განმანათლებელი

ვაგინალური ორგაზმი

გასაკვირია , მაგრამ ქალის ორგაზმზე წარმოდგენები დღესაც იგივეა , რაც 100 წლის წინ , როდესაც ზიგმუნდ ფროიდმა , მტკიცებულებების გარეშე შექმნა ტერმინი ,,ვაგინალური ორგაზმი ‘’.

ფროიდის გავლენით , კლიტორული დაარქვეს ორგაზმს , რომელიც მხოლოდ კლიტორის უშუალო და პირდაპირი სტიმულაციით მიიღწევა, ხოლო ვაგინალური უწოდეს ორგაზმს , რომლის მიღწევაც , პენისის საშოში შეყვანით და ფრიქციების (მოძრაობით ) დროს ხდება . მამაკაცში ორგაზმი ძირითადად პენისის , ხოლო ქალის შემთხვევაში კლიტორის თავის უშუალოდ მანუალური , ტაქტილური სტიმულაციით ვითარდება . ორგაზმის მიღწევა მამაკაცებში შესაძლოა მოხდეს – კოიტუსის დროს , ორალური სექსის დროს , მანუალური სტიმულაციით (პეტინგი ) , ან მასტურბაციის დროს (თვითსტიმულირება ) .

ქალებში ორგასტული განმუხტვის მიღწევა შესაძლებელია – პარტნიორის მიერ კლიტორის მანუალური , ორალური (კუნილინგუსი ) , პენეტრაციული ან მასტურბატორული აქტივობის დროს .

იშვიათია , თუმცა ქალები ასევე ორგასტულ განმუხტვას აღწევენ სარძევე ჯირკვლის (ძუძუს , ძუძუს დვრილების ) მანუალური სტიმულირების დროს , რასაც აადვილებს ამ დროს კონკრეტული ფანტაზიების განვითარება , პარტნიორთან ან სრულიად სხვა ადამიანთან დაკავშირებით . რატომ არის რომ პენეტრაციისას ქალთა საკმაოდ დიდ ნაწილს ურთულდება ორგასტული განმუხტვის მიღწევა ? იმიტომ რომ პენეტრაციისას კლიტორის თავი, მცირე ბაგეების კიდეები სტიმულაციის გარეშე რჩება . ეს შესაძლოა მოხდეს მაშინ როდესაც ,,არასწორი ‘’ პოზაა შერჩეული , ან პარტნიორს (მამაკაცს ) არ აქვს ინფორმაცია ამ სტრუქტურების მნიშვნელობის შესახებ და არ აქცევს მათ სათანადო ყურადღებას . მე-20 საუკუნეში გაბატონებული აზრი იყო და სამწუხაროდ დღემდე გრძელდება , რომ თუ ქალს არ შეუძლია ვაგინალური ორგაზმის მიღწევა, ესეიგი ის არასრულფასოვანია .

Alfred kinsey-მ პირველმა დააყენა ეჭვქვეშ ფროიდისეული მოსაზრება ვაგინალური ორგაზმის შესახებ და ჩაატარა კვლევა , რომლის თანახმადაც საერთოდ გამორიცხა ვაგინალური ორგაზმის არსებობა . მისი აზრი იყო , რომ ორგაზმის მომენტში , ვაგინალური შეკუმშვები არ ნიშნავს იმას , რომ ორგაზმი ვაგინალურმა სტიმულაციამ გამოიწვია . ორგაზმი მარტივი და კლასიკური რეფლექსი არ არის , მაგ. როგორიც არის მუხლის რეფლექსი , აქილევსის რეფლექსი და ა.შ . ის მოტორულ-სენსოსრულ კომპონენტთან ერთად, კოგნიტურ ნაწილსაც მოიცავს. ეს ნიშნავს იმას , რომ ეს შეგრძნება ადვილად განმტკიცებადია. მოზარდი რომელიც მიაგნებს გაუცნობიერებლად, ორგაზმის განცდის წერტილებს, თვითსტიმულაციის დროს , აუცილებლად ეძებს შემდეგ გამეორების შესაძლებლობას და როგორც წესი იმეორეს ამ ქმედებას და ისევ პოულობს . ამის შემდეგ ხდება ამ რეფლექსის დასწავლა , რასაც მოყვება მასტურაბციული ქცევის ხშირი გამეორება . ნებისმიერი რამ , რაც ადამიანს ჰგვრის სიამოვნებას, მისი განმეორება მას მუდმივად სურს . ქალები ხშირად იხსენებენ , რომ ორგაზმი განიცადეს სრულიად შემთხვევით , სასქესო ორგანოზე სხვადასხვა ტიპის შეხებისას (ხელით , ხახუნით , ფეხების მიტყუპებით და კუნთების ძლიერი შეკუმშვით, შხაპის მიღების დროს და ა.შ ) . ეს დაახლოებით ხდება 6-12 წლის ასაკში და ამ დროს ადამიანი , გოგონა ვერ აცნობიერებს რა ხდება მის თავს , მაგრამ ეს რაღაც ძალიან კარგია . ამ დროს ზოგიერთს გონია , რომ მხოლოდ ის ახერხებს ამგვარი სიამოვნების მიღებას . ერთსა და იმავე ქალში ორგაზმის ინტენსივობა ცვალებადია , ასევე ქალები განსხვავდებიან ორგაზმის სიხშირისა და ამისთვის საჭირო სტიმულაციის ინტენსივობის მიხედვით .

ანუ რაც ერთისთვის არის ნორმა და მისაღები, ის მეორისთვის შესაძლოა არ იყოს საკმარისი . რატომ არის რომ ზოგიერთი ქალი ვაგინალური პენეტრაციის დროს (ფინგერინგი , პენის-ვაიგნალური ფრიქცია ) აღწევს ორგაზმს ? 1998 წელს ჩატარდა კვლევა, MRI (Magnetic resonance imaging ) დახმარებით და დადგინდა რომ , ზოგიერთ ქალს უფრო დიდი კლიტორული ქსოვილი და უფრო უხვი ნერვული დაბოლოებები აქვს, ვიდრე სხვებს . სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგიერთს სჭირდება კლიტორის თავის უშუალო სტიმულაცია, ზოგიერთისთვის კი საკმარისია კლიტორის არაპირდაპირი სტიმულაცია პენის-ვაგინალური ფრიქციებისას . ზოგადად კლიტორული და ვაგინალური ორგაზმის ცალკე გამოყოფა არასწორია . ვაგინალური ორგაზმი კლიტორის გარეშე არ არსებობს . ე.ი თუ ქალი კოიტუსის დროს ადვილად აღწევს ორგაზმს ,,ვაგინალურ ორგაზმს ‘’ , ეს ნიშნავს, რომ კლიტორის კომპლექსი და მიმდებარე არეალი მდიდარია რეცეპტორებით და რომ ქალმა კარგად მიაგნო კლიტორის სტიმულაციის საუკეთესო ხერხს . იმისათვის რომ პარტნიორული ურთიერთობისას შედეგი იყოს ისეთივე კარგი , როგორიც სოლო რეპერტუარისას , კლიტორის სტიმულაციის ხერხის შესახებ პარტნიორსაც უნდა მიაწოდოს ქალმა ინფორმაცია და არ დაელოდოს იმას თუ როდის მიაგნებს პარტნიორი ამ წერტილებს . შემთხვევითობიდან უნდა გადავიდეთ გამიზნულ, გააზრებულ ქმედებებზე და ბრმა მხედველის როლიდან უნდა გამოვიდეთ , ამისთვის კი აუცილებელია , რომ გვქონდეს სწორი ცოდნა .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *