ყუთში არის:
შოტის ჭიქა;
დიდი კამათელი;
წყალგამძლე კარტები.
წყალგამძლე კარტი არის 250 ცალი, რომლებიც დაყოფილია 4 სტილად.
1. სიმართლე – იღებ კარტს, კითხულობ დაწრილ შეკითხვას და პასუხობ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ან შოტი უნდა გადაკრა.
2. მოქმედება – იღებ კარტს, კითხულობ რა წერია და მოქმედებ. ან შოტი უნდა გადაკრა.
3. ჯგუფური ქმედება – იღებ კარტს და კითხულობ რა წერია. რაღაც ისეთი იქნება დაწერილი რაც ყველა მოთამაშემ უნდა გააკეთოს. მაგალითად: შეეხე შენი გვერდით მყოფის ტრაკს. ვინც ყველაზე ნელი იქნება ან ვერ გაბედავს, ის სვავს.
4. ბრძოლა – ალბათ ყველაზე ნაბოზარი კარტი. იღებ კარტს, კითხულობ რა წერია და იქნება რაღაც ესეთი: “გაქვს 3 წუთი. ამ დროში რაც შეიძლება მეტ გოგოს გამოართვი ნომერი” – ვინც ყველაზე ნაკლებს გამოართმევს, უნდა გადაკრას. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი. ხვდები ხო როგორი სასარგებლო თამაშიცაა? 🙂
ზოგიერთ კარტს მკრთალად აწერია create your own assignment. თუ ესეთი კარტი ამოგივა, ეგ იმას ნიშნავს რომ თემა ღიაა და შენ თვითონ უნდა მოიფიქრო რას იტყვი.
კამათელი არის რბილი და დიდი. ისეთია რომ არც ქვიან სანაპიროზე ჩაგივარდებს კენჭებს შორის და არც ქვიშიანზე ჩაეფლოს ქვიშაში. დიდი კამათელია, საგორაო არ არის. ააგდებ ჰაერში და რაზეც დავარდება, იმის მიხედვით მოქმედებ. კამათელზე წერია 6 სხვადასხვა რამ:
1. BATTLE – იღებ ბრძოლის კარტს. ამ დროს შეგიძლია რომ ინდივიდებად დარჩეთ, ან ჯგუფებად იყოთ წინასწარ დაყოფილი და ჯგუფურად იმოქმედოთ. მთავარია რომ ჯგუფებში თანაბარი რაოდენობის ხალხი იყოთ. ბრძოლას კიდევ სპეციფიური ფუნქცია აქვს, ამას ქვევით გაიგებ.
2. DARE – იღებ მოქმედების კარტს
3. TRUTH – იღებ სიმართლის კარტს
4. GO – იღებ ჯგუფური ქმედების კარტს
5. TROUBLE – უბრალოდ უნდა გადაკრა სასმელი
6. DOUBLE – ვისაც გინდა აირჩევ და კარტებიდან ააღებინებ ერთ-ერთს. აქ კიდე თამაშის 2 ვარიანტია, რაზეც წინასწარ თანხმდებით:
1) კითხო სიმართლე თუ მოქმედება და შემდეგ შენ თვითონ მოიფიქრო რაც გინდა
2) ააღებინო სიმართლის ან მოქმედების კარტი
თამაში მიდის საათის ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ, მთავარია რომ რიგითობის პრინციპი გქონდეთ დაცული მოთამაშეებს.
შესაძლებელია რომ ითამაშოთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებად. ამ დროს მთავარია რომ ჯგუფებში იყოთ თანაბარი რაოდენობის ხალხი და თავიდანვე იყოთ შეთანხმებული ვინ რომელ ჯგუფში ხართ. ძირითადი თამაში ასეთ დროს მაინც ინდივიდუალურად მიდის, უბრალოდ თუ მოიგეთ, იგებთ როგორც ჯგუფი და წაგების შემთხვევაშიც აგებთ როგორც ჯგუფი.
ვსვავთ თუ არა?
