თუ სექსი ერთფეროვნად და მხოლოდ 3-4 პოზაში გაქვს, მაშინ მხოლოდ დროის ამბავია სანამ შენ ან შენს პარტნიორს ესეთი სექსუალური ცხოვრება ყელში ამოგივათ და დაიწყებთ სიახლეების ძებნას ან ერთად, ან ცუდ (და ხშირ) შემთხვევაში ცალ-ცალკე. ეს მოცემულობა რომ თავიდან ავირიდოთ, შექმნილია არაერთი თამაში და მათ შორის ეს კარტი.
ამ დასტაში ნახავ 5 ფერის კარტებს. იწყება ყველაზე ლაითით და მიდის აღვირახსნილისკენ: წითელი, ვარდისფერი, იისფერი, მუქი ლურჯი და ყველაზე აღვირახსნილი: შავი.
თითოეულ კარტს აქვს ნახატი, სადაც მოცემულია პოზა.
ზოგი კარტის შემთხვევაში საჭიროა რომ გქონდეთ BDSM კომპლექტიც.
თამაშის მოკლე/მარტივი ვერსიაა რომ შენც და შენმა პარტნიორმაც აირჩიოთ 5-5 კარტი (1 ცალი თითო ფერიდან), გადაუშალოთ ერთმანეთს, და შემდეგ მიყევით ან ერთ-ერთის ვერსიას, ან შეაჯვაროთ თქვენი კარტები და მოაწყოთ თქვენი ღამის თამაში 10 სხვადასხვა პოზით.
ანდაც უბრალოდ ერთად შეარჩიეთ ის 5 კარტი რომელიც გესიამოვნებათ.
ამის საპირწონედ შეგიძლიათ უშუალოდ კარტს აკარნახებინოთ თუ როგორი სექსუალური თავგადასავალი გექნებათ მომავალ ღამეს. თამაშის მიზანი არის რომ შევკრათ სრული ფანტაზია. სრული ფანტაზია ნიშნავს რომ ხუთი კარტიდან ხუთივე სხვადასხვა ფერის გეჭიროს ხელში. ხუთზე მეტი კარტი ხელში ვერ გეჭირება. წესები კი შემდეგია: აჩეხავთ კარტს, დაარიგებთ 5-5 კარტს ისე რომ სურათები არ ჩანდეს და დანარჩენ დასტას დადებთ მაგიდაზე. ვინ დაიწყებს თამაშს მაგას მნიშვნელობა არ აქვს და მოქმედებს შერჩევის ნებისმიერი პრინციპი (ჯეირანი, ხურდის აგდება თუ სხვა).
მაგალითად თამაშობთ შენ და მერაბიკო და შენ იწყებ. გიჭირავს 2 ვარდისფერი, ერთი იისფერი, ერთი წითელი და ერთი შავი კარტი. ესეიგი გჭირდება ლურჯი კარტი სრული ფანტაზიის შესაკრავად და უნდა მოიშორო ვარდისფერი. ვარდისფერ კარტს რომ ჩახვალ, მერაბიკო ირჩევს ეს კარტი გაგიცვალოს რამეში თუ გაატაროს. თუ ვარდისფერი კარტი ჭირდება ან/და კონკრეტული პოზა მოწონს, გაგიცვლის. თუ არა, მაშინ გაატარებს. თუ კარტს გაატარებს, მაშინ შენ უნდა აიმატო დასტიდან 1 კარტი. შემდეგ მერაბიკოს ჯერია – ჩამოვა რამე კარტს და თუ გჭირდება ან/და მოგწონს, გაუცვლი შენი კარტებიდან რომელიმეში. თუ არა, მაშინ გაატარებ.
ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ რომელიმე არ შეკრავთ სრულ ფანტაზიას. სრული ფანტაზიის შეკვრის შემდეგ კი მიყვებით პოზებს და მოქმედებების აღწერებს იმ კარტებზე, რითიც შეიკრა სრული ფანტაზია.
თუ ამ ქართული აღწერიდან რამე ვერ გაიგეთ, კარტს მოყვება ინსტრუქცია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.
ორგაზმით სავსე ღამეს გისურვებთ!