აუტოსექსუალური პრეფერენცია

აუტოსექსუალური პრეფერენცია – ნიშნავს იმას , რომ ქალი ან კაცი უპირატესობას ანიჭებს მასტურბაციას(თვითსტიმულირებას ) , პარტნიორულ ურთიერთობასთან შედარებით , მისთვის სასურველი სექსუალური ფანტაზიების ფონზე .
ზოგჯერ , მასტურბაციის ტექნიკა იმდენად განსხვავებულია(წყლის ჭავლი , ხახუნი რაიმე საგანზე …) და/ან ფანტაზიების შინაარსი იმდენად სპეციფიკური , რომ ძნელი ხდება ანალოგიური სტიმულაციის იმიტაცია ან განმეორება პარტნიორული ურთიერთობის დროს (კოიტუსი ) , ამის გამო ორგაზმის განცდის მიღწევა რთულდება (სპეციფიკურ გამღიზიანებელზე პირობითი რეფლექსის განმტკიცება ) .