გოგოების ფართიზე დასალევი თამაში

69,00

ეს თამაში დაბრენდილია როგორც Bachelorette ფართიზე დასალევი და გაფორმებაც შესაბამისია, თუმცა აუცილებელი არ არის რომ იმენა Bachelorette წვეულებებზე იყოს ნათამაშები. რეალურად ნებისმიერ გოგოების წვეულებაზე მიდის.
ეს თამაში იქნება ან ფართის ჰაილაითი, ან მინიმუმ სიტუაციის შემახურებელი საიმისოდ რომ ფართი ღიად, გულიანად და კარგად გაგრძელდეს. წესების სანახავად იხილე სრული აღწერა. წესებს რომ წაიკითხავ, ზუსტი ხედვაც შეგექმნება იმაზე თუ რამხელა კონტრიბუცია შეიძლება შეიტანოს ამ თამაშმა დაგეგმილ საღამოში 🙂

მარაგშია

ჩაიჯიბე 207 ორგაზმ ქულა | Earn 207 Orgasm points
აღწერა

ყუთში არის:
შოტის ჭიქა;
დიდი კამათელი;
ბუშტები – ეს ბუშტები შეგიძლია წინასწარ გაბერო, რადგან თამაშისას დაგჭირდება. ერთჯერადად გეყოფა მაგრამ შემდეგი თამაშებისთვის სხვა ბუშტებით ჩანაცვლება მოგიწევს;
ე.წ. ჯოკრები – ქორწინების ბეჭდების აიკონები. ესენი გჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამაშობ სასმლის გარეშე. 2 ვარიანტი აქვს თამაშს: სასმლით და სასმლის გარეშე, რასაც ქვევით განვიხილავთ;
წყალგამძლე კარტები.

წყალგამძლე კარტი არის 250 ცალი, რომლებიც დაყოფილია 4 სტილად.
1. სიმართლე – იღებ კარტს, კითხულობ დაწრილ შეკითხვას და პასუხობ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ან შოტი უნდა გადაკრა.
2. მოქმედება – იღებ კარტს, კითხულობ რა წერია და მოქმედებ. ან შოტი უნდა გადაკრა.
3. ჯგუფური ქმედება – იღებ კარტს და კითხულობ რა წერია. რაღაც ისეთი იქნება დაწერილი რაც ყველა მოთამაშემ უნდა გააკეთოს. მაგალითად: შეეხე შენი გვერდით მყოფის ტრაკს. ვინც ყველაზე ნელი იქნება ან ვერ გაბედავს, ის სვავს.
4. ბრძოლა – ალბათ ყველაზე ნაბოზარი კარტი. იღებ კარტს, კითხულობ რა წერია და იქნება რაღაც ესეთი: “გაქვს 3 წუთი. ამ დროში რაც შეიძლება მეტ კაცს გამოართვი ნომერი” – ვინც ყველაზე ნაკლებს გამოართმევს, უნდა გადაკრას. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი. ხვდები ხო როგორი სასარგებლო თამაშიცაა? 🙂

ზოგიერთ კარტს მკრთალად აწერია create your own assignment. თუ ესეთი კარტი ამოგივა, ეგ იმას ნიშნავს რომ თემა ღიაა და შენ თვითონ უნდა მოიფიქრო რას იტყვი.

კამათელი არის რბილი და დიდი. ისეთია რომ არც ქვიან სანაპიროზე ჩაგივარდებს კენჭებს შორის და არც ქვიშიანზე ჩაეფლოს ქვიშაში. დიდი კამათელია, საგორაო არ არის. ააგდებ ჰაერში და რაზეც დავარდება, იმის მიხედვით მოქმედებ. კამათელზე წერია 6 სხვადასხვა რამ:
1. BATTLE – იღებ ბრძოლის კარტს. ამ დროს შეგიძლია რომ ინდივიდებად დარჩეთ, ან ჯგუფებად იყოთ წინასწარ დაყოფილი და ჯგუფურად იმოქმედოთ. მთავარია რომ ჯგუფებში თანაბარი რაოდენობის ხალხი იყოთ. ბრძოლას კიდევ სპეციფიური ფუნქცია აქვს, ამას ქვევით გაიგებ.
2. DARE – იღებ მოქმედების კარტს
3. TRUTH – იღებ სიმართლის კარტს
4. GO – იღებ ჯგუფური ქმედების კარტს
5. SHOT – უბრალოდ უნდა გადაკრა სასმელი. თუ სასმლის გარეშე თამაშობ მაშინ ქვევით ავხსნით რა ხდება, მაგრამ ბარემ გიწერია პირდაპირ რომ უნდა დალიო და რატომ უნდა ითამაშო სასმლის გარეშე 🙂
6. SNITCH – ვისაც გინდა აირჩევ და კარტებიდან ააღებინებ ერთ-ერთს. აქ კიდე თამაშის 2 ვარიანტია, რაზეც წინასწარ თანხმდებით:
1) კითხო სიმართლე თუ მოქმედება და შემდეგ შენ თვითონ მოიფიქრო რაც გინდა
2) ააღებინო სიმართლის ან მოქმედების კარტი

თამაში მიდის საათის ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ, მთავარია რომ რიგითობის პრინციპი გქონდეთ დაცული მოთამაშეებს.
შესაძლებელია რომ ითამაშოთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებად. ამ დროს მთავარია რომ ჯგუფებში იყოთ თანაბარი რაოდენობის ხალხი და თავიდანვე იყოთ შეთანხმებული ვინ რომელ ჯგუფში ხართ. ძირითადი თამაში ასეთ დროს მაინც ინდივიდუალურად მიდის, უბრალოდ თუ მოიგეთ, იგებთ როგორც ჯგუფი და წაგების შემთხვევაშიც აგებთ როგორც ჯგუფი.

