განმანათლებელი

ნაადრევი ეაკულაცია

რა როლი აქვს ქალს მამაკაცის ეაკუალციის კონტროლის საქმეში?

ნაადრევი ეაკულაცია , მეორენაირად სწრაფი ეაკულაცია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სექსუალური დარღვევაა მამაკაცებში და ის სექსუალურად აქტიურ მამაკაცებში ცხოვრების განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვლინდება .

ნაადრევი ეაკულაციად ითვლება ეაკულაცია , როდესაც – ეაკულცია ხდება პენეტრაციის დაწყებამდე ან პენეტრაციის დაწყებიდან არაუმეტეს ერთი წუთისა.

ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა  ე  ე   ა  ი ა , რადგან ეაკულაციის დარღვევის შეფასება ხდება პენეტრაციულ სექსუალურ აქტივობისას და არა მაგ. მასტურბაციისას , ორალური სექსი დროს ან რაიმე სხვა სტიმულაციისას .

ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევა შესაძლოა მოხდეს სექსუალური ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე , ნებისმიერ დროს და დაემართოს გამოცდილ თუ გამოუცდელ მამაკაცს .

ნაადრევი ეაკულაცია ფრუსტრაციის მიზეზი ხდება წყვილებისთვის , რამაც საბოლოო ჯამში ურთიერთობის დაძაბვა შესაძლოა გამოიწვიოს .

იმისათვის რომ დავიწყოთ პრობლემის მოგვარება , აუცილებელია გვესმოდეს მიზეზი , თუ რა შეიძლება იწვევდეს ნაადრევ ეაკულაციას .

ეაკუალციის კონტროლის უნარი სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყალიბდება .

ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში /ბიჭებში , თინეიჯერებში , რადგანაც მათი ემოციური სტატუსი ძალიან ლაბილურია, აღინიშნება ჰორმონალური დისბალანსი , ჯერ კიდევ არ იცნობენ საკუთარ სხეულს კარგად და არ შეუძლიათ მისი მართვა, ასევე რაც უფრო დიდი დროა გასული ბოლო ეაკულაციიდან , მით მეტია შანსი სწრაფი ეაკუალციის (სავარადუოდ სექსუალური აგზნების მომატების გამო ) .

ასაკის მატებასთან ერთად ეაკუალციის კონტროლის უნარი იზრდება .

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ?

ამ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად მამაკაცის ან ქალის მიერ ვერ მოხდება, ამისათვის აუცილებელია წყვილში მუშაობა .

ნაადრევი ეაკუალაციის პრობლემის მოგვარების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ქალის როლი.

ქალს საუკეთესოდ შეუძლიათ ასეთ დროს პარტნიორის დამშვიდება , გამხნევება და მასზე ფსიქოლოგიურად გავლენის მოხდენა .

ქალი უნდა ეცადოს რომ ამ პრობლემის გამო არ მოახდინოს პარტნიორზე ზეწოლა , დაბულინგება .. პირიქით მის დამოკიდებულებაში უნდა იკითხებოდეს , რომ ,,ყველაფერი კარგად არის , ერთად ყველაფერს შევძლებთ” .

გარდა ფსიქოლოგიური ნაწილისა , ქალს ასევე შეუძლია სექსუალური აქტის მართვაც .

ამისათვის მან კარგად უნდა იცოდეს პარტნიორის სხეულის ენა .

დროთა განმავლობაში მას შეუძლია შეისწავლოს პარტნიორის სხეულის რეაქცია, ორგაზმამდე, ორგაზმის დროს და მის შემდეგ .

ამ ყველაფრის ცოდნა დაეხმარება მას იმაში, რომ უკეთესად შეძლოს მართოს პარტნიორის ეაკულაციის დრო .

რა შეიძლება გააკეთოს ქალმა ნაადრევი ეაკულაციის ან უბრალოდ ეაკუალციის დროის გასახანგრძლივებლად /გადასავადებლად ?

ნორმალურ შემთხვევაში ქალს შეუძლია განსაზღვროს ის დრო , რა დროშიც მას სურს ეაკუალციის მიღება პარტნიორის მხრიდან .

სწორი და მიზანმიმართული ქმედების შედეგად მას შეუძლია გამოიწვიოს სწრაფი ეაკულაცია, მაგრამ ასევე შეუძლია აკონტროლოს ეაკუალციის დრო (გაახანგრძლივოს ).

ეაკულაციასთან მიახლოების დროს მამაკაცის სხეულის ენა იცვლება, ქალის როლია რომ ამოიცნოს ეს მომენტი და შეცვალოს სტიმულაციის მეთოდი .

მაგ. მამაკაცის კუნთები იწყებს შეკუმშვას , სუნთქვა კიდევ უფრო იცვლება , სახის გამომეტყველება and so on … ამ დროს ქალი ცვლის სტიმულაციის ტექნიკას , იცვლება სიჩქარე ( ფრიქციები უნდა შენელდეს) ან საერთოდ შეწყდეს რამდენიმე ათეული წამით .

პენისის თავი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია , ამიტომ პენისის თავისა და პენისი სხეულის სტიმულაციისგან განსხვავებით მას შეუძლია ხელით , ტუჩებით მოახდინოს სხვა ადგილების სტიმულირება (testes, საზარდული , ბოქვენი).

ამ მანევრისთვის კარგი პოზაა, როდესაც ქალი აკონტროლებს სიტუაციას მაგ. ,,რევერს გერლს ‘’ , ,,ქაუ გერლ’’ , ,,გერლ ონ ტოპ ‘’ .

რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა ამ დროს პარტნიორის დასახმარებლად ?

როდესაც წყვილებს სურთ ორგაზმის მიღწევა, რეკომენდაციაა, რომ კონცენტრაცია მოახდინონ აქტზე, უშუალოდ ქმედებაზე .

ამ შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით უნდა იყოს .

მამაკაცი უნდა ფიქრობდეს სრულიად სხვა რამეზე- მაგ. ფეხბურთზე, ეკონომიკაზე , პეპლებზე , კოსმოსზე რაც კი რამე სურს , გარდა ამ პროცესისა რაც მის თავს ხდება .

როგორც კი გადაივლის აგზნების ეს ფაზა, წყვილი ისევ უბრუნდება იმ პოზიციას რაც მათ სურთ , ამგვარი ტექნიკით და შეთანხმებული მოქმედებით შესაძლოა გარკვეულწილად კოიტუსის გახანგრძლივება .

თუმცა ამგვარი შედეგის მიღწევა შესაძლოა მაშინ, როდესაც წყვილი ფიქრობს ერთმანეთზე და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ორგაზმზე .

მაშინ როდესაც შესწავლილი აქვთ ერთმანეთის სხეულის ენა და გრძნობენ რა დროს რა ქმედებაა საჭირო.

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *