ჩვენ გვაქვს ჩვენი სტოკი, ექსკლუზიური პარტნიორობა ჩვენს რამდენიმე მომწოდებელთან და საკუთარი დანადგარები, რაც ნიშნავს შემდეგს:

1. ჩვენთან პროდუქტები “გამოწერით” არ არის. ანუ შენი შეკვეთის შემდეგ ჩვენ სადღაციდან არ ვიწერთ გაურკვეველი დრო არ ჭირდება პროდუქტის მიღებას. შენი შეკვეთის შემდეგ პროდუქცია შენთან მოდის ჩვენი საწყობიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში.

2. ძირითად შემთხვევაში წარმოება ხდება ჩვენი დაკვეთით, რის შემდეგაც პროდუქციას ვიღებთ საწყობში, ვამოწმებთ და ავსახავთ მარაგში. ანუ არც ჩვენ ვუკვეთავთ მზად დადებულს საიდანღაც. ჩვენი მომწოდებლები პროდუქციას ამზადებენ სპეციალურად ჩვენთვის და გვაქვს ისეთი ნივთებიც, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავ. თუ ანონიმურობა და საგარანტიო პირობები დიდად არ გაინტერესებს, მაშინ ეს სცემს პასუხს კითხვასაც თუ რატომ ჩვენ და არა მაგალითად “ალიექსპრესი”: ჩვენ ალიექსპრესს ვუყურებთ, როგორც ჩინელი მომწოდებლებისგან მასიურად ნაწარმოები, მაგრამ გაუყიდავი, “ჩაწოლილი” საქონლის რეალიზაციის საშუალებას. ალიექსპრესის ხარისხს ჩვენ შენ არასდროს გაკადრებთ, ამიტომაც ვართ ძლიერები და თამამად ვაძლევთ ჩვენს პროდუქციას საგარანტიო ვადებს.

3. ჩვენ გვსურს ვიყოთ გამორჩეულები და განვავითაროთ საკუთარი წარმოება სხვადასხვა თამაშებისა თუ აქსესუარების კუთხით. საამისოდ ჩვენ ვფლობთ რამდენიმე დანადგარს და ნელ-ნელა ვზრდით იმ პროდუქტების მოცულობას რომლებსაც ნახავ მხოლოდ ჩვენთან, ან იმ პლატფორმებსა თუ მაღაზიებში, რომლებსაც ჩვენ ვამარაგებთ. ჩვენს ნაწარმოებ ნივთებს ჩვენს საიტზე აქვს სპეციალური კატეგორია და ამასთან ერთად მთავარ სურათზე, ქვედა მხარეს აწერიათ “დამზადებულია საქართველოში.” უდიდესი სურვილი გვაქვს რომ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები საწარმოო მიმართულებით და ადგილობრივი ნაწარმის შენი თითოეული შესყიდვა ამ მიზნის მიღწევას ეხმარება!