მენსტრუალური ჭიქა

15.00

თქვენს წინაშეა პროდუქტი რომელსაც საქართველოში ჯერ კიდევ არ მოუკიდია ფეხი!

ეს არის მენსტრუალური ჭიქა. იმის მიუხედავად რომ ჩვენს ბაზარზე მენსტრუალური ჭიქა არც თუ ადვილი საშოვნია, ასე თუ ისე ყველამ იცით რისთვისაა.

მენსტრუალური ჭიქები იყოფა ზომებით. ზუსტი ზომები მოცემულია ერთ-ერთ სურათზე. ზომების მიხედვით განსხვავებულია ტევადობა.

რაც შეეხება ზომების შერჩევას, L ზომა არის მათთვის ვინც ბუნებრივი გზით იმშობიარა, დანარჩენებმა შეგიძლიათ S ზომა აიჩიოთ.
ქალიშვილებისთვის ჭიქის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

პირველ გამოყენებამდე ჭიქა აუცლებლად ჩადე მდუღარე წყალში 3 წუთით. შემდეგ მოკეცე და დაიფიქსირე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ჭიქა თავისით გაიშლება და მიიღებს თავის საწყის ფორმას.
4-5 საათის შემდეგ (გააჩნია დენის ინტენსივობას) გამოიღე ჭიქა, გარეცხე კარგად საპნით და ისევ დაიფიქსირე.
გარეცხვის შემდეგ შგიძლია წყალში გაზავებული ძმარი გადაავლო უკეთ დეზინფექციისთვის ან ისევ მდუღარე წყალში ჩადო 3 წუთით.

მოკლედ, ბევრი არც იფიქრო. დაითრიე. საფენს ნებისმიერ ვარიანტში გირჩევნია!

გასუფთავება

აღწერა

ჩვენი მენსტრუალური ჭიქა საშუალებას გაძლევს რომ საფენი დაივიწყო. ხოდა, ისარგებლე ამ საშუალებით და დაივიწყე საფენები!

დამატებითი ინფორმაცია

შეარჩიეთ ზომა

L, S