ჩვენ ვიყენებთ ლამაზ, ანონიმურ შეფუთვებს ან პატარა გაუმჭვირვალე პაკეტებს. სასაჩუქრე შეფუთვების გაკეთებაც მოსულა!

ფოტოზე ხედავ დასარიგებელ შეკვეთებს ერთ-ერთი რიგითი დღიდან. ესე იქნება შენი შეკვეთაც: გააჩნია რას უკვეთავ. თუ ერთ პატარა ნივთს უკვეთავ მაშინ შესაძლოა მოყავისფროდ შეფუთული კოლოფი მიიღო. სხვა შემთხვევაში მიიღებ გაუმჭვირვალე შავ ან თეთრ პარკს. კურიერს შეგიძლია შეხვდე ნებისმიერ ადგილზე და ამ პარკებით სიარული საერთოდ არ გაგიტყდება რადგან არ ჩანს შიგნით რა არის.
თეთრი პარკები ზოგადად ოდნავ გამჭვირვალეა. ამისთვის დამატებით შესაფუთად ვიყენებთ მოყავისფრო პაკეტებს. ლამაზად ვდებთ ან ვახვევთ ნივთებს შიგნით ისე რომ არ ჩანდეს, შემდეგ კი ვდებთ პარკში. პარკზე ვასტეპლერებთ შენს ნომერს და გადასახდელი თანხის ოდენობას (თუ მოტანისას ადგილზე იხდი). ამით ცნობს კურიერი თუ რომელი პაკეტი გეკუთვნის შენ. შეკვეთის მიღების შემდეგ შეგიძლია რომ სტიკერი ააძრო. თუ შენ თვითონ არ იღებ და საჩუქრად უგზავნი ვინმეს, გაგვაფრთხილე და ჩვენ ავაძრობთ სანამ ხელში გადავცემთ <3