განმანათლებელი

კრიზისები

ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში კრიზისებს ვლახავთ და ზუსტად ამ კრიზისების გადალახვა გვაძლიერებს, გვზრდის და გვხდის უფრო ბრძოლისუნარიანს , ვიდრე ვიყავით გუშინ .

როგორ ფიქრობთ რა ასაკიდან იწყება კრიზისების გადალახვა ?

პირველი კრიზისი ადამიანის ცხოვრებაში დგება დაბადების (მშობიარობის) დროს .

ნაყოფი მშვიდად, თვეების განმავლობაში ზის დედის მუცელში , მას ჰქონდა ყველაფერი რაც სურდა და სჭირდებოდა, ახლა კი დადგა დრო რომ თვითონ მოახერხოს და უსაფრთხოდ გამოვიდეს დედის ვაგინის გავლით , გარეთ .

არსებობს მშობიარობის ბიომექანიზმი , ნაყოფმა თვითონ იცის თუ რა მოძრაობები უნდა გააკეთოს , რომ უსაფრთხოდ გამოვიდეს მუცლიდან გარეთ , ზუსტად ამ ,,მანევრების ‘’ წარმატებით დასრულების მერე, მას უკვე ერთი კრიზისი გადალახული აქვს .

ეს ნიშნავს , რომ იმაზე უფრო ძლიერია დღეს, ვიდრე იყო გუშინ .

დაბადების მომენტიდან , ბავშვი ახალშობილი იწყებს ყველაფრის შესწავლას , როგორც გარემოსი , ასევე საკუთარი სხეულის . აკვირდება ნივთებს , გარემოს , ეხება სხეულს …

თუ დაჰკვირვებიხართ , პატარა ბავშვებს ყველაფერი პირში მიაქვთ , თითები, სათამაშოები , დედის ძუძუ … ამ დროს ახალშობილი პირით იღებს ინფორმაციას , პირით იღებს სიამოვნებას , ამ ფაზას ორალურ ფაზას უწოდებენ .

ორალურ ფაზას მოჰყვება ანალური ფაზა , ეს დაახლოებით 1-3 წლის ასაკია .

3-6 წელი – ამ ასაკში ხდება სქესის იდენტიფიცირება .

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ , ახალშობილი დაბადების მომენტიდან იწყებს საკუთარი სხეულის შესწავლას ,შესწავლისთვის კი ტაქტილურად ეხება სხეულს .

ამ შეხებების დროს ის პოულობს , რაღაც სასიამოვნო მომენტებს , სასიამოვნო წერტილებს სხეულზე.

ნებისმიერ რამ , რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს , ადამიანს უჩენს იმის სურვილს , რომ ამ სიამოვნების გამომწვევი ქმედება გაიმეოროს .

და ბავშვიც გაუცნობიერებლად კიდებს ხელს გენიტალიებს .

მშობლებს ამაზე საშინელი რეაქცია აქვთ ხოლმე და ხშირად უხეშად ერევიან ბავშვის ფსიქო-სექსუალური განვითარების ამ მონაკვეთში .

გაუცნობიერებელი ქმედებიდან , ბავშვი რაღაც კონკრეტულ ასაკში (8.9,10,11 ან უფრო მოგვიანებით ) გადადის გაცნობიერებულ , გამიზნულ ქმედებაზე .

რაღაც ასაკამდე, მშობლები გვეხმარებიან ხოლმე ჰიგიენის დაცვაში , გვეხმარებიან დაბანაში , მაგრამ დგება დღე როდესაც ვამბობთ , რომ მორჩა ჩვენი უკვე დიდები ვართ და აღარ გვსურს დედის, მამის , ბებიის .. ან ვინმეს თანდასწრებით ბანაობა …

ხშირად არის რომ , ბავშვებს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მასტურბაციის ფენომენის არსებობის შესახებ , მათ არც გაუგიათ ასეთი რამის არსებობის შესახებ, მაგრამ შემთხვევით მაგ. ბანაობისას მიაგნეს სიამოვნების წერტილებს , რის შემდეგაც გააზრებულად დაიწყეს ამ ქმედების გამეორება , უფრო მოგვიანებით კი ამ ქმედებას დაერქვა სახელი კიდეც .

მშობლები ამბობენ ხოლმე (გულისწუხილით ) რომ მათი შვილი (გოგო, ბიჭი ) საათობით იკეტება აბაზანაში და ეჭვობენ რომ მოზარდი დაკავებულია მასტურბაციით .

დავუშვათ მათი ფიქრები, მსჯელობა სწორია და მართლაც 14 წლის ბიჭი/გოგო მასტურბაციით კავდება ბანაობისას და მერე ? ამაში ცუდი რა არის ?

ეს არის ჩვეულებრივი , ბუნებრივი ეტაპი ფსიქო-სექსუალური განვითარებისა , რომელსაც არ სჭირდება გარედან ჩარევა , თანაც ასეთი უხეში ჩარევა , რომელიც ამბობს , რომ მასტურბაცია ეს საშინელი ქმედებაა , რომ არ შეიძლება .

ჩვენ საზოგადოებაში ეს კონკრეტული ქმედება მარგინალიზებულია . ალბათ ყველას გაგვიგონია , ,,ძია კაცები ‘’ როგორ დასცინიან პატარა ბიჭებს , შემდეგ ეს პატარა ბიჭები დასცინიან ერთმანეთს და ვერავინ ბედავს აღიაროს , რომ კი ის მასტურბირებს . (არადა 10 ადამიანიდან დროის კონკრეტულ მონაკვეთში 9 მასტურბირებს ) .

მშობლებს ჰგონიათ ხოლმე, რომ ისინი სრულად აკონტროლებენ თავიანთ შვილებს, რომ ყველაფერი იციან მათზე , მათ ქმედებებზე, ფიქრებზე, აზრებზე, , მათ ადგილ-სამყოფელზე … სინამდვილეში კი ძალიან ცდებიან , ისინი ხედავენ მხოლოდ აისბერგის მწვერვალს .

ამიტომ , ილუზორული სამყაროდან უნდა გამოვიდეთ , შევხედოთ მოვლენებს რეალურად და ვიფიქროთ შემდეგნაირად – ჩვენმა მოზარდმა შვილებმა ყველაფერი იციან , ყველაფერზე ფიქრობენ, ყველაფერს აკეთებენ .

გვინდა მათი დაცვა ?

მაშინ , ჩვენ უნდა ვიყოთ მათთვის სანდო ინფორმაციის წყარო , აი ის ავტორიტეტები , რომელთანაც ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში მორბიან და აზრს ეკითხებიან .

კი , ბავშვები მასტ**ბირებენ (ახალშობილებიც ) , კი ბავშვები უყურებენ პორნ**რაფიას , კი მოზარდები კავდებიან სექსუალური შინაარსის პარტნიორული ქმედებებით და კი ზოგ მათგანს სექსიც აქვთ, ეს არის რეალობა .

გვინდა მათი დაცვა , მათთვის რისკების , პრობლემების მინიმიზაცია ?

მივაწოდოთ სწორი , ადეკვატური , დროსთან შესაბამისი ინფორმაცია , ეს არის საუკეთესო გზა მათი დაცვისა და არა აკრძალვა , დამალვა , თითის ქნევა და დამუნათება .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *