გახდი კიკუს პარტნიორი!

გაქვს ბიზნესი? თვლი რომ შენ და ჩვენ ერთად უფრო მაგრები ვიქნებით ვიდრე ცალ-ცალკე ვართ? იქნებ შენი სააფთიაქო ქსელი გაქვს და გინდა რომ კატალოგში უმაღლესი ხარისხის მენსტრუალური ჭიქები, ბრენდირებული ლუბრიკანტები და პრეზერვატივები დაიმატო უდაბლეს ფასად. იქნებ სექსუალურ განათლებაზე ორიენტირებული ფეისბუქის ჯგუფი გაქვს და გინდა რომ შენმა მომხმარებლებმა კიკუში ფასდაკლება მიიღონ. ან იქნებ სხვა ნებისმიერი პროდუქტიული და შემოსავლიანი იდეა გაქვს! რაც არ უნდა იყოს, გინდა საფორთზე მოგვწერე და გინდა იმეილზე. B2B ურთიერთობაში ვართ მაქსიმალურად არა-ბიუროკრატიულები და შინაურულები, რაც შენთვის ჩვენთან კომუნიკაციას ძალიან მაგრად ამარტივებს. გინდა საფორთზე მოგვწერე ახლავე და გინდა იმეილზე. აბა გელოდებით!

Extra.ge

როცა კიკუ შევქმენით, მაშინვე მოგვაფიქრდა იდეა რომ რა მაგარი იქნებოდა შექმნილიყო მაღაზიების ციფრული პლატფორმა – ერთგვარი მოლი, რომელიც ბევრ მაღაზიას გააერთიანებდა ერთ ციფრულ სივრცეში. ამ კუთხით ბაზარს არ ვიცნობდით და უბრალოდ იდეის დონეზე გვქონდა ესეთი რამის გაკეთება. რეალობამაც არ დააყოვნა და მალევე გამოჩნდა Extra.ge – არსებობის მანძილზე ჩვენი სუუუულ პირველი პარტნიორი. ექსტრა არის არც მეტი, არც ნაკლები – ონლაინ მაღაზიების ყველაზე დიდი პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია უამრავი სხვადასხვა პროფილის ბეეევრი მაღაზია. მარტივად რომ ვთქვათ – ჩვენ რომ გვქონდა წარმოდგენილი, ეგ ონლაინ მოლი. Extra.ge-ზე წარმოდგენილია ჩვენი პროდუქციის ნაწილი. როგორც ჩვენგან ყიდულობ, ასევე შეგიძლია იყიდო მათგან და მოწოდებას ისინი უზრუნველყოფენ. როგორც ჩვენთან ასევე Extra.ge-ზე კონფიდენციალურობა დაცულია. დააჭირე აქ ამ ძალიან მაგარი და კრეატიული ჰიპერმარკეტის სანახავად

My-day.ge

ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ბაზრის მონიტორინგს +18 რამე-რუმეების კუთხით. თუ რამე სიახლე ხდება, შანსი არაა რომ თვალთახედვიდან გამოგვრჩეს. ესე შევამჩნიეთ მაიდეიც, როცა პირველად დაამატეს კატალოგში საკმაოდ ორიგინალური +18 ქსესუარები. მაშინ მაიდეი პოტენციურ კონკურენტად მოვისაზრეთ, რას წარმოვიდგენდით რომ მალე მაიდეი იქნებოდა ჩვენი პირველი პარტნიორი აქსესუარების ხაზით! რა აქსესუარებსაც შენ ხედავ ჩვენს საიტზე, თითქმის ყველაფერი შეგიძლია ყიდვამდე ფიზიკურად ნახო მაიდეის მაღაზიაში. ამ აქსესუარებთან ერთად მაიდეიში ნახავ უამრავ ისეთი სახის საინტერესო რაღაცას, რაც სხვაგან არ შეგხვდება არსად. ერთი სიტყვით აქ ერთ სივრცეში არის ყველაფერი, რომ ნებისმიერი დღე აქციო ნებისმიერი სახის დღესასწაულად! ესეთი იყო ჩვენი შთაბეჭდილება ამ მაღაზიის მონახულებისას.
თუ ამ მაღაზიაში ნამყოფი არ ხარ, მაშინ ბევრი გამოგიტოვებია. დააჭირე აქ მათი საიტის მოსანახულებლად და თუ ბარემ პირდაპირ მიაკითხავ, აგერაა მათი მისამართიც: ჭავჭავაძის 37ლ, სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტის მეორე სართული, ესკავატორზე როგორც კი ახვალ ეგრევეა პირდაპირ.

Glovo

Glovo არის მე-2 კომპანია, რომელიც პარტნიორობას უწევს Kiku-ს! შეგიძლიათ გვიპოვოთ Glovo-ს მიტანის აპლიკაციაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ Glovo-სთან 2020 წლის ბოლო თვეებიდან. glovo-ს მიწოდების რადიუსი არის 3200 არეალის მეტრი. ამიტომ, თუ ვერ გვიპოვეთ თქვენი აპლიკაციის მაღაზიებისა და სტარტაპების განყოფილებაში, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ამის გამო 🙁