კიკუში “ჩვეულებრივი” პრეზერვატივები არ გვაქვს და არც ვფიქრობთ რომ ოდესმე გვექნება. ჩამოვწერთ თუ რა განასხვავებს MY.SIZE PRO-ს “ჩვეულებრივი” პრეზერვატივებისგან. ეს პრეზერვატივი საბოლოოდ გიპასუხებს იმაზე თუ რა ზომის პრეზერვატივია საშენო. MY.SIZE PRO რეალურად არის ბაზარზე ერთადერთი შენს ზომაზე მორგებული პრეზერვატივი, თუმცა ეს მთავარია და ბოლოსთვის მოვიტოვებთ. მანამდე ყველა სხვა უპირატესობას გეტყვით:
- არის VYTEX ლატექსით შექმნილი. შენ თუ ჩვეულებრივ ლატექსის პრეზერვატივებზე ალერგია გაქვს, შესაძლოა რომ ამაზე არ გქონდეს ალერგია. VYTEX არის იშვიათი არა-ალერგიული ნედლი მატერიალი რომელიც მოიპოვება ხისგან რომელსაც ქვია Hevea brasiliensis. ძირითადად სამხრეთ ამერიკის კლიმატში ხარობს ეს ხე, ბაო-ბაბისგან განსხვავებით ამოთხრას და შეკვეთილის დენდროლოგიურამდე ჩაბუქსირებას აზრი არ აქვს. აქვე ვწერთ მაინც, რა იცი ამას ვინ წაიკითხავს.
- პრეზერვატივი არის ულტრა-თხელი, 0.05მმ არის სისქეში. ეს უზრუნველყოფს რომ გრძნობა პრაქტიკულად არ გაგიქრეს სექსისას და ამასთან ერთად VYTEX-ის ხარისხი უზრუნველყოფს იმას რომ მაინც ვერ ხევ. ჩათვალე Ultra Thin და Extra Safe ერთდროულადაა.
- პრეზერვატივი არის ვეგანური. ვეგანური ნიშნავს იმას რომ არანაირი ცხოველური მატერიალი არ გამოყენებულა არც პრეზერვატივის შექმნაში და არც შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებში. ამასთან ერთად არასდროს ამ პრეზერვატივის არანაირი ტესტი არ ჩატარებულა ცხოველებზე.
ახლა კი მთავარი: ჩვეულებრივი პრეზერვატივები არის “უნივერსალი” ზომის. თუმცა რეალურად “უნივერსალი” ზომა არ არსებობს. ზოგ ბრენდს აქვს XXL და ეგეთი ვარიანტები, მაგრამ ეგ მასის დონეზე ვერ პასუხობს გამოწვევებს. თუ შენ პრეზერვატივი გეხევა ხოლმე, გძვრება ან უბრალოდ კარგავ მგრძნობელობას, ესეიგი შენ სწორი პრეზერვატივი არ გიკეთია. MY.SIZE-ის მთავარი იდეა ისაა რომ შენი ზომისთვის სწორი პრეზერვატივი გეკეთოს. როცა სწორი ზომა გიკეთია, არც იხევა და არც მგრძნობელობას კარგავ.
როგორ უნდა შეარჩიო ზომა: საამისოდ არსებობს ორი მეთოდი.
გაზომვის პირველი მეთოდია გაზომვა ონლაინ აპლიკაციით. საამიდოდ გადადი ლინკზე: https://www.mysize-measure.com/en-US
ამ ლინკზე ყველაფერი მარტივია მაგრამ თუ ვერ გაერკვიე, აგიხსნით მაინც რა ხდება. ლინკზე რომ გადახვალ, პირველ რიგში საჭიროა ტელეფონის კალიბრაცია რომ ზომები ზუსტად ამოგიგდოს. საამისოდ დააჭერ “CALIBRATE PHONE”. დააჭერ “UNDERSTOOD”-ს, შემდეგ ისევ დააჭერ “UNDERSTOOD”-ს და გადაგიყვანს კალიბრაციაზე. ტელეფონმა უნდა იცოდეს შენს ეკრანზე ზომები როგორ გამოაჩინოს. ფიზიკურად დაადე ბანკის ბარათი ეკრანს და ტელეფონში ნაჩვენები ბარათის ზომა გაზარდე იქამდე სანამ არ დაემთხვევა შენს ბარათს. როცა ზომებს დაამთხვევ, დააჭირე “OK”, შემდეგ “UNDERSTOOD”, შემდეგ კიდევ “UNDERSTOOD” და გადაგიყვანს ზომებზე. ამ დროს უკვე ამდგარ ყლეს ადებ ტელეფონს. ჩასქროლე დაბლა სანამ ტელეფონში მოცემული სისქე და შენი ყლის სისქე არ დაემთხვევა ერთმანეთს. როცა გექნება დამთხვევა, მარჯვენა ქვედა კუთხეში დააჭირე “OK” და დაგიწერს რომელია შენთვის იდეალური ზომა.
პ.ს. ქართულ რეალობაში საბანკო ბარათის გარდა კალიბრაციისას შეგიძლია გამოიყენო პირადობის მოწმობა, იარაღის შენახვა/ტარების უფლების მოწმობა, მართვის მოწმობა ან გალფის საწვავის ბარათი. ეს ბარათები იგივე ზომისაა რაც საბანკო ბარათები მთელ მსოფლიოში და იმ საბანკო ბარათის დადებასაც ზომის გამო გთხოვს, თანხის მხრივ არაფერს ჩამოგაჭრის.
თუ არ გინდა რომ ამდგარი ყლე ტელეფონს დაადო, მაშინ გაზომვის მეორე მეთოდია აი ამ გვერდიდან (დააჭირე აქ) ფაილის ამობეჭდვა ჩვეულებრივ A4 ფურცელზე და იმის ამოჭრა, რაზეც გიჩვენებს რომ უნდა ამოიჭრას. რომ ამოჭრი, შემოიხვიე ამდგარ ყლეზე და ზუსტად გიჩვენებს რომელი ზომაა საშენო. ერთი სიტყვით, ან ამდგარ ყლეს ადებ ტელეფონს ან პრინტერი გჭირდება, მაგრამ ერთხელ გაიჭირვე და საშენო ზომა გეცოდინება სამუდამოდ.
ისე მაგრად გაგისწორებს ეს პრეზერვატივი რომ ეს ამად ღირს!
MY.SIZE PRO პრეზერვატივები გვაქვს 3, 10 და 36 პრეზერვატივის შეფუთვით. შენ ახლა უყურებ 36 ცალიან შეფუთვას.