ვსვავთ თუ არა?
თამაშის 2 ვარიანტი არსებობს. სმით და სმის გარეშე. თუ თამაშობთ სმის გარეშე, მაშინ ყველა მოთამაშე იღებს 4 ჯოკერს. მუღამი ისაა რომ 10 ჯოკერი უნდა ააგროვო მოსაგებად. ამ შემთხვევაში შემოდის თამაშში ის ქორწინების ბეჭდების აიკონები, რაც ზევით ვახსენეთ. თუ არ სვავთ, წესები შემდეგია:
1. თუ სიმართლის კარტს ვერ პასუხობ, მაშინ შენი ჯოკერი უნდა ჩადო “ბანკში”
2. თუ მოქმედებას ვერ აკეთებ, მაშინ შენი ჯოკერი მიდის “ბანკში”
3. თუ ჯგუფური ქმედების კარტი ამოგივიდა, მაშინ ბოლო ვინცაა ის გადასცემს ჯოკერს იმას ვინც კარტი ამოიღო
4. თუ ბრძოლის კარტი ამოვიდა, აქ 2 შემთხვევაა: ინდივიდუალური თამაშის შემთხვევაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე აძლევს ჯოკერს ყველაზე კარგი შედეგის მქონეს. ჯგუფური თამაშის შემთხვევაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ჯგუფიდან ყოველი ადამიანი აძლევს ჯოკერს ყველაზე კარგი შედეგის მქონე ჯგუფის ყოველ ადამიანს.
5. SNITCH – ჯოკერს იღებ ბანკიდან და ნებისმიერ მოთამაშეს არჩევინებ სიმართლეს ან მოქმედებას. გახსოვდეს, 2 ვარიანტია: ან კარტი აიღოს, ან კითხო სიმართლე თუ მოქმედება და შენ თვითონ მოიფიქრო მერე.
6. SHOT – ბანკში დებ ჯოკერს.

თამაშის დასრულება
როცა სმა არ ხდება, როგორც ზემოთ ვახსენეთპირველი ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც შეაგროვებს 10 ჯოკერს, იგებს.
ამ დროს თუ ვინმეს ჯოკრები საერთოდ გაუთავდება, გადის თამაშიდან. აქვე, რატომ არ გაწყობთ რომ ჯგუფებში იყოთ: იმის მიუხედავად რომ ძირითადი თამაში მიდის ინდივიდუალურად, თუ ჯგუფიდან ვინმე დაჯდა 0 ჯოკერზე, მაშინ მთელი ჯგუფი აგებს. თუმცა პოზიტიური ის არის რომ ჯგუფის წევრებს ერთმანეთისთვის ჯოკრების მიცემა შეუძლიათ. ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ მანამდე, სანამ ვინმე 0 ჯოკერზე დაჯდება. “აჰა მოგცემ, თორემ გავვარდით თამაშიდან” არ მოსულა. როცა შენს ჯგუფელს 1 ჯოკერი აქვს და ხედავ რისკს რომ ნულზე მოჯდეს, მაშინ შეგიძლია ჯოკრის მიცემა. თუმცა თუ უკვე მოჯდა ნულზე, დაგვიანებულია მანდ შენი ქველმოქმედება – სანამ დრო გქონდა მანამდე უნდა მიგეცა, შენივე ინიციატივით.

როცა სმა ხდება, ბრძოლას სპეციფიური ფუნქცია აქვსო რომ დავწერეთ ხომ გახსოვს?
ყველა ბრძოლისას გეძლევათ საშუალება რომ დაასრულოთ თამაში. ყოველი ბრძოლის შემდეგ იღებთ გადაწყვეტილებას – გააგრძელოთ თამაში თუ უბრალოდ აღიაროთ რომ ბოლო ბრძოლა ვინც მოიგო ისაა თქვენში ყველაზე მაგარი ტიპი და შეწყვიტოთ თამაში მაგ დროს.
P.S. თამაშის დასრულების ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინაც, როცა სმა არ ხდება.

თითქოს ბევრი წესია, მაგრამ რეალურად იმაზე ბევრად მარტივი თამაშია ვიდრე შეიძლება აქ ჩანდეს. კითხვების შემთხვევაში მოიწერეთ საფორთზე. აბა კაი გულაობა 🙂

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPP3432 კატეგორია: ჭდე: , , ,