MadWish გოგოების ვერსია – დასალევი თამაში

99,00

გიყვარს დაქალებთან ერთად სახლში ჩაჯდომა და კარგი დროის ტარება?
MadWish Girls Edition არის უმაღლესი კლასის ჰოლანდიური დასალევი თამაში, რომელიც შეგიძლია ითამაშო ულიმიტოდ ბევრ დაქალთან ერთად. გეი ბიჭებიც შეიძლება შეურიოთ ჯგუფს.
თამაშის დაფას შუაში აქვს ისარი, რომელიც განასახიერებს ბოთლს. მოთამაშეები რიგრიგობით ატრიალებთ ატრიალებთ ამ ბოთლს. ამ ბოთლის ტრიალს მოყვება სასწაულები. დეტალური ახსნისა და წესებისთვის ჩასქროლე ქვევით ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 297 ორგაზმ ქულა | Earn 297 Orgasm points
აღწერა

პირველ რიგში ალკოჰოლის მობილიზება არ დაგავიწყდეს. თამაშს მოყვება ორი შოტის ჭიქა, სურვილის შემთხვევაში ჭიქებიც შემოამატე.

ბოთლს რომ დაატრიალებ, 8 სავარაუდო ადგილიდან დაჯდება ერთ-ერთზე. ეს სავარაუდო ადგილები შემდეგია:
1. SHOT – გასაგებია, უნდა გადაკრა.
2. SNITCH – თამაშს აქვს კარტების 6 სხვადასხვა დასტა. თუ ბოთლს დაატრიალებ და SNITCH-ზე დაგიჯდა, მაშინ ირჩევ ვისაც გინდა და მან უნდა აიღოს რომელი კარტიც უნდა, თავისი სურვილით.

რაც შეეხება კარტებს:
3. TRUTH – იღებ კარტს, კითხულობ შეკითხვას და პასუხობ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ან გადაკრავ შოტს.
4. DARE – იგივე მოქმედება. იღებ კარტს, კითხულობ თუ რა მოქმედება წერია და ასრულებ მას. ან გადაკრავ შოტს.
5. POINT OUT – აქ ცოტა განსხვავდება სიტუაცია. იღებ კარტს, კითხულობ რა წერია. კითხვა შეიძლება იყოს მაგალითად შემდეგნაირი: ვინ თანხმდება სექსს ყველაზე მარტივად? – ამ დროს ყველა იწევს ხელს, იწყებთ უკუთვლას სამიდან დაბლა და მიანიშნებთ იმაზე, ვიზეც ფიქრობთ. ვიზეც ყველაზე მეტი მოთამაშე მიანიშნებს, იმან უნდა გადაკრას შოტი.
6. WOULD YOU RATHER – იგივე რომელი გირჩევნია. იღებ კარტს, კითხულობ რა წერია. მაგალითისთვის: რომელი გირჩევნია, threesome გოგოსთან და ბიჭთან, თუ threesome 2 ბიჭთან? – პასუხობ კითხვას გულწრფელად, ან გადაკრავ შოტს.
7. NEVER HAVE I EVER – მე არასდროს. იღებ კარტს, კითხულობ რა წერია. მაგალითად: “მე არასდროს მქონია სექსი 2 კაცთან 24 საათის განმავლობაში”. ვისაც ჰქონია, სვავს 🙂
8. COCKTAIL – აქ შედის სამი სხვადასხვა სტილის მოქმედება. პირველი არის GO – ყველამ უნდა გააკეთოს ის მოქმედება რაც კარტზე წერია. ვინც ყველაზე ნელი იქნება, იმან უნდა გადაკრას. CATEGORY – კარტზე დასახელებული იქნება რაღაც, მაგალითად ორგაზმი. ამ დროს ყველამ სწრაფად უნდა მოიფიქროს და თქვას რაღაც, რაც ორგაზმთან იქნება კავშირში. ვინც ყველაზე ნელი იქნება, იმან უნდა გადაკრას შოტი. LIGHTNING – ელვა. ამ დროს 3 წამი გაქვს არჩევნის გასაკეთებლად 2 ვარიანტს შორის, ან შოტი უნდა გადაკრა.

თითოეული დასტის კარტი ყუთში არის 90 ცალი.

თამაშის დასრულება:
ორი ვარიანტია. ან აგრძელებთ მანამდე სანამ არ იგრძნობთ რომ აშკარად მოგბეზრდათ, ან წინასწარ შეთანხმდით რამდენ წრეს თამაშობთ. მაგალითად ყველანი ვთანხმდებით 15 წრეზე და როცა 15 წრეს დავასრულებთ, სურვილის შემთხვევაში კიდევ პირობითად 5 წრეს დავამატებთ. ჩვენ რეკომენდაციას მეორე ვარიანტს ვუწევთ, ასეთ შემთხვევაში ყველამ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება თამაში და ნელ-ნელი მოტივაციის ვარდნა ნაკლებად ხდება.

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPP3911 კატეგორია: ჭდე: , ,