Mad უნო

54,00

ეს თამაში არის უნო.
ოღონდ ჩვეულებრივი არა, გიჟური უნო.
ძალიან გიჟური. მოგიწევს კამათლის გაგორებაც და შოტების გადაკვრაც. პაკეტი მოიცავს არამხოლოდ კარტს, არამედ კამათელსაც და შოტების ჭიქასაც.

შეიძლება სამაგიდო თამაშების დიდი ფანი არც შენ ხარ და არც შენი მეგობრები, მაგრამ MadOne ისეთი რამეა რითაც უბრალოდ შანსი არაა რომ არ მოილხინოთ 🙂

წესების წაკითხვა შეგიძლია სრულ აღწერაში ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 162 ორგაზმ ქულა | Earn 162 Orgasm points
აღწერა

თამაშის დაწყება

დასაწყისისთვის კარგად ჩეხავ კარტს და ყველა მოთამაშეზე არიგებ 8-8 კარტს.
დანარჩენ კარტებს დებ მაგიდაზე, ზუსტად ისე როგორც ჩვეულებრივი უნოს შემთხვევაში.

თამაშის წესები
პირველ კარტს ამოიღებთ დასტიდან და დადებთ მაგიდაზე. თუ ეს კარტი იქნება სპეციალური კარტი, მაშინ კარტს აბრუნებთ დასტაში და იღებთ სხვა კარტს (ესეც ზუსტად ისე, როგორც უნოს შემთხვევაში).
თამაში მიდის საათის ისრის მიმართულებით და იწყებს ყველაზე პატარა მოთამაშე.

კარტს აქვს 2 მახასიათებელი: ფერი და ციფრი. მაგალითად მე ჩამოვედი ლურჯ ათიანს, შენ, როგორც ჩემი შემდეგი მოთამაშე ჩამოდიხარ ან ლურჯს, ან ათიანს (ესეც ზუსტად ისე, როგორც უნოში).

ერთადერთი სტილის კარტები, რომლებიც ნებისმიერ დროს ითამაშება არის შავი კარტები (ესეც ზუსტად ისე, როგორც უნოში).

თუ შენი სვლაა და ვერ ჩამოდიხარ, მაშინ დასტიდან იღებ კარტს. თუ დასტიდან აღებული კარტის დადება შესაძლებელია, მაშინ ეგრევე დებ. თუ არა და ტოვებ სვლას (ესეც ზუსტად ისე, როგორც უნოში).

როცა ბოლოს წინა კარტს ჩამოდიხარ და ხელში მხოლოდ 1 კარტი გრჩება, უნდა დაიყვირო Mad – ზუსტად ისე, როგორც უნოში ყვირიხარ უნოს.

ბოლო კარტი მოქმედების კარტი ვერ იქნება. თუ ხელში მოქმედების კარტი შეგრჩა როგორც ბოლო კარტი, მაგაზე ჯარიმაა და 2 კარტი უნდა აიმატო.

ახლა კი იფიქრებ, აბა საერთოდ რითი განსხვავდება უნოსგან?

რეალური სხვაობა, რაც ამ თამაშს საერთოდ სხვა ელფერს სძენს არის Action კარტები. Action კარტი კი შემდეგნაირია:

