. 

ჩვენ მუდმივად მივილტვით გაფართოებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ.

  • არანაირი მაიდენტიფიცირებელი არ გვაქვს გარედან, ამიტომ სანამ მოხვალ (ან რომ მოხვალ) საფორთზე მოგვწერე ან დაგვირეკე და შემოგიყვანთ.