რა არის სექსუალური ქცევა და სექსუალური ორიენტაცია და რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის ?
სექსუალური ქცევა ცვალებადი , ორიენტაცია კი სტაბილური ცნებაა .
მაგალითად , ინდივიდი გარკვეული მოტივაციის გამო დაკავებული შესაძლოა იყოს ჰომოსექსუალური ქცევით , მაგრამ ორიენტაციით ჰეტეროსექსუალი იყოს .
ან პირიქით, ადამიანი დაკავებულია ჰეტეროსექსუალური ქცევით, თუმცა ჰომოსექსუალური ორიენტაციისაა .
სტატისტიკურად ჩვენ არ ვიცით , რამდენ ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანს უწევს , ჰეტეროსექსუალური თუ ასექსუალური ქცევა .(კულტურულ-რელიგიური ფაქტორებიდან გამომდინარე).
ან ასევე პირიქით , რამდენი ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ინდივიდი კავდება ჰომოსექსუალური ქცევით (მაგ. ფულის სანაცვლოდ, ან რაიმე სხვა მოტივაციით ) .
მეცნიერები, ექიმები, გენდერის მკვლევრები თანხმდებიან იმაზე , რომ ორიენტაცია არ არის ინდივიდის მიერ თავისუფალი არჩევანის შედეგი , რომ ეს ბუნებრივი მოცემულობაა .
შესაბამისად ნორმალურ საზოგადოებაში , ასეთი ადამიანების მიმართ არ უნდა გამოვიყენოთ დამამცირებელი, დამაკნინებელი ტერმინები .
ახლა განვიხილოთ ტერმინები როგორიცა –ჰომონეგატივიზმი , ჰომოფობია და ჰომოაგრესია .
რა განსხვავებაა მათ შორის ?
ყველასთვის ცნობილი ტერმინია ,,ფობია ‘’ .
ფობია რაღაცის მიმართ არარაციონალურ, გადაჭარბებულ შიშს ნიშნავს .
ამ შემთხვევაში ტერმინი ჰომო-ფობია , ნიშნავს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ირაციონალური, გადაჭარბებული შიშის გრძნობის ქონას .
თუმცა დღეს-დღეობით ამ ტერმინს ჩვენ და ასევე სხვა საზოგადოებებშიც განსხვავებული , მეტ-ნაკლებად არასწორი შინაარსით ვიყენებთ.
ამ ტერმინს ფართო მნიშვნელობით ხმარობენ და ჰომოსექსუალური ქცევისა თუ ორიენტაციის მიმართ უარყოფითი განწყობის ნებისმიერ ხარისხსა თუ ვარიანტს გულისხმობენ – შიში, ზიზღი , სიძულვილი , დევნა , სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა , დისკრიმინაციული მიდგომა …
შემდეგი ტერმინია – ჰომონეგატივიზმი .
ეს ტერმინი ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას , ჰომოსექსუალური ქცევის თუ ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ .
ჰომონეგატივიზმი კრებითი ტერმინია და უარყოფითი განწყობის სხვადასხვა ხარისხს გულისხმობს.
მაგ. არ მოწონება (არ მინდა ასეთი მეგობარი , არ მინდა ასეთი შვილი , არ მინდა ასეთი და/ძმა … ) , შიში ( არ გავხდე ჰომოსექსუალი, ხომ არ გავხდები ჰომოსექსუალი? ) , სიძულვილი ( ესენი არიან ქვეყნის მტრები , ესენი რყვნიან ჩვენ ბავშვებს … ) .
ჰომონეგატიური განწყობები განსაკუთრებით გავრცელებულია არალიბერალურ საზოგადოებებში.
შემდეგი ტერმინია ჰომოაგრესია .
ჰომოაგრესია არის კრიმინალურ ქმედებასთან გათანაბრებული ქცევა – რა დროსაც სექსუალური ქცევისა თუ ორიენტაციის გამო , ერთი ჯგუფი დევნის მეორეს , აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მატერიალურ ზიანს .
ძირითადად ჰომოაგრესორები არიან ავტორიტარული აზროვნების , ხისტი/დამახინჯებული რელიგიური შეხედულებების ფანატიკოსები .
ასეთმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ ის რომ სხვა მეორე ადამიანზე ძალადობა არ შეიძლება, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ადამიანი შენთვის .
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცნობიერება წინა ათწლეულებთან შედარებით შეცვლილია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში .
ამას მოყვა სხვადასხვა ორგანიზაციების თუ ჯგუფების შექმნა, რომლებიც იცავენ ჰომოსექსულური ორიენტაციის ადამიანების უფლებებს , თუმცა ეს ორგანიზაციებიც ხშირად ბევრ შეცდომას უშვებენ .
ისინიც აგრესიულად პასუხობენ ე.წ ჰომოფობეს , სინამდვილეში კი უნდა ესმოდეთ, რომ ჰომოფობიას აგრესიით ვერ დაამარცხებ . .
ჰომოფობია არ არის წინასწარ განზრახული , თანდაყოლილი ქცევა/დამოკიდებულება ..
ამ ტიპის დამოკიდებულების/ქცევის ჩამოყალიბებას თავისი ობიექტური/სუბიექტური მიზეზები აქვს .
ზუსტად ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაა საჭირო .
და ბოლოს , ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ,,ჰომოფობია’’ მხოლოდ ჰეტეროსექსუალი ადამიანის პრობლემა არ არის .
ჰომოფობიური დისტრესის განსაკუთრებული ხარისხი სწორედ ჰომოსექსუალური ორიენტაციის და ტრასნგედერი იდენტობის ადამიანების ნაწილს აღენიშნება .
ნებისმიერი პრობლემა , რომელიც შესაძლოა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპზე გაჩნდეს , როგორც წესი საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომონეგატიური აზრების, სტერეოტიპების და აქედან გამომდინარე მის საკუთარ ჰომოფობიურ წინასწარგანწყობას უკავშირდება .
ყოველთვის ჯობია, პირველი მიზეზი ვეძებოთ ჩვენში და შემდგომ სხვაში .