  1. Skip – შენი შემდეგი მოთამაშე ტოვებს სვლას (ეს ჩვეულებრივ უნოშიც არის, ვიცით).
  2. Direction – თუ აქამდე მივდიოდით საათის ისრის მიმართულებით, ახლა მივდივართ საათის ისრის საწინააღმდეგოდ და პირიქით (ესეც არის უნოში, ვიცით).
  3. Again – როცა ამ კარტს ჩამოდიხარ, ისევ შენი სვლაა
  4. Action – ასეთ კარტს ყოველთვის ახატია რაღაც. ან ფეხზე ხელის დადება, ან რამე მსგავსი. ამ დროს ყველა სწრაფად აკეთებს კარტზე დახატულ მოქმედებას. ვინც ბოლო იქნება, ის სვავს.
  5. როცა ამ კარტს ჩამოდიხარ, თქვენს კარტებს ყველა გადასცემთ თქვენს გვერდით მყოფ მოთამაშეებს. მარჯვნისაკენ მოხდება ეს გაცვლა თუ მარცხნისაკენ, შენ ირჩევ. ასევე შენ ირჩევ რა ფერის კარტით გაგრძელდება თამაში.
  6. Take 2 – გასაგები კარტია, შენ თუ ითამაშებ ამ კარტს მაშინ შემდეგი ვისი ჯერიცაა ის იმატებს 2 კარტს.
  7. Take 5 – ესეც გასაგები კარტია – შენ თუ ითამაშებ შენს გვერდით მყოფი იმატებს 5 კარტს, ასევე შენ ირჩევ იმ კარტების ფერს, რა ფერითაც გაგრძელდება თამაში. აქ მნიშვნელოვანია: მაგალითად შენ ჩამოხვედი +2 და შენს გვერდით მყოფსაც აქვს +2 ან +5, მასაც შეუძლია ჩამოვიდეს და იმის გვერდით მყოფს მოუწევს ამ დროს მთლიანი ოდენობით კარტების ამატება. მაგალითად შენ ჩამოხვედი +2, შენი შემდეგი მოთამაშეც ჩამოვიდა იგივეს, იმის შემდეგი მოთამაშეც ჩამოვიდა იგივეს და იმის შემდეგიც იგივეს. მაგათი შემდეგი ვინც მოდის, თუ ანალოგიური კარტი, +5 ან Backfire არ აქვს, მოუწევს 8 კარტის ამატება.
  8. Backfire – ამ კარტს აქვს ძალა მაშინ, როცა ურტყავ ზედ +2, +5 ან Shot კარტს. Backfire ნიშნავს რომ რაც შენ გიწევდა, ახლა ის ბუმერანგივით მიუბრუნდა შენს წინა მოთამაშეს. სხვა შემთხვევაში ამ კარტს შეგიძლია ჩამოხვიდე, ოღონდ არანაირი ძალა არ ექნება გარდა იმისა რომ უბრალოდ აირჩევ თუ რა ფერის კარტით გაგრძელდეს თამაში.
  9. Shot – თუ ეს ექშენ კარტი დაგირტყეს, შოტის გადაკვრა გიწევს. თუ შენც გაქვს ეს ექშენ კარტი, მაშინ შენც შეგიძლია ჩამოხვიდე და შენს შემდეგ მოთამაშეს მოუწევს ზედიზედ 2 შოტის გადაკვრა. თუ მასაც აქვს ეს კარტი, ისიც ჩამოვა და ვიღაცას შეიძლება 3, 4 ან 5 შოტი მოუწიოს ზედიზედ, თუ Backfire-ით არ შეაბრუნებს უკან 🙂
  10. Roll – აქ აგორებ კამათელს. კამათელს აგორებს ის, ვინც ითამაშებს ამ კარტს. ანუ თუ შენ ჩამოხვედი, შენი შემდეგი მოთამაშე კი არა, შენვე აგორებ.

კამათლის გაგორება თითქმის ჯეკპოტის მოგების ტოლფასია. როცა გააგორებ, კამათელი დაჯდება ან ვარდისფერზე, ან ყვითელზე, ან ლურჯზე, ან მწვანეზე, ან ოთხივე ფერის შენარევზე, ან +2-ზე.
თუ დაჯდა ვარდისფერზე, ეს ნიშნავს იმას რომ შეგიძლია ყველა ვარდისფერი კარტი ჩამოყარო.
თუ დაჯდა ლურჯზე, ეს ნიშნავს იმას რომ შეგიძლია ყველა ლურჯი კარტი ჩამოყარო.
თუ დაჯდა მწვანეზე, ეს ნიშნავს იმას რომ შეგიძლია ყველა მწვანე კარტი ჩამოყარო.
თუ დაჯდა ყვითელზე, ეს ნიშნავს იმას რომ შეგიძლია ყველა ყვითელი კარტი ჩამოყარო.
თუ დაჯდა ფერების შენარევზე, ეს ნიშნავს რომ შენ თვითონ ირჩევ რომელი ფერის კარტები ჩამოყარო.
თუ დაჯდა +2-ზე, ესეიგი არ გაგიმართლა და უბრალოდ იმატებ 2 კარტს დასტიდან.

აქვე გაითვალისწინე: როცა კარტებს კამათლით ყრი, შეიძლება რამდენიმე ექშენ კარტი ჩამოაგდო. მაგალითად აგდებ ლურჯ Direction, Again, Action და Shot კარტებს. ამ დროს შენ თვითონ ირჩევ რომელი კარტი ჩამოაგდო ბოლოს, თუმცა ძალა ექნება მხოლოდ იმ კარტს, რომელსაც ბოლოს დადებ. დანარჩენები უბრალოდ ეფექტის გარეშე გაგდის ხელიდან.

თუ დასტაში კარტები გათავდა, მაშინ უკვე ჩამოსულ კარტებს აჩეხავთ და დააწყობთ თავიდან – ესეც ზუსტად ისე, როგორც უნოში.

აბა კაი გართობა 🙂

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPP7001 კატეგორია: ჭდე: , , , ,