• ჩვენთან ყველა პროდუქტი მოწმდება ვიზუალურად , ფუნქციონალურად და დამატებითი აქსესუარების კუთხით (დამტენი, პულტი და ა.შ.)
  • თითოეული პროდუქტი გადის შემოწმებას ორჯერ, საწყობში მიღებისას და საწყობიდან გასვლისას.
  • მოწმდება პროდუქტის მუშაობა + იტენება თუ არა, შესაბამისად მოწმდება დამტენიც.
  • ის პროდქუტები კი, რომლებიც არაელექტროა, გადის ვიზუალურ შემოწმებას.
  • თუ ჩვენს კონტროლს არ ენდობი და გინდა თანხის გადახდამდე თვითონ შეამოწმო პროდუქტები, ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა მოხდეს კურიერის თანდასწრებით,
    დარწმუნდი რომ ყველაფერი გამართულია/მუშაობს და მერე შენ იცი.
  • ნებისმიერი სახის პრეტენზია პროდუქტების ვიზუალურ და ფუნქციურ მხარესთან დაკავშირებით მიიღება შეკვეთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში, ამიტომ პროდუქტები შეამოწმე იმავე დღეს როცა მიიღებ, რადგან მოგვიანებით დეფექტებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ვალიდურად არ ჩავთვლით.
  • “-ბზშვყ არ გამომიყენებია; @@@ ლარი კი გადავიხადე მაგრამ ფეხებზე მეკიდა და 4 თვე გაუხსნელად მედო”
    “-სამი თვის წინ ვიყიდე, ერთხელ გამოვიყენე მარტო და ეხლა აღარ მუშაობს” – არგუმენტები არ განიხილება.
  • დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერე, პროდუქტს გამოგართმევთ, შევამოწმებთ და თუ ქარხნული დეფექტი ექნება, მაშინ შეგიცვლით.პროდუქტი შეცვლას ექვემდებარება შემდეგი პირობებით 
  • 50 ლარზე ქვემოთ გარანტია არ აქვს არც ერთ პროდუქტს.
  • 50 ლარიდან 150 ლარამდე პროდუქტებს აქვს 1 დღიანი გარანტია.
  • 150 ლარზე ზევით პროდუქტებს აქვს 2 კვირიანი გარანტია.
  • გამონაკლისია სატისფაიერის ვიბრატორები, რომელსაც 15 წლიანი გარანტია აქვთ.
  • რაც შეეხება პროდუქტების მოვლას და სისუფთავეს.
  • ის პროდუქტები რომლებიც იტენება, უკეთესია პირველ გამოყენებამდე ბოლომდე დაიტენოს (2-3 საათი)
  • გარეცხვის დროს უნდა გაირეცხოს მხოლოდ სილიკონის ნაწილი, წყალი არ უნდა მოხვდეს დატენვის წეტილში.
  • თუ ბატარეებზე მუშაობს, მაშინ წყალი არ უნდა მოხვდეს იმ ადგილას სადაც ბატარეები თავსება.
  • ასევე წყალი არ უნდა მოხვდეს პლასტმასის/მეტალის გარშემო.
    ანუ ნებისმიერი წერტილი საიდანაც შეიძლება რომ მექანიზმში წყალი შევიდეს, უნდა დაიცვა წყლისგან.
  • waterproof რომ უწერია ხოლმე, ეგ არ ნიშნავს რომ მთლიანად წყალგამძლეა ან ვანაში შეგიძლია გამოყენება.
  • თუ მაინც და მაინც ვანაში გამოყენების მუღამი გაქვს, მაშინ შეგიძლია პრეზერვატივი წამოაცვა და მოუკრა პირი ისე, რომ წყალი არ შევიდეს და პროდუქტი არ გაგიფუჭდეს.
  • მერე შეგიძლია იგრიალო.