თამაშის 2 ვარიანტი არსებობს. სმით და სმის გარეშე. თუ თამაშობთ სმის გარეშე, მაშინ ყველა მოთამაშე იღებს 4 ჯოკერს. მუღამი ისაა რომ 10 ჯოკერი უნდა ააგროვო მოსაგებად. აქ ნახე რა ხდება: თვითონ თამაში გამხნევებს რომ სვა. ამიტომაც არის თამაშში შოტის ჭიქა და არა ჯოკერის კარტები. ჯოკერი რა იქნება, შენ თვითონ უნდა მოიფიქრო. ეს შეიძლება იყოს ასანთის ღერები, ქაღალდის ნაგლეჯები, სხვა კარტი ან ნებისმიერი მსგავსი რამ, რასაც მარტივად აღიქვავთ. თუ არ სვავთ, წესები შემდეგია:
1. თუ სიმართლის კარტს ვერ პასუხობ, მაშინ შენი ჯოკერი უნდა ჩადო “ბანკში”
2. თუ მოქმედებას ვერ აკეთებ, მაშინ შენი ჯოკერი მიდის “ბანკში”
3. თუ ჯგუფური ქმედების კარტი ამოგივიდა, მაშინ ბოლო ვინცაა ის გადასცემს ჯოკერს იმას ვინც კარტი ამოიღო
4. თუ ბრძოლის კარტი ამოვიდა, აქ 2 შემთხვევაა: ინდივიდუალური თამაშის შემთხვევაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე აძლევს ჯოკერს ყველაზე კარგი შედეგის მქონეს. ჯგუფური თამაშის შემთხვევაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ჯგუფიდან ყოველი ადამიანი აძლევს ჯოკერს ყველაზე კარგი შედეგის მქონე ჯგუფის ყოველ ადამიანს.
5. DOUBLE – ჯოკერს იღებ ბანკიდან და ნებისმიერ მოთამაშეს არჩევინებ სიმართლეს ან მოქმედებას. გახსოვდეს, 2 ვარიანტია: ან კარტი აიღოს, ან კითხო სიმართლე თუ მოქმედება და შენ თვითონ მოიფიქრო მერე.
6. TRUBLE – ბანკში დებ ჯოკერს.
თამაშის დასრულება
როცა სმა არ ხდება, როგორც ზემოთ ვახსენეთ: პირველი ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც შეაგროვებს 10 ჯოკერს, იგებს.
ამ დროს თუ ვინმეს ჯოკრები საერთოდ გაუთავდება, გადის თამაშიდან. აქვე, რატომ არ გაწყობთ რომ ჯგუფებში იყოთ: იმის მიუხედავად რომ ძირითადი თამაში მიდის ინდივიდუალურად, თუ ჯგუფიდან ვინმე დაჯდა 0 ჯოკერზე, მაშინ მთელი ჯგუფი აგებს. თუმცა პოზიტიური ის არის რომ ჯგუფის წევრებს ერთმანეთისთვის ჯოკრების მიცემა შეუძლიათ. ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ მანამდე, სანამ ვინმე 0 ჯოკერზე დაჯდება. “აჰა მოგცემ, თორემ გავვარდით თამაშიდან” არ მოსულა. როცა შენს ჯგუფელს 1 ჯოკერი აქვს და ხედავ რისკს რომ ნულზე მოჯდეს, მაშინ შეგიძლია ჯოკრის მიცემა. თუმცა თუ უკვე მოჯდა ნულზე, დაგვიანებულია მანდ შენი მაშველობა – სანამ დრო გქონდა მანამდე უნდა მიგეცა, შენივე ინიციატივით.
როცა სმა ხდება, ბრძოლას სპეციფიური ფუნქცია აქვსო რომ დავწერეთ ხომ გახსოვთ?
ყველა ბრძოლისას გეძლევათ საშუალება რომ დაასრულოთ თამაში. ყოველი ბრძოლის შემდეგ იღებთ გადაწყვეტილებას – გააგრძელოთ თამაში თუ უბრალოდ აღიაროთ რომ ბოლო ბრძოლა ვინც მოიგო ისაა თქვენში ყველაზე მაგარი ტიპი და შეწყვიტოთ თამაში მაგ დროს.
P.S. თამაშის დასრულების ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინაც, როცა სმა არ ხდება.
თითქოს ბევრი წესია, მაგრამ რეალურად იმაზე ბევრად მარტივი თამაშია ვიდრე შეიძლება აქ ჩანდეს. კითხვების შემთხვევაში მოიწერეთ საფორთზე. აბა კაი გულაობა 🙂